კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 თოთო ბავშვივით დაწყებული ბიზნესიდან – ყველაზე სანდო ავტოტექდახმარებამდე

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

კომპანიაში მისვლისას ვერ იგრძნობთ, რომ თქვენ ავტოტექდახმარების კომპანიაში იმყოფებით. საოცრად ქართული გარემო, სტუმართმოყვარეობა და ქართული კუთხეებისთვის დამახასიათებელი ეკოგარემო დაგხვდებათ. კომპანია „ჯუბა“ დღეისთვის ავტოტექდახმარების ბაზარზე ლიდერია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 13 წლის წინ ნულიდან დაიწყო და აღნიშნულ ბიზნესს თოთო ბავშვივით აადგმევინა ფეხი. დღეს კი ის ყველაზე სანდო პარტნიორი და შეუცვლელი კომპანიაა ავტოტექდახმარებისა და გადაზიდვის სერვისში. „ჯუბას“ დამფუძნებელი, ბატონი ჯაბა ხუხია მედიასთან საუბარს ერიდება, ინტერვიუზე ძლივს ვითანხმებთ, თავმდაბალი ადამიანია და თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს. მის კომპანიაში კი „ჯაბას დუქნის“ ქართული გარემო, სუვენირები, ნახატები, ნანადირევი და მთლიანად ქართული ეკოსოფელი და მინი მუზეუმი ნამდვილ პატრიოტულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმარს. ბავშვობიდან გამოყოლილი მეტსახელიდან შექმნილი კომპანია კი დღეს წარმატებულია და თავად ბატონი ჯაბა –  უფლის მადლობელი.
– ბატონო ჯაბა, როდესაც თქვენ ბიზნესში ჩაერთეთ, ავტოტექნიკური დახმარების თემა ქართული რეალობისთვის სრულიად უცხო იყო. საიდან მოგივიდათ ეს იდეა?
– სხვათა შორის, აღნიშნული იდეა ჩემი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე მომივიდა. მოძრავი ავტომანქანა გზაზე გამიფუჭდა, ელემენტარულად, მანქანის გადაადგილებაც ძალიან გამირთულდა, საერთოდ, ადგილიდან ვეღარ იძროდა. დახმარების სერვისი კი საერთოდ არ იყო, ძალიან გავწვალდი და აზრად მომივიდა, რამდენი ჩემნაირი მძღოლია და ალბათ, როგორ უჭირთ ასეთ სიტუაციებში-მეთქი.
ჰოდა, სჭირდებოდა ბაზარს, არ არსებობდა მსგავსი არანაირი სერვისი და დაიბადა კომპანია ,,ჯუბა“. ეს იყო 13 წლის წინ.
– რა წინაღობები გხვდებოდათ ბიზნესის დაწყებისას და როგორ გაიხსენებთ პირველ ნაბიჯებს?
– თავიდან დიდი შრომა და ენთუზიაზმი დამჭირდა. სრულიად უცხო ბიზნესი იყო. ფულს მეგობრებისგან ვსესხულობდი და ასე ვაკოწიწებდი ფინანსებს.

ყველას უკვირდა მაშინ – ვის სჭირდება სპეცტექნიკა, მანქანის გადაზიდვაო. მეგობრები ხშირად ირონიით მეუბნებოდნენ, ფულს ყრი და არ გაგიმართლებსო. მძღოლს, დამხმარე პერსონალს და ხელოსნებს საკუთარი ჯიბის ფულით ვინახავდი. წელიწად-ნახევარი დამჭირდა იმისთვის, რომ შემოსავალს ელემენტარული ხარჯები დაეფარა. ეს კომპანია მაშინ თოთო ბავშვივით იყო, მეც არ მქონდა დიდი პრაქტიკული გამოცდილება და ფეხს ვიდგამდით. თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრიდი და შედეგმაც არ დააყოვნა.

– ბატონო ჯაბა, იდეის ნოუ-ჰაუს გარდა, როგორ ფიქრობთ, რა მთავარმა კრიტერიუმებმა განაპირობეს თქვენი კომპანიის წარმატება?

– უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, პირველ ყოვლისა, საქმის სიყვარული და ერთგულება იყო. შედეგი თავიდანვე არ ყოფილა, მაგრამ საქმისადმი ინტერესს და სიყვარულს არ ვკარგავდი. მოთმინების უნარი იყო ძალიან დიდი ძალა. რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, ვფიქრობ, რომ საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება იყო ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპი. დღესაც ასეა, ჩემს თანამშრომლებს, პირველ ყოვლისა, საქმეში დისციპლინასა და ერთგულებას ვთხოვთ. ხანდახან თანამშრომლებისადმი ცოტა მკაცრი და მომთხოვნი უფროსიც ვარ, თუმცა ჩვენ ერთიანი დიდი ოჯახი ვართ, ღიმილიანი სტუმარმასპინძლობით და ერთმანეთისადმი ერთგულებით. მე ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურსა და მეგობრობას ერთმანეთში არ ურევენ.
– ბატონო ჯაბა, დღეისთვის თქვენი კომპანიის საქმიანობის არეალი გაზრდილია?

– „საქართველოს ბანკის“ დაკრედიტებითა და ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი საქმიანობის არეალის გაფართოება. სრულად უპასუხო მზარდ მოთხოვნებსა და გამოწვევებს მხოლოდ საკუთარი რესურსებით, ძალიან რთულია. ამიტომაც გავაფართოვეთ ავტოპარკი, ვემსახურებით თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიას, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამინისტროებს. ეს კი მოითხოვდა, რომ ჩვენივე ავტომანქანების შესაკეთებელი ბაზები გვქონოდა, რადგან ჩვენი ტრანსპორტი არსად გაჩერებულიყო და არანაირ შეფერხებას არ ჰქონოდა ადგილი. ყველა ზარზე ოპერატიულად უნდა ყოფილიყო რეაგირება. დღეისათვის კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდეა, თუმცა ეტაპობრივად სხვადასხვა კატეგორიის მძღოლებთან ვთანამრომლობთ. თოვლიან და მიუვალ ადგილებში კვალიფიციური მძღოლები და ტექნიკური პერსონალი  მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ნებისმიერი სახის გადაზიდვები, ავტოამწეები, ავტოევაკუაცია, დიდი სპეცტექნიკების გადაზიდვები და ავტოდახმარებები. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი მომხმარებელია.
– ბატონო ჯაბა, ძალიან შთამბეჭდავი მინი-მუზეუმი გაქვთ, ქართული კუთხეებისადმი დამახსიათებელი ატრიბუტიკითა და კომპონენტებით...
– ეს ჩემი ოჯახური ტრადიციებითაა გამყარებული. სამეგრელოს შვილი ვარ, ძირძველი კოლხი და ჩემს ოჯახში სტუმარს უდიდეს პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ. ასეთი პატარა მუზეუმის დაარსება კი, სადაც ქართულ ეთნოგრაფიულ ნაკეთობებს, სასმისებსა და სხვა ნივთებს ნახავდით, ჩემი დიდი სურვილი იყო. აქ მოსულ სტუმარს უნდა მიეღო სრული შთაბეჭდილება ქართულ ადათ-წესებზე, სტუმარმასპინძლობაზე და ასე შემდეგ.
– ბატონო ჯაბა, რას ეტყვით დამწყებ ბიზნესმენებს, იღბალი რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესში?
– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა საქმეში, იღბალი აქაც სჭირდება ადამიანს. მაგრამ უმთავრესი შრომის სურვილი და მოთმინებაა. ადამიანი ზარმაცი არ უნდა იყო, შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და ახალგაზრდა დრომ არ უნდა შეაშინოს. მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე, პატიოსანი ქართველი გლეხის ოჯახში დავიბადე და დღევანდელ მოცემულობამდე ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით და კეთილსინდისიერებით მივაღწიე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიაში ჩემი სული ჩავდე და მადლობა ღმერთს, შედეგიც მივიღე.
скачать dle 11.3