კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ ეჩქარება გიორგი მოსიძეს პოლიტიკური კარიერის დასრულება და როგორ ელოდება ის ყოველი თვის ბოლოს დეპუტატის ხელფასს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სამწლიანი პაუზის შემდეგ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სტანდარტული ფორმატითა და ახალი კითხვებით პირველ არხზე ბრუნდება. დეტალებზე ბატონ წამყვანს ვესაუბრეთ, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკური პერიპეტიებით არის დაკავებული.
გიორგი მოსიძე: შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პაუზა ამ პროექტს სჭირდებოდა. ცხრა წელი შეუჩერებლად გადიოდა ეთერში და ბოლოს ტელემაყურებელში ერთგვარი მოყირჭება იგრძნობოდა. ჩვეული რეიტინგიც აღარ იყო, სახეებიც მობეზრდათ და რომ არ მოგატყუოთ, მეც მქონდა მოყირჭების განცდა. პაუზა სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, მათ შორის, პირველ რიგში – ფინანსურით, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან წაადგება პროექტს. მაყურებელი მონატრებულია და ეთერში დაბრუნების შესახებ ანონსს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ სეზონზე ცვლილებები არ იქნება, მაგრამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ჩვენი თანამშრომლობა თუ გაგრძელდა, გაისიდან სრული განახლება გვექნება. ვაპირებთ, რომ სრულიად ახალი კლუბი შევკრიბოთ. ეს იქნება შუა და შვილების თაობა. რა თქმა უნდა, ვისაც შვილი გამოადგა (იცინის). ზოგი მოთამაშეების შვილები უკვე დადიან კლუბში და თამაშობენ. მაგალითად, ჩემი უფროსი შვილები და არამარტო, მათგან ერთი კარგი გუნდი გაკეთდება. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის გადაცემა „წიგნების თარო“ და მათი ნაკრებიც აუცილებლად გამოგვადგება. სტუდენტური გუნდებიც უნდა გავაკეთოთ და საერთოდ, ახალ თაობას მივცეთ შანსი.
– ბოლო წლები, რაც ამ ამპლუაში ეკრანზე არ ჩანდით, ძალიან აქტიური იყავით პოლიტიკურ კონტექსტში. შევაფასოთ ეს პერიოდი.
– ახლა 47 წლის ვხდები. ორმოც წლამდე, სანამ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ვიყავი (იცინის), ძალიან მინდოდა პოლიტიკაში ვყოფილიყავი. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ სადღაც 2010 წელს დავკარგე პოლიტიკასადმი ინტერესი. უფრო შემოქმედებითმა საკითხებმა გამიტაცა. ნიუ-იორკის კინოაკადემიაში დრამატული სერიალების პროდიუსინგი დავამთავრე. გადავწყვიტე, საქართველოში დრამატული სერიალების ხაზი აქტიური გამეხადა – დეტექტიურ დრამებს ვგულისხმობ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. არადა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაშია. რეალურად, არც ისე ძვირია ამის შექმნა და დამიჯერეთ, ყოველ საღამოს ერთი სერია ქართული დეტექტიური სერიალი, იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს, მაგალითად, ჩვენი პოლიცია, ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვებს. ამის პროდიუსერული სცენარი უკვე დამუშავებული მაქვს და უახლოეს მომავალში ვეცდები, განვახორციელო. მოკლედ, ძირითადად, ამ თემებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ 2016 წელს პოლიტიკაში დაბრუნება შემომთავაზეს. როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „თუ შენ არ დაინტერესდები პოლიტიკით, რაღაც მომენტში, პოლიტიკა დაინტერესდება შენით“. გადავწყვიტე, ბოლოჯერ მეცადა, იქნებ ერთხელ მაინც მომეგო არჩევნები. მანადე ყველა მაჟორიტარულში მეორე ადგილზე გავდიოდი.
– ალბათ, სპორტული ჟინიც გქონდათ.
– შეიძლება. ხომ იცით, სიცოცხლის ბოლოს რომ გადახედავ განვლილ გზას და იტყვი: ამდენი რამისთვის მიმიღწევია ადამიანს და ერთხელ როგორ ვერ უნდა მომეგო არჩევნებიო... მაგრამ, როცა უკვე შიგნით აღმოვჩნდი, ვიგრძენი, რომ შემოქმედებითი პროცესი უფრო აღძრავს ჩემში ინტერესს, თუნდაც – „რა? სად? როდის?“ ვიდრე პოლიტიკური პროცესები. ამიტომ მე ავირჩიე კონკრეტული მიმართულებები საერთაშორისო ურთიერთობებიდან, რაშიც ვერკვევი. მათ შორის: ევროინტეგრაცია, სუამის მიმართულება, უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება, რაც რაღაც პერიოდში გაციებული იყო. მოკლედ, ეს თემები ჩემს თავზე ავიღე და რაღაც დალაგდა. მივხვდი, რომ საჯარო პოლიტიკა, განცხადებების კეთება და დებატები არაა ჩემი საქმე. შეიძლება, თხუთმეტი წლის წინ ძალიანაც მოვრგებოდი ამ ყველაფერს და მორგებულიც ვიყავი, მაგრამ ახლა ამის რესურსს ჩემში ვერ ვხედავ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ წელიწადში ჩემი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასრულდება და იმ სფეროს დავუბრუნდები, რომელიც რეალურად ჩემია.
– სერიალს გადავიღებდი, პოლიტიკოსების რეალურ ისტორიებზე, ჩვეულებრივი ადამიანების პოლიტიკაში წასვლის შესახებ, რაც ვიღაცისთვის დრამაა, ვიღაცისთვის – კომედია, ჩემთვის კი – ტრაგედიაო – თქვენი სიტყვებია. რატომ – ტრაგედია?
– ტრაგედიაა, იმიტომ რომ საქართველოს დღევანდელი საჯარო პოლიტიკა არ მიტოვებს თვითდაკმაყოფილების და თვითრეალიზების შეგრძნებას. დავიწყოთ იმით, რომ მადლობის მთქმელი არავინაა.
– ალბათ, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავით.
– ჩავთვალოთ, რომ არ აღმოვჩნდი მზად. პოლიტიკაში ძალიან რთულია, რეალურად სრულიად სხვა პროცესებში ხარ ჩართული, ამის შესახებ აუცილებლად გავაკეთებ სერიალს. სამაგიეროდ, შიგნიდან ეს ყველაფერი ახლოს ვნახე და მაყურებელსაც კარგად დავანახვებ. ვინც საბოლოოდ პოლიტიკურდება, მათი არ მშურს. ბატონი წამყვანის როლი უფრო მიზიდავს, ვიდრე საჯარო პოლიტიკოსის.
– პოლიტიკამ ოჯახური ცხოვრება როგორ შეცვალა, ხასიათი არ დაგიმძიმათ? მეუღლე რას ამბობს?
– ხასიათი იმდენად არა, რამდენადაც ქუთაისში სიარულმა გადამღალა. ახლა ეს საკითხი მოიხსნა, მაგრამ ორი წელი ძალიან მძიმე იყო. ყოველკვირა ქუთაისში სიარული და სასტუმროში მარტო ცხოვრება საკმაოდ ცუდად მოქმედებდა ჩემზე. მანამდე წნევა თითქოს არ მაწუხებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უღელტეხილის გადალახვა და აქეთ-იქით სიარული ცუდად აისახებოდა ჩემს ჯანმრთელობაზე და სამწუხაროდ, დღემდე არ დამილაგდა. ამდენ კილომეტრს რომ გაივლი და თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობ, მერე იქ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაო, რთულია. არის ხალხი, ვისზეც ეს არ მოქმედებს, ფიზიკურად კარგად უძლებენ, აღმოჩნდა, რომ მე ძალიან გამიჭირდა. იმერულმა სამზარეულომ წონაში მატებაც გამოიწვია და მოკლედ, ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო. ის, რაც ორი წლის განმავლობაში მიუარესდებოდა, უკან უნდა დავიბრუნო. მეუღლის წუწუნის ძირითადი მიზეზი ფულია, ხელფასი როდის იქნება?
– ეს გაწუხებთ ასე ძალიან პოლიტიკოსებს?
– არ ვიცი, სხვებს როგორ აწუხებთ, მაგრამ მე იმ დეპუტატების რიცხვს ვეკუთვნი, თვის ბოლოს რომ ხელფასს ელოდებიან. შეიძლება, ცოტა საკვირველია, მაგრამ, როგორც ბატონ წამყვანს, გაცილებით უკეთესი შემოსავალი მქონდა. ვინაიდან ახლა ამ პროგრამას საზოგადოებრივ საწყისებზე წავიყვან, გასამრჯელოს აღების უფლება არ მაქვს. ასე რომ, ერთი წელი რამენაირად უნდა გადავაგოროთ.
– ბატონი წამყვანის საყოველთაოდ აღიარებულ იმიჯს რამდენად ეთანხმება მეუღლე ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ?
– რომ ვიტყვი, მე ოჯახის უფროსი ვარ და ასე უნდა გაკეთდეს-მეთქი, მეუღლე ისმენს ხოლმე ჩემს ვერსიას და მეუბნება: ახლა კი ყურადღება! სწორი პასუხი... და ვაკეთებთ იმას, რაც შავ ყუთში აღმოჩნდება (იცინის).
скачать dle 11.3