№11 ანეკდოტები
– მოდი რა, ძმურად, 10 ლარს მოგცემ და ჩემს სიდედრს დახვდი ვაგზალზე. მე არ მცალია.
– კი წავალ, მაგრამ... რომ არ ჩამოვიდეს?
– მაშინ 20 ლარს გაჩუქებ.
***
ქმარი შინ ბრუნდება და ცოლს თავის მეგობართან ერთად ლოგინში წაასწრებს. ქმარი იღებს პისტოლეტს და კლავს მეგობარს. ცოლი ეუბნება:
– გაგიჟდი, ასე ხომ მეგობრების გარეშე დარჩები?!
***
ბატონო მოსამართლევ, ამ ნაძირალა ჯემალიამ დამიჭირა. შემათრია სახლში, ჩამიკეტა კარი და შეურაცხყოფა მომაყენა.
– თავისი მოქმედებით, ხომ?
– პირიქით, უმოქმედობით, ბატონო მოსამართლე.
***
ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს:
– მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს?
– სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს გამთენიისას, შეიძლება, დიდი მიწისძვრა მოხდეს...
– მიწისძვრა კი არა, კარავი მოგვპარეს, კარავი!