კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ გააწითლა „ქართველმა დევმა“ მელბურნის ოლიმპიური აუზი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი ქართველი საბჭოთა წყალბურთელი პეტრე მშვენიერიძე 198 სანტიმეტრის, ჯანღონიანი მამაკაცი იყო და ნამდვილ ზღაპრულ დევკაცს ჩამოჰგავდა. ის თავისი სპორტული ოსტატობითა და ძალითაც ყველასგან განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, შეეძლო წყლიდან მასზე ტომრებივით ჩამოკიდებული ორი წყალბურთელი ამოეყვანა...
1956 წლის 6 დეკემბერს მელბურნის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირი უნგრეთის ნაკრებს ხვდებოდა. ეს მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ კი მას „სისხლიანი“ უწოდეს. საქმე კი ის იყო, რომ ორიოდე თვით ადრე საბჭოთა ჯარმა უნგრული აჯანყება სისხლში ჩაახშო, რასაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა... თამაშის დროს ატყდა ჩხუბი და წყალბურთელები წყალშივე დაესივნენ ერთმანეთს, ხელები დამუშტეს და სახეები დაუხეთქეს. ქართველმა საბჭოთა გოლიათმა ითმინა, ითმინა და ბოლოს საკუთარი მუშტებიც აამუშავა, რასაც უნგრელების სისხლით შეღებილი აუზი მოწმობდა. რომ დაინახეს, საბჭოთა გოლიათს ვერ ერევიანო, ძირითადი მოთამაშეების დასახმარებლად წყალში სათადარიგოებიც ჩახტნენ და პეტრეს დაესივნენ. თუმცა, წყალში პეტრე ისე გრძნობდა თავს, როგორც ხმელეთზე და ჯერ უნგრელი მოთამაშეები „მოახრჩო“, მათ წყალში გადაშვებული უნგრელი და ავსტრალიელი ფანებიც მიაყოლა და ბოლოს პოლიციის ქვედანაყოფიც კარგად სცემა. ხოლო აუზიდან რომ ამოვიდა, მას ისე უფრთხოდნენ, როგორც ურჩხულს. ადგილობრივმა გაზეთებმა კი დაწერეს: წითელმა საბჭოთა დევმა მელბურნის ოლიმპიური აუზი გააწითლაო.
скачать dle 11.3