კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ბოროტი სული

აგათა კრისტი

დარტმური ის ადგილია, სადაც ეს საშინელი ამბავი მოხდა. იქ ბრწყინვალე ბუნებაა და ის მამულიც მშვენიერი იყო, რომელიც სერ რიჩარდ ჰეიდონმა შეიძინა.
წვეულება გრანდიოზული არ ყოფილა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო: რიჩარდის ბიძაშვილი ელიოტ ჰეიდონი, ლედი მანერეინგი ქალიშვილთან, ვიოლეტთან ერთად, კაპიტანი როჯერსი და მისი ცოლი. ასევე, სტუმრებს შორის იყვნენ, ახალგაზრდა ექიმი საიმონდსი და მის დიანა ეშლი. დიანა ენით აღუწერელი სილამაზის გახლდათ, საოცარი ხმაც  ჰქონდა – ზარივით წკრიალა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ  რიჩარდი ამ ქალით ძალიან იყო გატაცებული და მთელი ეს წვეულებაც მისთვის დეკორაციად იყო ჩაფიქრებული. დილით მასპინძელმა  სტუმრებს მამული დაათვალიერებინა. სახლის ფანჯრებიდან გორაკებიანი ლანდშაფტის ხედი იშლებოდა. უახლოესი კლდის ფერდი ყორღანს წარმოადგენდა, სადაც ცოტა ხნის წინ გათხრები წამოიწყეს  და ბრინჯაოს რამდენიმე  უძველესი ნივთიც აღმოაჩინეს. ჰეიდონს სიძველეები ძალიან აინტერესებდა და სტუმრებს ამ სამარხის შესახებ დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა.  სახლიდან დაახლოებით ას იარდში ხშირი ტყიანი ადგილი იყო. ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადგილის გამო დაარქვა  მამულს წყნარი ჭალა.
– შეხედეთ ამ სურათს, – თქვა ჰეიდონმა და ხელი ჭალისკენ გაიშვირა, – ზოგი ხე გახმა, ახალი ამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ისე დარჩა, როგორიც შეიძლება ფინიკიელი ახალმოსახლეების დროს იყო. წამოდით, გაჩვენებთ.
ტყეში შევიდნენ თუ არა, რამდენიმე სტუმარმა უცნაური სისუსტე იგრძნო. ალბათ, საოცარი სიჩუმის გამო, ჩიტის ხმაც კი არ ისმოდა. თითქოს ყველაფერი შიშით იყო გაჟღენთილი.
– აქ არ მომწონს, – თქვა ლედი  მანერეინგმა.
– ეს სავსებით გასაგებია. აქ თქვენი რწმენის უძველესი მტრების ერთ-ერთი ციტადელი იყო. ეს ფინიკური ღვთების  ჭალაა.
– ფინიკური?!
– კი.  ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ადგილია შემოგარენში, რომელიც ქალღმერთის კულტს უკავშირდება. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ მინდა, მჯეროდეს, რომ აქ წმინდა რიტუალები ტარდებოდა. ჭალის ცენტრში ტაძარი უნდა ყოფილიყო. თავს უფლება მივეცი, ჩემი პატარა ფანტაზია განმეხორციელებინა.
ამ ლაპარაკში  ჭალის ცენტრში, პატარა მდელოზე გამოვიდნენ.  მდელოს შუაგულში თეთრი ქვების პატარა სახლი იდგა. დიანა ეშლიმ ჰეიდონს კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა.
– მე მას ქალღმერთის ტაძარი დავარქვი, – განმარტა ჰეიდონმა.
იგი სახლს მიუახლოვდა და შიგნით შევიდა. პატარა კვარცხლბეკზე უცნაური ქანდაკაება იდგა – ლომზე შემომჯდარი შიშველი ქალი, რომელსაც მორკალული რქები ჰქონდა.
– მთვარის ფინიკიელი  ღვთაება! – საზეიმო ხმით განაცხადა ჰეიდონმა.
– მთვარის ღვთაება?! – წამოიძახა დიანამ, – მოდი, დღეს მის პატივცემად ნამდვილი ორგია მოვაწყოთ. სამასკარადო კოსტიუმები ჩავიცვათ, აქ მოვიდეთ და მთვარის შუქზე რიტუალი ჩავატაროთ!
ამ დროს ვიოლეტ მანერეინგი აზლუქუნდა:
– მეშინია, – ამბობდა ის, – მეშინია აქ დარჩენის. სწრაფად წავიდეთ...
ის და დედამისი პირველები წავიდნენ. დანარჩენებიც მათ მიჰყვნენ  მხოლოდ დიანა ეშლი შეჩერდა. როცა ერთ-ერთმა სტუმარმა უკან მოიხედა დაინახა,  რომ იგი ტაძრის წინ იდგა და ქალღმერთის გამოსახულებას თვალის მოუშორებლად მიშტერებოდა.
საღამოს, დიანას წინადადება კოსტიუმირებული კარნავალის შესახებ, ყველამ გაიზიარა. როდესაც ვახშამზე ჩავიდნენ, ყველა უკვე მზად იყო. როჯერსი და მისი ცოლი ნეანდერტალელების ფორმაში გამოეწყვნენ. რიჩარდ ჰეიდონმა თავი ფინიკიელ ოსტატად გამოაცხადა, ხოლო მისმა ბიძაშვილმა – ყაჩაღების მეთაურად. ექიმი საიმონდსი შეფ-მზარეულად გამოეწყო. ლედი მანერეინგი – საავადმყოფოს მომვლელად, მისი ქალიშვილი – მოსამსახურედ. დიანა ეშლი ვახშამზე შავი კაბით ჩაბრძანდა და გამოაცხადა, რომ უცნობი საბედისწერო ქალი იყო.
ვახშამის შემდეგ ისინი სახლიდან გამოვიდნენ. სეირნობდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. ერთი საათის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ დიანა ეშლი მათთან ერთად აღარ იყო. ვიოლეტმა თქვა, რომ ის ჭალისკენ მიმავალი დაინახა. ცოტათი დაინტრიგებულები ჭალისკენ გაემართნენ.  უკვე ღამდებოდა. ცოტათი ყველას ეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მდელომდე მიაღწიეს და გაოცებისგან ადგილზე გაშეშდნენ. ტაძრის ზღურბლთან, გამჭვირვალე ნაჭერში გახვეული, მთვარის შუქით ნახევრად განათებული ფიგურა იდგა. მის თავზე თმის ნაწნავისგან გაკეთებული ორი ნახევარმთვარე აღმართულიყო. დიანამ ნაბიჯი წინ გადმოდგა, ხელი ასწია და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა:
– მე ქალი-ქურუმი ვარ! მოერიდეთ ჩემთან მოახლოებას, რადგან ჩემს ხელში სიკვდილი ბუდობს.
ჰეიდონი მისკენ გაქანდა:
– ღმერთო ჩემო, დიანა! რა მშვენიერი ხართ!
– ფრთხილად იყავით! – შესძახა ქალმა, – არ მიუახლოვდეთ ღმერთქალს! ვინც მომეკარება, ყველას სიკვდილი ემუქრება.
ჰეიდონს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.  ქალმა უცებ მისკენ გაიშვირა ხელი და წამოიძახა:
– შეჩერდი! კიდევ  ერთი ნაბიჯი და გაგანადგურებ!
რიჩარდ ჰეიდონმა გაიცინა და ნაბიჯს აუჩქარა. ამ დროს რაღაც უცნაური მოხდა: ის შექანდა, შემდეგ თითქოს ფეხი წამოჰკრაო, მთელი ტანით მიწაზე დაენარცხა. დიანამ ისტერიკული სიცილი დაიწყო. ელიოტი ბიძაშვილს მივარდა.
– ადექი, ადექი! – იყვირა მან. რიჩარდ ჰეიდონი გაუნძრევლად იწვა. ელიოტმა მასთან მიირბინა, მუხლებზე დაეშვა და რიჩარდი ფრთხილად გადააბრუნა. მისკენ დაიხარა და ბიძაშვილს სახეში ჩახედა. შემდეგ სასწრაფოდ წამოხტა.
– ექიმო! ღვთის გულისათვის, მოდით. ვფიქრობ, ის მოკვდა.
დიანამ ველურივით  იკივლა:
– მე მოვკალი იგი! ღმერთო ჩემო! მე ეს არ მინდოდა, მაგრამ მოვკალი!
ამ სიტყვების შემდეგ გონება დაკარგა და მიწაზე გაიშხლართა.
ელიოტს ხელისგულზე სისხლი ემჩნეოდა
– ის  თავისი სიკვდილით არ მომკვდარა,  გულში ხანჯალი ჩაარტყეს.
ამ დროს ექიმიც მოვიდა. მან სიკვდილის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჭრილობა სავარაუდოდ, გრძელი ხანჯლით მიაყენეს, მაგრამ იქ არანაირი ხანჯალი არ  ყოფილა. გულწასული დიანა სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით რიჩარდიც გადმოასვენეს. პოლიციაშიც დარეკეს. ცოტა ხანში ელიოტ ჰეიდონმა გამოაცხადა, რომ მკვლელობის იარაღი აუცილებლად უნდა მოეძებნა. მას არ სჯეროდა, რომ ეს მკვლელობა ზებუნებრივი ძალების მიერ განხორციელდა. პოლიციას დიანას დაკითხვა უნდოდა, მაგრამ ექიმმა მათ ამის ნება არ მისცა. ელიოტი მხოლოდ დილის შვიდი საათისთვის გაახსენდათ. მის მოსაძებნად ექიმი და ერთი პოლიციელი წავიდნენ. იქ, სადაც წინა ღამეს მკვლელობა მოხდა,  მამაკაცის მიწაზე გართხმული სხეული დაინახეს. იქ ელიოტ ჰეიდონი იწვა. ის უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა. ჭრილობიდან გრძელი, წვრილი ხანჯალი ამოჩრილიყო.
– რა ბედნიერებაა, რომ მხარში მოხვდა და არა გულში, – თქვა ექიმმა, – არც ვიცი რა ვიფიქრო. ყოველ შემთხვევისთვის, ის ცოცხალია და შეძლებს, მოყვეს, რა მოხდა.
თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მისი მონაყოლი ძალიან ბუნდოვანი იყო. როდესაც იმ ადგილზე მივიდა,  მოეჩვენა, რომ ხეებიდან ვიღაც უთვალთვალებდა. მისი სიტყვებით, ძლიერმა ცივმა ქარმა დაუბერა, მაგრამ არა ხეების მხრიდან, არამედ შენობიდან. როდესაც შემობრუნდა და ტაძარში შეიხედა, დაინახა, რომ ქალღმერთის ქანდაკება ნელ-ნელა დიდდებოდა. უცებ მას თითქოს თავში ჩაარტყეს და უკან გადავარდა. დაცემისას მარცხენა მხარში მწვავე ტკივლი იგრძნო... ხანჯალი ყორღანის გათხრების დროს ნაპოვნი აღმოჩნდა.
პოლიციას ჰქონდა ვერსია, რომ რიჩარდი წინასწარგანზრახვით მის ეშლიმ მოკლა. მაგრამ  მალე იძულებულნი გახდნენ ბრალდება მოეხსნათ, რადგან ყველა მოწმე ამტკიცებდა, რომ ქალი მისგან სამ იარდზე იმყოფებოდა. მკვლელობის საიდუმლო საიდუმლოდვე დარჩა.  
გაჩნდა  ვერსია, რომ დიანას თავი მართლა ეგონა ასტრატას ქურუმი და ხანჯალი რიჩარდს შორიდან ესროლა. რაიმონდ უეტსიც მას დაეთანხმა. სერ ჰენრის აზრით კი, გამორცხული არ იყო პროფესიონალი მკვლელი ხეების უკან იმალებოდა და დანა იქიდან ისროლა.
– ყველა ამ თეორიაში, – ჩაახველა მისტერ პეტერიკმა, – ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვავიწყდება: სად გაქრა იარაღი? თუ ვინმემ  შორიდან ესროლა ხანჯალი, ჭრილობაში უნდა დარჩენილიყო. ამიტომ  ვფიქრობ, რომ ეს თვითმკვლელობაა. თავად ჩაირტყა ხანჯალი და მერე სიბნელეში ხეების უკან მოისროლა.
– მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, რომლითაც  რიჩარდ ჰეიდონის მოკვლა შეეძლოთ, – საუბარში ჩაერთო დეტექტივი. ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რატომ წაიქცა. ბუნებრივია, ამის მიზეზი ხის ფესვიც შეიძლებოდა გამხდარიყო. თანაც, არ მგონია იმ უბედურ ელიოტ ჰეიდონს ამ საშინელი დანაშაულით ბევრი მოეგო.
– ელიოტ ჰეიდონი! – წამოიძახა რაიმონდმა, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მან ჩაიდინა?!
– სხვას ვერავის ვხედავ, ვისაც ამის გაკეეთება შეეძლო. ის პირველი მივიდა ბიძაშვილთან, გადააბრუნა და რა თქმა უნდა, შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა, რაც უნდოდა, რადგან სხვებთან ზურგით იმყოფებოდა. არ დაგავიწყდეთ, ყაჩაღების ატამანის ფორმაში იყო გამოწყობილი და რა თქმა უნდა ქამარში იარაღიც ექნებოდა გარჭობილი.
ვფიქრობ, მასაც უყვარდა დიანა ეშლი, მაგრამ მხოლოდ ღარიბი იურისტი იყო. რიჩარდი რომ გზიდან ჩამოეშორებინა, ხოლო ბიძაშვილის ტიტული და ქონება მას დარჩენოდა, მის წინაშე მშვენიერი პერსპექტივა გადაიშლებოდა. ელიოტი წაქცეული ბიძაშვილისკენ დაიხარა, ხანჯალი ჩაარტყა, შემდეგ კი ისევ ქამარში გაიკეთა. ეჭვები რომ გაეფანტა, მოგვიანებით სპექტაკლი დადგა და ხანჯალი თავადაც ჩაირტყა. სწორედ იმ ადგილას.  
უნდოდა ყველას დაეჯერებნა, რომ მკვლელს ბოროტი სული წარმართავდა.  
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3