კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ბერიას გეგმის მიხედვით, ჰიტლერი მოსკოვში უნდა მოეკლათ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

„დიდი ინკვიზიტორი“ ყველაზე გავრცელებულია იმ ეპიტეტთაგან, რომლებითაც ლავრენტი ბერია „შეუმკიათ“ დღიდან მისი ვერაგული მკვლელობისა. თუ რამდენად მიესადაგება ეს სახელი ბერიას, ამას მასზე წარმოებული ნეიტრალური და კომპეტენტური ადამიანების კვლევები ასახავენ და მის უმართებულობას ადასტურებენ... ევსეი კონკოვი (ისტორიის დოქტორი) წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია დიდი ინკვიზიტორი არა, მაგრამ დიდი ორგანიზატორი და შემსრულებელი ნამდვილად იყო და ადამიანების ინკვიზიციას კი არ ახორციელებდა, არამედ სახელმწიფოებრივ, სასარგებლო და ხშირ შემთხვევაში, ძალიან საშიშ დავალებებს ასრულებდა. ბერიას მიერ შესრულებულ საქმეს წუნს ვერ მოუძებნიდით და მას ყველაფერი ყოველთვის იდეალურად, შვეიცარიული საათივით ჰქონდა აწყობილი. საქვეყნოდ ცნობილი გრანდიოზული პროექტების გარდა, რომლებიც ბერიას პატრონაჟით განხორციელდა, ნაკლებად ცნობილია „მოსკოვური გეგმა“... არადა, ეს იყო უნიკალური, საიუველირო სიზუსტით დაგეგმილი ოპერაცია და მისი ყველა მოქმედი პირი და შემსრულებელი მზადყოფნაში თავად ბერიას მოჰყავდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „მოსკოვური გეგმა“ წარმოადგენდა ლავრენტი ბერიას მიერ შემუშავებულ საიდუმლო, მრავალკომპლექსურ ოპერაციას, რომელიც „ენკავედეს“ უნდა განეხორციელებინა იმ შემთხვევისთვის, თუკი ფაშისტები მოსკოვში შემოვიდოდნენ (ბრძოლით ან თუკი მთავრობა დედაქალაქს დატოვებდა). ამ უნიკალური ოპერაციის შემსრულებლები ვიყავით საბჭოთა უშიშროების კადრის ორი ათასი თანამშრომელი. უნიკალურობა კი ის იყო, რომ ყველა მონაწილეს თავისი განსაკუთრებული როლი ჰქონდა და თეატრალური ენით რომ ვთქვათ, საკუთარი როლები უზადოდ იცოდნენ. „მოსკოვური გეგმის“ მთავარ არალეგალ რეზიდენტად დედაქალაქში სახელმწიფო უშიშროების მესამე რანგის კომისარი პეტრე ვასილის ძე ფედოტოვი უნდა დარჩენილიყო, მე კი მოსკოვში დივერსანტ არალეგალებისთვის უნდა მეხელმძღვანელა. ასე იყო ჩაწერილი უკვე დამტკიცებული ოპერაციის გეგმაში. მანამდე კი ამ ოპერაციის გეგმის შედგენისას (მასთან ვიმყოფებოდით მე, ფიტინი, ფედოტოვი, გოგლიძე და მეშიკი) ბერიამ ჯერ თქვა, რომ მე დავრჩებოდი მოსკოვში დივერსანტთა კოორდინატორად, შემდეგ კი ჩაფიქრდა და ეს აზრი უარყო:
– არ ივარგებს. რამე რომ მოხდეს, ჩვენ ვერ გავწირავთ ასეთი რანგის თანამშრომელს, ამიტომ ამ როლზე სხვა უნდა ვიპოვოთ.
მანამდე ბერიას არასდროს შევკამათებივარ, მაგრამ ამჯერადაც ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ,  ღმერთმა არ ქნას და, ხომ შეიძლება, პეტრე ვასილევიჩი (ფედოტოვი) გაიშიფროს და მე ისეთი ვინ ვარ?
ბერიას ჩაეცინა და მითხრა:
– კომისარი ფედოტოვი მთავარ რეზიდენტად უნდა დარჩეს, შენ კი – მთავარ დივერსანტად, განსხვავებას ვერ ხედავ?
– და, მაინც, გთხოვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვში მე დამტოვოთ დივერსანტების კოორდინატორად, – ჯიუტად ვუთხარი ბერიას.
– კეთილი. იყოს შენებურად, – მითხრა ბერიამ და დააყოლა, –  ღმერთმა არ ქნას, რომ ამ გეგმის ამოქმედება დაგვჭირდესო.
ღმერთმა არ ქნა და „მოსკოვური გეგმის“ ამოქმედება მართლა აღარ დაგვჭირდა, მაგრამ ყველაფერი ისე გვქონდა გაწერილი, რომ მოსკოვს ფაშისტების ჯოჯოხეთად გადავაქცევდით, ჰიტლერი კი იქ დაასრულებდა თავის სიცოცხლეს ჯერ კიდევ 1942 წლის დასაწყისშივე...“
ბერიას გეგმის გვირგვინი, რომელიც სტალინის მიერ იყო მოწონებული, ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის მკვლელობა იყო. სუდოპლატოვი იხსენებდა: „ცნობილი საბჭოთა სცენარისტი მიხეილ ბორისის ძე მაკლიარსკი, იგივე ისიდორე მაკლიარსკი, „ენკავადეს“ პოლკოვნიკი იყო. საიდუმლო-პოლიტიკურ განყოფილებაში მსახუროდა. შესანიშნავი დივერსანტ-არალეგალი იყო და „მოსკოვურ გეგმაში“ განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა – ის მოსკოვში არალეგალურად  რჩებოდა და „დიდი თეატრის“ დრამატურგის პოზიციაზე იყო გაფორმებული. გეგმის მიხედვით, როდესაც ჰიტლერი დაპყრობილ მოსკოვში ჩამოვიდოდა და „დიდ თეატრში“ გამართავდა საზეიმო შეკრებას, მაკლიარსკის ფიურერი უნდა მოეკლა. საამისოდ სხვადასხვა საშუალება გვქონდა შემუშავებული: ტყვია, აფეთქება, სასიკვდილო აირით მოწამვლა. მაკლიარსკის საამისოდ სპეციალურად წვრთნიდნენ და ის უშეცდომოდ ახორციელებდა. მათი გაცნობა კი კინოვარსკვლავ ოლგა ჩეხოვას უნდა მოეწყო, რომელიც ევა ბრაუნის მეგობარი და თავად ფიურერის ფავორიტი იყო...“
ერთი სიტყვით, ბერიას მიერ შემუშავებული ეს უნიკალური ოპერაცია შესაშურად იყო მომზადებული და მიუხედავად იმისა, რომ არ განხორციელდა, სტალინმა ბერია წითელი ვარსკვლავის ორდენით მაინც დააჯილდოვა.“
скачать dle 11.3