კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა უნდა ვიცოდეთ ცისტიტის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

შარდის ბუშტის ანთება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უმთავრესად ქალებს აწუხებთ.  არსებობს შეხედულება, რომ ცისტიტი გაციებისგან ჩნდება და მის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თბილად ჩაცმა.
გაციებას ნამდვილად შეუძლია ცისტიტის პროვოცირება, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მიზეზი ბანალური ინფექციაა, რომლის გამომწვევიც შესაძლოა იყოს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, პათოგენური სოკო, ტრიქომონადა და სხვა. ეს მიკრობები შარდის ბუშტში სასქესო ორგანოებიდან ან სასქესო ორგანოთა არასათანადო ჰიგიენის პირობებში, ნაწლავიდან იჭრება. ქალის შარდსადინარი მამაკაცისაზე მოკლეა, ამიტომ მასში შეღწევა ანთების გამომწვევთათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. შარდის შეგუბების გამო მათ იქ შესანიშნავი საკვები გარემო და აქტიური გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები ხვდებათ.
ცისტიტს გინეკოლოგიურ დაავადებებთან საერთო არაფერი აქვს. ქალებთან ცისტიტს მკურნალობენ როგორც უროლოგები, ისე გინეკოლოგებიც, რადგან ქრონიკული ცისტიტი იწვევს ანთებით პროცესებს, რომლებიც შესაძლოა, უშვილობის მიზეზად იქცეს.
ბევრისგან გაიგებთ, რომ ცისტიტი ადვილად იკურნება ხალხური საშუალებებით, სათბურათი, თბილი აბაზანებით. ნამდვილად არსებობს სამკურნალო მცენარეები, რომლებსაც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები აქვთ და მათი გამოყენებაც ცისტიტის დროს ნამდვილად შეიძლება, მაგრამ მხოლოდ დამხმარე და არა ძირითად სამკურნალო საშუალებად. სათბურა ხელს უწყობს დაავადების შემაწუხებელი სიმპტომების შესუსტებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს დაავადების გამომწვევებს. გარდა ამისა, მისი რეგულარული გამოყენებისას მიკრობებმა შესაძლოა, კიდევ უფრო ზემოთ გადაინაცვლონ და საქმე პიელონეფრიტამდეც მივიდეს. იკრძალება როგორც წყლის, ისე ორთქლის აბაზანები – მაღალი ტემპერატურა ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელებას და შესაძლოა, ძლიერი ანტიბიოტიკების გარეშე ვეღარც კი გავიდეთ ფონს.
მწვავე ცისტიტი საგრძნობლად ზღუდავს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, შეუძლებელს ხდის სამსახურში თუ სასეირნოდ სიარულს, მაგრამ თუ სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობთ, სულაც არ არის აუცილებელი წოლა. სპორტული დატვირთვისა და სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება კი გამოჯანმრთელებამდე მოგიწევთ.
მკურნალობა აუცილებლად კომპლექსური უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, რომელი მიკროორგანიზმითაა დაავადება გამოწვეული. კვალიფიციური ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს როგორც ბაქტერიოციდულ, ისე ანთების საწინააღმდეგო და ნატურალურ (მცენარეულ) საშუალებებს. მწვავე ცისტიტის დროს უპირატესობა ანტიბიოტიკებს ენიჭება, ქრონიკული ფორმის შემთხვევაში კი ფიტოპრეპარატები უფროა რეკომენდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრონიკული ფორმის დროს ანტიბიოტიკები საჭირო არ არის.
სპირტიანი სასმელი განსაკუთრებით აღიზიანებს შარდის ბუშტის კედლებს და ცვლის შარდის შემადგენლობას, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების აქტივობის ზრდას. გარდა ამისა, წლის ცივ პერიოდში ალკოჰოლიანი სასმლის მიღებისას გარემოს ტემპერატურის ადეკვატური შეფასება ძნელია და ადამიანი იოლად ცივდება.
მჯდომარე ცხოვრების წესს ცისტიტით დაავადებასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, დიდხანს ჯდომა იწვევს სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში, მათ შორის – შარდის ბუშტშიც, და აქვეითებს ამ უკანასკნელის დამცავ ფუნქციას. ასეთივე ეფექტი აქვს ძლიერ მოტმასნილ ტანსაცმელსაც. თუ თქვენი სამუშაო მრავალსაათიან ჯდომას მოითხოვს, ეცადეთ, გეცვათ მორგებული, თავისუფალი სამოსი, ხოლო 15-20 წუთში ერთხელ წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ, რათა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის შეგუბება და მისი უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, ჩაიცვათ ბამბის თეთრეული, რომელიც იწოვს გამონადენს, ოფლსა და ნესტს და ცისტიტის გამომწვევ მიკრობებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.скачать dle 11.3