კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 თუ შენი სული გაწუხებს, არ უნდა გაინტერესებდეს, ვინ რას ჭამს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

სინანული არის საწყისი და წინაპირობა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. როდესაც ქრისტემ ქადაგება დაიწყო, მისი პირველი სიტყვა იყო: „შეინანეთ!“ მაგრამ, რა არის სინანული? ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში ჩვენ არ გვაქვს ამაზე ფიქრის დრო. დიდი მარხვის დროს კი მივიჩნევთ, ყოველივე, რაც ამ მარხვის დროს მოგვეთხოვება, არის გარკვეული საკვებისგან თავის შეკავება, გართობის შემცირება, აღსარებაზე მისვლა, მღვდლისგან ცოდვების მიტევების მიღება, წმიდა ზიარება და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდმარხვის არსის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)

​– დიდი მარხვის ყველა ღვთისმსახურებას, ალბათ, ბევრი ადამიანი ვერ დაესწრება, მაგრამ, თითოეულს შეუძლია, ზოგიერთ მსახურებას მაინც დაესწროს. დიდი მარხვის დროს აუცილებელია ეკლესიაში სიარული, საეკლესიო წესების შესრულებაში მონაწილეობა. კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურღიაზე დასწრებას, რომელიც მთელი მარხვის განმავლობაში აღესრულება.  საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, დიდი მარხვის განმავლობაში, ოთხშაბათსა და პარასკევს მოითხოვება საჭმლისგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე. ამიტომაც დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისთვის, რომელიც დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრესი იარაღია, ისევე, როგორც მარხვის სწორად დაცვა. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დამორჩილდეს შიმშილს. არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით, აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ. საბოლოო ჯამში, მარხვა ერთი რამ არის: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს ან უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული.
– ყოველი მორწმუნისთვის დიდი მარხვის უკლებლად ყველა ღვთისმსახურებაზე დასწრება შეუძლებელია.
– დღეს ადამიანების დამოკიდებულება დიდი მარხვისადმი უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და ჩვენს შეგნებაში მარხვა წარმოჩინდება, როგორც დრო, რომლის განმავლობაში ზოგი რამ აკრძალულია. იმის მაგივრად, რომ დავსვათ ისეთი კითხვები, როგორც არის: როგორ ვიმარხულოთ, რა არის დიდი მარხვა, ჩვენ მხოლოდ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით.
– როგორ გავხადოთ ჩვენი მარხვა უფრო ნაყოფიერი?
– ბევრი ადამიანი, ისეთი სახით დადის, შეგეშინდებათ. რომ ეკითხები: რატომ? – ვმარხულობო. მიდიხარ დაბადების დღეზე, წინ წამოჯდები და ამბობ: მარხვაზე ვარ. თუ მარხვაზე ხარ, მწუხარე მდგომარეობაში, მაშინ რაღას მიდიხარ? დაურეკე და ისე მიულოცე ან მიდი და მალე წამოდი. მარხვა სიხარულით უნდა აღვასრულოთ. დღეს ბევრი მარხულობს და არ მოდის ეკლესიაში. სატაძრო ღვთისმსახურების გარეშე, მარხვას ვერ გავიგებთ კარგად. როცა შენ მარხულობ, უნდა თქვა აღასარება და მიიღო წმიდა ზიარება. შეიძლება, ერთხელ თქვა გულიანი აღსარება და ეზიარო. ოღონდ, იმიტომ კი არ უნდა თქვა აღსარება, რომ ზიარება გინდა, არამედ უნდა გაწუხებდეს შენი ცოდვები. ხიბლში მყოფი ადამიანები მთელი წელი არ მარხულობენ, მარხვაში კი უნდათ, მკაცრად იმარხულონ. ეკლესია ამას არ მოითხოვს. ზოგი იმდენად  ამპარტავანია, ცუდადაა  და არ უნდა, რომ მითხრას, კურთხევა აიღოს. უყურეთ საკუთარ თეფშს. ქალებო, სიკეთის ქმნის გარეშე, მარხვა არ არსებობს. თუ შენი სული გაწუხებს, არ უნდა გაინტერესებდეს, ვინ რას ჭამს. შენ თუ ქრისტიანი ხარ, ქრისტე შეიმოსე და შენში უნდა განცხადდეს ქრისტე. ქრისტე არის საკვები ჩვენი – ზიარება. ამიტომაც, მარხვაში ეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით ერთმანეთსაც ეზიარებით.
– რა უნდა მოუხერხონ ქრისტიანებმა დიდმარხვაში  თავიანთ ენას, სმენას, გონებას, ხელებსა და ფეხებს – ამ ყველაფრით ხშირად ვცოდავთ.
– ჩვენი ენა რაზე ვარჯიშობს: რა ხდება მეზობლის ოჯახში, ქვეყანაში, მიწაზე, ცაში. ნელა და გარკვევით ილოცეთ, ყველა სიტყვაში ჩააქსოვეთ გრძნობა, რომ ყველა შენი სიტყვა შენ თვითონ გაიგო. თუ კარგად ილოცებ, მერე გადი მეზობლებთან, ახლობლებთან და იქადაგე მათთან, ოღონდ არა ისე, რომ ვინმე დააბრკოლო. თუ შენი მოძღვრის ქადაგება არ მოგწონს, სხვას მოუსმინე, პატრიარქს მოუსმინე. ზღვის ქვიშასავით აურაცხელ ცოდვას რომ დაინახავ შენს თავში, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვითარდები. და არა ის, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, მამაო, ვეზიარო? სათქმელი იმდენია, როგორ შეიძლება, არ გქონდეს სათქმელი? იმიტომ არ გაქვს სათქმელი, რომ შენს თავში ვერაფერს ხედავ. გგონია, რომ რადგან ხორცი არ ჭამე, ესე იგი, კარგი გოგო ხარ.
– რატომ არის, რომ ხშირად ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, ეზიარება, მაგრამ მისი ნაყოფი მაინც ცუდია?
– ადამიანები გამოვიდნენ მრუშები, ნარკომანები, მემთვრალეები, მპარავები, მწვალებლები, სექტანტები. ბევრი ქართველი ბავშვობაში რომ მონათლეს, მამამ ნათლობის დიდი სუფრა რომ გადაიხადა, სად არის ახლა? ზოგი სექტაშია გაწევრიანებული, ზოგი, საერთოდ, ათეისტია. დღეს უმრავლესობა ყველაზე დიდ დროს სოციალურ ქსელში ატარებს. იმიტომ რომ, კაცობრიობა განიცდის მარტოობას, მოწყენილობას. დღეს ყველა მარტოა, მოწყენილია, იმიტომ რომ, მათთან არ არის უფალი. წყალობას არ ითხოვენ უფლისგან. ძალიან კარგი ქორწილიც რომ გადაიხადო – ბევრი სტუმარი გყავდეს, ბევრი საჩუქარი მიიღო, მაინც უბედური იქნები, რადგან არ გეცოდინება, რა არის უფლის სიყვარული. როგორც კი განიმოსები საქორწილო სამოსლისგან, მაშინვე მიხვდები, რომ ისევ ისეთი დარჩი, როგორიც მანამდე იყავი. მეორედ მოსვლისას, ქრისტე რომ მოვა, მაშინ გამოჩნდება ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ვინ არის თავმდაბალი, მორწმუნე, ვინ შექმნა ოჯახი უფლისთვის. როგორც კი შენნაირ ეგოისტს უფალზე მეტად შეიყვარებ, შენც მიგატოვებს ღმერთი და შენს შეყვარებულსაც. თუ გინდათ, რომ მარტო არ იყოთ  სოციალურ ქსელში ცხვირჩაყოფილები, უფალთან იყავით. ზოგი ელოდება დიდმარხვას, რომ ეკლესიაში მივიდეს, მაგრამ იცის, ბოროტმა, ეშმაკმა, სიკვდილმა როდის რომელი პერიოდია? ჩვენ ხომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან არავინ იცის, როდის წაგვიყვანს ღმერთი ამქვეყნიდან.
скачать dle 11.3