კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ქალი და მამაკაცი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


ბევრს წერენ იმ განსხვავებებზე, რაც ქალისა და მამაკაცის ქცევებშია. მაგალითად, საინტერესოა, როგორ მოიქცევიან ისინი რთული მორალური დილემის გადაწყვეტის დროს?  
ფსიქოლოგებისთვის საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისთვის რთულია ემოციებზე უარის თქმა, მათ არ შეუძლიათ მხოლოდ გონებით განსაჯონ და იპოვონ უკეთესი გამოსავალი.
 ფსიქოლოგები დაგვიდასტურებენ, რომ ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ემოციებსა და გონებას თითქმის თანაბრად რთავენ.
თუმცა, ორივე მათგანი განიხილავს გადაწყვეტილების პოტენციურ შედეგებს. მაგალითად, ვინ დაზარალდებოდა მათი მოქმედებისა თუ უმოქმედობისგან, როგორ აისახება მათი საქციელი სხვაზე, გარემოცვაზე. თუმცა, მამაკაცებისგან განსხვავებით,   ქალები გაცილებით მეტად ითვალისწინებენ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებებს. ქალს განსაკუთრებით ეძნელება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მორალის ნორმებზე გადაბიჯებას მოითხოვს, თუნდაც ეს სიკეთის მომტანი იყოს.
ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება – სანამ ქალის რომანი არ შედგება საკუთარ თავთან, თითოეული მამაკაცი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოთერაპევტი იქნება. ამიტომ, თუკი ამას თავად კატასტროფად არ აღიქვამს, ქალის დროებით მარტოობაში, არაფერია საშიში. პირიქით, ამას თავისი განვითარებისა და პიროვნული რეალიზებისთვის გამოიყენებს.

როცა  მამაკაცს
  უყვარხარ    


ცნობილია, რომ მამაკაცებს სიტყვებით სიყვარულის გადმოცემა უჭირთ. ამიტომ ურჩევნიათ, მეორე ნახევარს საქციელით მიახვედრონ, რას გრძნობენ. თუმცა ქალბატონებისთვის მათი სურვილებისა და  მინიშნებების ამოცნობა ხშირად მარტივი არ არის. თუ გსურთ, იცოდეთ ნამდვილად უყვარხართ თუ არა თქვენს  რჩეულს, გადახედეთ სიას, ამ ყველაფერს ძალიან შეყვარებული მამაკაცები აკეთებენ:
 * პირველი – შეყვარებული მამაკაცები ყოველთვის ცდილობენ, პარტნიორის გვერდით იყვნენ, მზად არიან დაიცვან საყვარელი ქალი და ამისთვის არც ჩხუბს მოერიდებიან;
* მამაკაცისთვის საყვარელი ქალის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით მის მოსაზრებას  ყურადღებით მოისმენს;
* თუ მამაკაცი ნამდვილად შეყვარებულია, ნებისმიერ საქმეს მიატოვებს და პირველივე დაძახებაზე მისკენ გაეშურება;
* შეყვარებული მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ეჭვები არ აწუხებს და ამიტომ პარტნიორს თავისუფლებას აძლევს;
* ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან სიახლოვეს უძლებს.
დაიხსომეთ ის, რისი ცოდნაც ღირს – სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ.

მათთვის,  ვინც
 ეძებს...


დასაწყისისთვის დაიმახსოვრეთ ჭეშმარიტება: არავის სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავი არ სჭირდება. ვინც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც არის, მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა, მისი ცხოვრება სრულფასოვანია.
არსებობენ ახალგაზრდა, წარმატებული და ლამაზი ქალები, რომლებსაც მეწყვილე ვერ უპოვიათ. მათი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად მაღალი სტანდარტები აქვთ.  გათხოვება უნდათ, მაგრამ მომავალ პარტნიორს ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რეალობა კი მოლოდინებს  უცრუებთ. გონიერ ადამიანებთან სულ  სხვა სიტუაციაა:
* თუ გათხოვება გინდათ, ხვდებით ვინმეს ან, თუნდაც, უკვე ერთად ცხოვრობთ და არაფერი ხდება, აუცილებელია, ჰკითხოთ – უნდა თუ არა ოჯახი და ქორწინება. თუ მამაკაცი ოჯახის შექმნისთვის მზად არ არის, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა დაემშვიდობოთ;
* ნებისმიერი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სახლში ზის და ოჯახსა და ბავშვებს უვლის, უარესობისკენ იცვლება. ბოლოს მამაკაცს მოსწყინდება ასეთ ცოლთან ყოფნა. აქედან გაშორებამდე კი ერთი ნაბიჯია. თან, ვერც საყვედურს იტყვის. ქალმა ხომ თავად მოინდომა სახლში ჯდომა;
* თუ პარტნიორთან ურთიერთობისას დაძაბული ხართ, უბრალოდ, დაშორდით მას. მარტო დარჩენის ნუ შეგეშინდებათ. არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე უარი თქვათ;
* ერთად ან კარგად ხართ, ან უნდა დაშორდეთ. უმჯობესია, ეს მანამდე გააკეთოთ, სანამ სამ ბავშვს გააჩენთ. არ არსებობს მიზეზი, რომლისთვისაც ურთიერთობებში რაიმეს მოთმენა ღირდეს. მთელი ცხოვრება თითის წვერებზე ვერ იდგებით, ხოლო იმედგაცრუება უფრო რთულია. ნამდვილი სახე თავიდანვე  უნდა აჩვენოთ;
* ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ და არა საქმროებში. თუ არ მოგწონს, როგორ გეპყრობათ, ეუბნებით ამის შესახებ და  თუ არაფერი იცვლება – ემშვიდობებით.
თავმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი არ განაგრძობს ურთიერთობას, მასთან ვინც მას პატივს არ სცემს. ის ასეთ ურთიერთობას არც დაიწყებს.скачать dle 11.3