კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რის გამო მოუვიდა კონფლიქტი ბაკურ ბაკურაძეს ედუარდ შევარდნაძესთან და როდის აქვს მას „გაფრენის“ პერიოდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბაკურ ბაკურაძის პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ძალიან კარგი შეფასება და ცალსახად პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა. მხატვრობა ბაკურისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც მთელ მის ცხოვრებას გასდევს, თუმცა საჯაროდ მხოლოდ ახლა გამოიტანა.
ბაკურ ბაკურაძე: მთელი ცხოვრებაა ვხატავ, შინაურებისთვის ეს ახალი ამბავი არაა. უფრო აქტიურად 2010 წლიდან დავიწყე, მაგრამ იცით, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ბრძოლის პერიპეტიები, პარალელურად, ჩემი სხვა საქმეები, ამიტომ დიდ დროს ვერ ვუთმობდი, მაგრამ თავისუფალ დროს ვხატავდი და ნამუშევრები დამიგროვდა. ამ ზაფხულს ერთ-ერთი ნახატი „მზე“ დავასრულე და შეცდომით „ფეისბუქზე“ ავტვირთე. მომენტალურად დაინახა გიორგი კალანდიამ და ერთი ამბავი ატეხა (იცინის). ჩემი აგენტი ნანა ბალავაძე, რომელიც გაყიდვებს განაგებს, გალერისტია და წლებია, მეუბნება, მიჩიჩინებს, გამოფენა გააკეთეო, მაგრამ აქამდე ამაზე მართლა არ ვფიქრობდი, მაგრამ გიორგის რომ შევხვდი, მან დამარწმუნა, რომ აქ მოსარიდებელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ფიგურა ვარ, როცა პირადად მე მეხება საქმე, ხელ-ფეხი მებოჭება, მრცხვენია და ყველაფერზე უარს ვამბობ.
– როცა სხვის „შეფუთვას“ ეხება საქმე, მაშინ...
– აბსოლუტურად შეუვალი ვარ. ბეტონის კედელს გავამტვრევ, მაგრამ, როცა საქმე მე მეხება, სულ ვფიქრობ, რამე ზედმეტი არ მომივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოღვაწეობის თითქმის ყველა მიმართულება ხელოვნებას უკავშირდება და წარუმატებელი პროექტი მართლა არ მახსენდება. თუმცა ყველაფერზე, რაზეც მიმუშავია, პოზიტიურთან ერთად, მცირე დოზით, მაგრამ ნეგატიური შეფასებებიც მიმიღია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცალსახად ძალიან დიდი პოზიტივი მივიღე. როგორც აბობენ, ნახატებიდან ძალიან დადებითი ენერგეტიკა მოდის. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით „არტ პალასს“, სადაც საოცარი სტაფი ჰყავთ, გიორგი კალანდია ხომ ხელით საგოგმანებელი ადამიანია.
– როცა ბევრ ამპლუაში წარმატებულ ადამიანად გიცნობენ, ცოტა არ გეშინოდა, კრახი არ განგეცადა?
– შიში არა, ამ დროს უფრო მორიდებაა, მაგრამ მე თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ვარ, საქმეს ხელს არ მოვკიდებ. მე არ ვარ „ვცადე და არ გამომივიდა“ ტიპი. არის რაღაცები, რასაც ვერ გავაკეთებ და მას არც გავაკეთებ, რამდენჯერმე წაიქცევი და მერე გამოგივა – ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, რომ გითხრათ, გამოფენის წინ ბევრი ვინერვიულე, როგორ მიიღებს მას ხალხი-მეთქი, ტყუილი იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ პოზიტივი იქნებოდა.
– რაც შეეხება ხატვას, პირველი ნაბიჯები რა ასაკს უკავშირდება?
– დაახლოებით ორი წლიდან ვხატავდი სახლებს და ხეებს. ღამე ვხატავდი ხოლმე, ყველა რომ იძინებდა და ძირითადად, ახლაც ასე ვარ. კარგად მახსოვს ის პერიოდი, რადგან მეხსიერება ადრეული ასაკიდან მაქვს. შეიძლება, ბევრს ძალიან გაუკვირდეს, მაგრამ ერთი და ორი თვის ასაკიდან მახსოვს ფრაგმენტები. რამდენიმე სცენა მაქვს მოყოლილი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომლის დროსაც ერთი თვის ვიყავი და შეუძლებელია, მხსომებოდა, მაგრამ ფაქტია, მახსოვს, თან, მათი მონათხრობიც ვერ იქნებოდა, იმდენად დეტალურად აღვწერე ყველაფერი. თუცა, ეს კიდევ ცალკე ამბავია. დავუბრუნდეთ ხატვას, ოჯახში ინტერესი რომ შემატყვეს, სკოლასთან ერთად ათონელის ქუჩაზე სამხატვრო სკოლაში მიმიყვანეს. მერვე კლასში, უკვე კერამიკოსი ვიყავი, როცა პედაგოგთან კონფლიქტი მომივიდა, ეს ის პერიოდი იყო, როცა ქვეყანაში უკვე არეულობა იწყებოდა. თავიდან მიტინგებზე სიარული „შატალოს“ მიზნით დავიწყეთ, მერე გავიზარდეთ და სერიოზულად ჩავებით ამ ამბავში. მოკლედ, არ დამიმთავრებია ეს სკოლა, ათიდან რვა წელი ვისწავლე, მაგრამ
მივხვდი, რომ რაც მაინტერესებდა, ის უკვე ვიცოდი. მერე დიდი ხანი აღარ ვხატავდი. მხოლოდ მოდელებისა და სცენის დეკორის ესკიზებს ვქმნიდი. მერე იყო „გაფრენების“ პერიოდი. ეს ის მომენტია, როცა ბევრი ნახატი იქმნება. მაგალითად, სულ ვამბობ, რომ ახალი წლის მერე „დიდი მდუმარების“ პერიოდია. შოუ-ბიზნესისთვის ახალი წელი ძალიან დატვირთულია, მაგრამ 14 იანვრის მერე მე, პირადად, ორი კვირა შემიძლია დასვენება და ამ დროს ბევრს ვხატავ.
– გარდა ხატვისა, ვისაუბროთ ჟურნალისტიკაზეც, პრინციპში, რითაც დაიწყო კარიერული გზა – ომით და დიდი ხიფათით.
– თავიდან ხიფათი ცოტა გაუაზრებელი იყო, მაგრამ მალე კარგად გავიაზრე. სკოლა ახალი დამთავრებული მაქვს, ომი დაიწყო და გადავწყვიტე, წავსულიყავი. ჩემ გარშემო ყველა მიდიოდა და მე რომ სახლში ვმჯდარიყავი, „ტეხავდა“. მოდი, პირველ რიგში, აქედან დავიწყოთ. მეორე და მთავარი – ქვეყანაში ისეთი მუხტია, სახლში ვერაფრით მოისვენებ. ცეცხლსასროლი არ მიყვარს, თან, გავიგე, რომ ასე, „სკოლის მერხიდან“ წასულების გამო მეომრები დაიხოცნენ, როცა მათ გადარჩენას ცდილობდნენ და ამან უკან დამხია. ვიფიქრე, რისი გაკეთება შემეძლო და გამოვაცხადე, რომ ტელევიზიაში მინდოდა მუშაობის დაწყება. ზაზა დარასელი იყო ჩემი ძმის მეგობარი და მასთან მიმიყვანა. ზაზამ მითხრა, კი ბატონო, დაიწყე მუშაობა, მაგრამ ჩამოყალიბდი, რა გინდაო. მინდა, რომ ომი გავაშუქო-მეთქი, ესე იგი, საინფორმაციოში გინდაო და ასე ჩავერთე ჟურნალისტიკაში. სანამ მე სოხუმამდე ჩავედი, მანამდე ომი დამთავრდა, მაგრამ ომს ვაშუქებდი თბილისიდან. მერე კი უფრო მძიმე პერიოდი წამოვიდა: დევნილების ჩამოსვლა, თბილისის პრობლემები, სერიოზული სახელმწიფო პრობლემები და ასე შემდეგ. მერე მთავარი რედაქტორი წავიდა სამსახურიდან და 20 წლის ასაკში გვიწევდა მთავარი საინფორმაციოს მთავარი რედაქტორის ფუნქციის შეთავსება. ერთი სიტყვის შეცდომით თქმას შეიძლება, ომის განახლება მოჰყოლოდა, ამიტომ ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. იმ პერიოდში ბევრი რამ გამოვიარეთ და გავიზარდეთ ჟურნალისტების ძალიან მაგარი თაობა, რომლებიც დღეს წამყვანი პროდიუსერები არიან თითქმის ყველა არხზე. მერე უკვე დაიწყო შოუ-ბიზნესის თემები, რაიონებში პოლიტიკური შოუებისა და კონცერტების ორგანიზება და წაყვანა.  შემდეგ იყო დილის გასართობი პროგრამა, რადგან შევარდნაძესთან კონფლიქტი მომივიდა და ამიტომ საინფორმაციო გამოშვებიდან წამოვედი.
– ეს კონფლიქტი რას უკავშირდებოდა?
– ძალიან გვიან მომაწოდა შევარდნაძის პრესცენტრმა ინფორმაცია შევარდნაძის ინგლისში ვიზიტთან დაკავშირებით. დავრეკე საშინლად ვეჩხუბე და რადგან მე ეთერში ჩანაწერით გავდიოდი, ამ ინფორმაციის მიბმა სპორტის შემდეგ მომიწია და თავისთავად, ეს განმარტებას საჭიროებდა. ამიტომ ეთერში ვთქვი, რომ პრესცენტრმა ეს ინფორმაცია ძალიან გვიან მომაწოდა. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, შევარდნაძემ დაცოფა ყველა. ჩემთან მოვიდნენ, იცოდნენ, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ძალიან უხერხული და გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც მარტო მე არ მეხებოდა. ეთერში აღარ უნდა დავმჯდარიყავი, არსად მიშვებდნენ, ყველაფერი უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ ცოტა ხნით ეთერს მოვარიდოთო. ალბათ, ახლა დავთანხმდებოდი ამ პირობას, მაგრამ ის სხვანაირი ასაკი იყო. რას ნიშნავს, ეს დასჯა და ეთერს მორიდება, როცა თან, იციან, რომ უდანაშაულო ვარ, საერთოდ კარგად იყოს საინფორმაციო გამოშვება-მეთქი და წამოვედი. იმ პერიოდში ქვეყანაც უფრო დამშვიდებული იყო და დილის გასართობ პროგრამა „დილაში“ დავიწყე მუშაობა.
– მერე მოვიდა დიდი პოლიტიკა.
– მერე მოვიდა სააკაშვილი. მე ვეწინააღმდეგებოდი სააკაშვილს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვარდების რევოლუცია მზადდებოდა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ყველაზე ადრე ხედავდა, რა მოხდებოდა. რანაირად იცოდიო, მეკითხებიან, ვიცოდი და მასთან ბრძოლის მექანიზმს ვეძებდი.
– მრავალფეროვანი საქმიანობიდან რომელია ყველაზე კომფორტული?
– თუ საქმემ დისკომფორტი შემიქმნა, მას რა გამაკეთებინებს? თუმცა, იყო პერიოდი, როცა თავს ზემოთ ძალა არ იყო, საყოველთაო გაჭირვების დროს
ისეთი რამის კეთება გვიწევდა, რაც შეიძლება, არ მოგვწონდა. მაშინ ბევრი საკომისიო მაღაზია გავხსენი: საქონლის მოვლა, ბუღალტერია – პირველად შევეხე ვაჭრობას და ამან დისკომფორტი შემიქმნა. თან, ჩვენ სპეკულანტების ქვეყანაში გავიზარდეთ და ვაჭრობისადმი ცოტა არასასიამოვნო დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა, მე ეს საერთოდ არ „მეგრეხებოდა“, მთელი მსოფლიო ვაჭრობს, ეს უსერიოზულესი ბიზნესია და თან, მაშინ ისეთი მძიმე პერიოდი იყო, ნეტა, ყველას ისე გადაეტანა, როგორც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა.
– დასაწყისში ადრეული ასაკიდან შემორჩენილ მოგონებებზე ვსაუბრობდით და მაინტერესებს, არაცნობიერისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ, სიზმრებთან, წინათგრძნობასთან...
– მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, აბსოლუტურად გაცნობიერებულად. რაღაცებს, რასაც ადამიანები არაცნობიერს ეძახიან, ჩემთვის ასე არ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ნიშნებს სხვა სამყაროდან ვიღებთ. სიზმარიც, წინასწარმეტყველებაც შეიძლება, იყოს მინიშნება როგორც შავი, ისე თეთრი ძალებისგან. ძალიან ხშირად ამხდენია სიზმარი, რამე რომ დამესიზმრება, ზუსტად ვიცი, რა მოჰყვება მას. წლების განმავლობაში მაქვს დაცდილი. აბსოლუტურად ყველაფერს წინათგრძნობით ვწყვეტ. როცა გონების კარნახით ვმოქმედებ, მაგრამ წინათგრძნობა სხვას მეუბნება, ზუსტად ვიცი, რომ წინათგრძნობა აღმოჩნდება მართალი. ადამიანს რომ გავიცნობ, ასი ფუთი მარილის ჭამა საერთოდ არ მჭირდება, ჩემი წინათგრძნობა არასდროს მღალატობს, სახლს რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, ვინ ცხოვრობს იქ. ყოველთვის ასეთი ვიყავი. მაგრამ სიზმარს ყოველთვის არ ვხედავ ან არ მამახსოვრდება. მაგრამ თუ ვხედავ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ვიცი, რომ უნდა გავფრთხილდე.
скачать dle 11.3