კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რა სიგიჟე ჩაიდინა დავით კვირცხალიამ ქალის გამო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: დავითი.
გვარი: კვირცხალია.
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი.
– მოგონებები ბავშვობიდან.
– შვიდ წლამდე თბილისში ვიზრდებოდი, მერე გადავედით სამტრედიაში. საბავშვო ბაღიდან მახსოვს ერთი გოგონა, რომელსაც მწვანეთვლიანი საყურე ეკეთა. რადგან სიბერეშიც მაქვს ეს შემორჩენილი, ალბათ, მიყვარდა კიდეც (იცინის). ასევე, კარგად მახსოვს, როცა მამამ პირველად წამიყვანა სათევზაოდ და პირველი თევზი – ლოქო დავიჭირე. მას მერე თევზაობა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობად იქცა – მისი მოტრფიალე ვარ.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესია?
– ყველასთვის გასაკვირი იყო, როცა მსახიობობა გადავწყვიტე. ეს პროფესია შთამომავლობით არ გადმომცემია, ანუ ჩემი ოჯახიდან არავინ იყო მსახიობი და ბევრი სირთულე შემხვდა. ინტელიგენტი და განათლებული მშობლები მყავდა – პედაგოგები იყვნენ. მოულოდნელი იყო მათთვის ჩემი განაცხადი, რადგან ტექნიკურ საგნებში მამზადებდნენ – უნდოდათ, ფიზიკოსი ვყოფილიყავი. ჩემი ძმადნაფიცი გამოკვეთილად ფიზიკოსი იყო და ამ გზას მეც მასთან ერთად უნდა გავყოლოდი. ერთხელ რუსთაველის თეატრში რობიკო სტურუას დადგმული უცნაური სპექტაკლი – „მზიანი ღამე“ ვნახე. ჩემი ფანტაზია ფიზიკოსობაზე ამით დამთავრდა. ამას წინაპირობაც ჰქონდა, სკოლის ასაკში ოლიმპიადებზე ლექსებს მაკითხებდნენ – მხატვრული კითხვა მეხერხებოდა და სცენაზე პატარა ტაშს მიჩვეული ვიყავი. მთავარი იყო მშობლებისთვის დამესაბუთებინა, რატომ მინდოდა მსახიობობა. მათ ვუთხარი: ფიზიკოსობის შემთხვევაში რაღაცას გავყიდი, რაღაცას მოვიპარავ და ასე ვიცხოვრებ, მე კი მინდა, პატიოსანი მოქალაქე ვიყო, შემოსავლების მიუხედავად-მეთქი. გაჭრა ჩემმა პასუხმა და ასე გადაწყდა ჩემი პროფესიის შეცვლის ამბავი. როცა ჩავაბარე, მაშინ დავთვერი პირველად – ეს იყო გამარჯვება საკუთარ თავთან.
– პროფესიული ჩვევა გაქვთ?
– ყოველთვის მივდივარ თავის დროზე, არასოდეს ვაგვიანებ. შეიძლება, სპექტაკლში 15-20 კაცი იყოს დაკავებული და დაგვიანებით მათაც აიძულებ, რომ შენ გელოდონ, ამიტომ არ ვაგვიანებ. ახალგაზრდობაში ისეთ დასთან მიწვედა მუშაობა, იქ დაგვიანებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ახლა, თითქოს, ყველა ერთად დავბერდით. რობიკო სტურუა, თუ ოდესმე დაბერდებოდა, არ მეგონა. მისი აზროვნება ყოველთვის უსწრებდა თითოეული ჩვენგანისას.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს, როცა მეკითხებიან, რატომ არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე.  მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ სადაც არ ვარ, არ ვთვლი თავს უფლებამოსილად იმ საქმეზე ვილაპარაკო. თუ ადამიანებს რაღაც საქმე არ გამოსდით, მეეჭვება ეს მათი სურვილით იყოს გამოწვეული. მთელი ჩემი თაობა მირბოდა, რომ რაღაც შეეცვალა, მერე ერთ-ორ წელში მობეზრდებოდა და კიდევ ახლისკენ მიიწევდა. თითს ვერავის დავუქნევ. ასე ლაპარაკი მარტივია, აბა, მის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი, როგორი რთულია. ეს მაღიზიანებს. შეიძლება, ჩემი ასაკიდან გამომდინარეც არის. მეკითხებიან ხოლმე, არავისტი ხარ? რატომ უნდა ვიყო ვინმესტი?! მე კულტურის მუშაკი ვარ.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია პატარების გამო. ოცდამეერთე საუკუნემ ბევრი გაუგებარი სვლა შემოგვთავაზა და არ მგონია, რომ ამ გამოწვევებს ჩვენ პატარა თაობას მზად დავახვედრებთ. მსოფლიო არის არეულ-დარეული და ძალიან მეშინია, რომ ვინმემ ჩვენი ულამაზესი ბავშვები არ აგვიტიროს. ეს არის ჩემი საფიქრალი.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– სამშობლოს ღალატის პატიება არ შეიძლება. გააჩნია, თავად პატიება რას გულისხმობს, აპატიო და შური იძიო, ეს არ მწამს. თუ სამაგიეროს კეთილი საქმით გადაუხდი და მისი ქმედების უარყოფით მხარეს დაანახვებ, მაშინ – კი, ბატონო. ყველას  გვიკეთია ჯვარი, მაგრამ მაინც ვცოდავთ. ჩვენი ქვეყანა ასი ათასი მოწამის პატრონია და უფრო მეტი მოგვეთხოვება. გააჩნია, რა ცოდვას ჩაიდენს ადამიანი – იუდას პატიება არ შეიძლება.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა რეალობას ემთხვევა. როცა სიზმარში კბილი მძვრება, ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდება – ვიღაც გარდაიცვლება. არ ვიცი, ეს შთაგონებაა, თუ რა, მაგრამ ემთხვევა. თუმცა, ახლა ისეთ ასაკში ვარ, ხშირად ხდება ცუდი ამბავი, კბილი არაფერ შუაშია (იცინის). იშვიათად ვხედავ სიზმარს, თან, ძალიან ცოტა მძინავს – 4-5 საათი.
– როდის ყვირით?
– ყველაფერზე. ასაკთან ერთად უფრო ჯაჯღანა გავხდი. როცა შვილიშვილები და თან, ქალიშვილები გყავს, უნდა იყვირო (იცინის).
– სიყვარული – ეს არის...
– ეს არის ბედნიერება. ყველას არ ეწვევა. შეიძლება, ბარათაშვილზე მეტი იცხოვრო, მაგრამ ვერც გაიგო, რა გრძნობაა. ეს ნიჭია. სიყვარული არ არის მშიშრების საქმე, მას ბრძოლა და დამსახურება უნდა. მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჩვენი ქორწინება ისედაც გადაწყვეტილი იყო, სულ ერთად ვიყავით.
– სიყვარულს წესები აქვს?
– კი, აუცილებლად. პირველ რიგში, „სჯობს საყვარელსა უჩვენე, საქმენი საგმირონია“. ეს აუცილებელია. არავის უყვარს „თვალებჭუტალა“, წყნარი ადამიანი. შეყვარებულ ადამიანს ისედაც ეტყობა – როგორც მჭრელი და ბლაგვი დანა, ისეა.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– სიყვარული ვნების გარეშე არ არსებობს, თუმცა ვნება შეიძლება, არსებობდეს სიყვარულის გარეშე. ვნება ინსტინქტებთან არის დაკავშირებული. ინსტინქტი კი არ გვეკითხება, როდის იჩენს თავს.
– ქალის გამო სიგიჟე ჩაგიდენიათ?
– კი, როგორ არა. მესამე სართულზე ავედი ფანჯრიდან, მცენარე ადიოდა – „ლიანა“ და მას ავყევი. ბათუმში გასტროლებზე ვიყავით და პანსიონატ „ბათუმში“ ვცხოვრობდით. ბოლო სართულზე უცხოები იყვნენ განთავსებული და დანარჩენი ნაწილი ჩვენ გვქონდა დაკავებული. გივი სიხარულიძემ მითხრა, მესამე სართულზე თუ აუტან ყვავილებს გოგოსო. მაშინ რომეო და ჯულიეტას ვთამაშობდი და როგორ ვეტყოდი უარს. ავყევი ამ მცენარეს, გავიარე ერთი სართული, მეორე და მივედი მესამე სართულამდე. შევდგი ფეხი ოთახში და ვხედავ ლოგინში კაკო ბაქრაძე წევს, ჩემი დირექტორი, „ცისკარი“ უჭირავს  ხელში და კითხულობს, ჩამოწია ეს გაზეთი. უკან გაბრუნება დავაპირე და შემაჩერა, მითხრა: არ წახვიდე, არ გადავარდე, გადმოდი. შენ რომ მიდიხარ, ისინი გვერდზე არიანო და თვალით მანიშნა (იცინის). ახალგაზრდას რომ ჭკუა არ მოეკითხება...
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას როგორ დავამარცხებდით?
– ეს ორი ისეთი მცნებაა, რომ უერთმანეთოდ არ არსებობს. ვიდრე კაცობრიობას ცხოვრება და მომავალი უწერია, ეს ორი ყოველთვის დაპირისპირებული იქნება. მთავარია, ადამიანები რომელ გზას აირჩევენ. სამწუხაროდ, ბოროტება სიცოცხლეს იხანგრძლივებს და მაშინ ხდება ყველაზე დიდი კატაკლიზმები მსოფლიოში. გააჩნია, ვისთვის რა არის სიკეთე და რა – ბოროტება.  შაჰ-აბასის საფლავი დღესაც დიდებით არის მოცული, ჩვენთვის კი საზარელი მტერი იყო და იმდენი ცოდვა არავის დაუტრიალებია საქართველოში, რაც მან გააკეთა.
– რისკიანი ხართ?
– არა. ეს არის ჩემი ნაკლი. ეტყობა, გამოწვევაც არ მქონდა ისეთი, რომ გამერისკა. ადამიანი, რომელსაც არ გაურისკავს, დიდ საქმეებზე ვერ ილაპარაკებს. თუ შენ გეშინია ტკივილის, ვერ იქნები კარგი მოკრივე. რისკი დიდ ადამიანებს ახასიათებთ –  გაურისკავთ და შედეგიც მიუღიათ. მე არ ვარ რაინდი (იცინის).
– რთულია თქვენთან ურთიერთობა?
– მე მგონი, არა. ვამაყობ ჩემი საძმაკაცოთი. ჩვენი მეგობრობა 60 წელს ითვლის. ერთმანეთის გარეშე როგორ უნდა ვიყოთ, ვერ წარმოგვიდგენია.
– რა არის ცოდვა?
– ყველაზე დიდი ცოდვაა, როცა ადამიანი ჩადიხარ იმას, რაც არ ყოფილა. ანუ, ტყუილი. ცოდავაა მართალ ადამიანს დააბრალო და აიძულო რამის გაკეთება. ცოდვაა, როცა შენი კეთილდღეობისთვის მიდიხარ კომპრომისზე. თავადაც მქონია მსგავსი შემთხვევა და ცოდვილი ვარ. თუმცა, ექიმი არ უნდა წავიდეს კომპრომისზე –  სიცოცხლე არ უნდა დაღუპო საკუთარი თავის გამო.
– ბედისწერის გჯერათ?
– დილით რომ ავდგები, შავი კატის არ მეშინია, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცები ემთხვევა. დიდი ხნის წინ ქალაქგარეთ დაკრძალვაზე ვიყავი. გარემოებამ მოითხოვა  და უკან იმავე მანქანით არ დავბრუნდი. ეს მანქანა ავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, თუმცა მძიმედ დაშავდნენ. ალბათ, ეს იყო ბედი, იქ რომ არ ჩავჯექი. მაშინ გავიფიქრე, რომ ღმერთმა გადამარჩინა.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. როცა ვიგრძნობ, რომ უტაქტოდ მოვიქეცი, აუცილებლად ვიხდი ბოდიშს. ემოციურ ფონზე, უცებ წამოვენთები ხოლმე. წამომცდება რამე და მერე ვეტყვი, არ გეწყინოს, ბოდიში, ასე არ უნდა მეთქვა-მეთქი.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ. კაცი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ გვერდს თავისი გულისსწორი არ დაუმშვენებს. საერთოდ, ქალბატონების თაყვანისმცემელი ვარ. ჩემთვის სილამაზის, სინატიფის, სინაზის, სიყვარულის ეტალონები არიან.
– რჩევა, რომელიც გახსოვთ?
– მამამ მითხრა ერთხელ: ისეთ რთულ საქმეზე მიდიხარ, ვინმეს ფეხი არ დაუდოო. ეს ყოველთვის მახსოვს.
– რას აფუჭებთ?
– შეიძლება, ხშირად ისეთი რამის მიმტევებლი ვარ, რაც არ უნდა მიუტევო ადამიანს. სუბიექტური ხალხი არ მიყვარს, მაშინ სიმართლე ყოველთვის შენს მხარეს არის. ეს კომპიუტერში ნარდის თამაშს ჰგავს – სულ რომ შენ იგებ.
скачать dle 11.3