კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ დაუბრუნდა მარიკო ლეჟავა პირველ სიყვარულს და რის გამო ლანძღავენ მას ქალები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„საქართველოს ვარსკვლავში“ მომღერალმა მარიკო ლეჟავამ ორი ახალი ამპლუა მოირგო – წამყვანისა და მუსიკალური პროდიუსერის. როგორ ართმევს თავს თითოეულ მათგანს, რა ისწავლა კონკურსანტობიდან დღემდე და რა შეიცვალა მის კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიკო ლეჟავა: „საქართველოს ვარსკვლავი“ ჩემთვის რიგითი პროექტი არ არის. ზუსტად ექვსი წლის წინ, მეც ვმონაწილეობდი მასში და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. თავდაჯერებულობა გამიზარდა და ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა. დღეს, როცა მასში მუსიკალური პროდიუსერის სტატუსით ვარ ჩართული, ძალიან კარგად მესმის კონკურსანტების, რადგან ეს ყველაფერი მე უკვე გამოვლილი მაქვს. ვცდილობ, ისე მოვექცე, როგორც მე მომინდებოდა, რომ მომქცეოდნენ. ასე თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ.
– მუსიკალურ პროდიუსერობასთან ერთად, წამყვანიც ხარ.
– არავითარ შემთხვევაში არ ვარ წამყვანი (იცინის). ერთი წლის წინ მოვირგე პირველად ეს აპლუა და ალბათ, ცოტათი მოეწონათ, მაგრამ წამყვანობა ძალიან ხმამაღლა ჟღერს. თან, ძალიან ვნერვიულობდი, პირდაპირ ეთერში გამოცდილების გარეშე ამ ამპლუის მორგება რთულია, თუმცა უკვე მივხვდი „მუღამს“ და ჩემთვის ახლა უკვე შედარებით მარტივია.
– დიდი ხანი არაა, რაც თავად კონკურსანტი იყავი. მუსიკალური პროდიუსერობა არ გაგიჭირდა?
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრეს პროდიუსერებმა. მანანა მორჩილაძემ და სოფო ტოროშელიძემ გააჟღერეს ეს ამბავი და გავოგნდი. სანამ უშუალოდ პროცესში ჩავერთვებოდი, ძალიან არა, მაგრამ მარტივი მეჩვენებოდა, ასე რთული თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდი. იმიტომ კი არა, რომ მე რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ, უბრალოდ, მინდა, ყველაფერი ძალიან მაგრად იყოს. ამაში დიდ ენერგიას ვდებ და მერე ზუსტად ისე რომ არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა, ძალიან ვღელავ. ჩემი ჩართვა როგორც კი მორჩება, მაშინვე დაბლა ჩამოვდივარ და კონკურსს ვუყურებ. არცერთის გამოსვლა არ გამომიტოვებია, ყველა კონკურსანტმა იცის, სადაც ვზივარ და თვითონაც მიყურებენ ხოლმე. მათ რომ ვუსმენ. მთელი სხეული მიკანკალებს
– ბუნებრივია, შოუებისთვის გარეგნობაზე განსაკუთრებით ზრუნავ, ექსპერიმენტიც ჩაატარე თმაზე.
– დაახლოებით ჩვიდმეტი წლიდან დავიწყე გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება და ოცი წლის ასაკში დავასრულე. ძალიან მტკიცედ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი ისეთივე შავგვრემანი, როგორიც დავიბადე, აღარც ტატუ გამეკეთებინა და არც პირსინგი. მაგრამ ერთ დღესაც ვიფიქრე, რომ არაფერი დაშავდებოდა ტატუს თუ გავიკეთებდი და გავიკეთე, მერე პირსინგი მომინდა, ეგეც გავიკეთე. თმა ხელშეუხებელი იყო, მაგრამ ორი კვირის წინ უცებ ტვინში დამარტყა, წითელი თმა ხომ არ მომიხდება-მეთქი... მეორე დილით წავედი და ჩემი შავი, კუპრივით ნალოლიავები, აბრეშუმის თმაზე „სუპრა“ დავიდე და წითლად შევიღებე. ძალიან კარგი ფერი გამოვიდა, ზუსტად ის, რაც მინდოდა, მაგრამ, ალბათ, ცოტა ღია ფერის გოგოს მოუხდებოდა. მე არაბუნებრივად მქონდა, თან დავარცხნისა და მაკიაჟის გარეშე – „აბა, ოცი თეთრი პეტრუშკა, ოცი თეთრი კამა“ გოგო ვიყავი (იცინის). ტვინში სისხლი ჩამექცა, ეს როგორ უნდა გავიჩერო თავზე-მეთქი, გავიქეცი კიდევ სხვა სტილისტ მეგობართან, პირველთან სირცხვილით ვეღარ მივედი (იცინის), თორმეტ საათზე მივადექი და სამი დღე ვიღებავდი ჩემს ფერზე რომ დამებრუნებინა. არადა, სასწაულად ვუვლიდი თმას და არ ვიცი რამ გამაგიჟა, ასე აღარასდროს მოვიქცევი (იცინის).
– დადებითი შეფასებები არ გვინდა, აქ რომ ხარ, ყველაფერზე მეტყველებს. უარყოფითი შეფასებები მაინტერესებს, რომელიც შენს ამ ამპლუაში გამოჩენას მოჰყვა.
– ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვიზუალთან დაკავშირებით სულ ქალები მლანძღავენ. მე ჩემი გემოვნება და ჩაცმის სტილი მაქვს, რომელიც შეიძლება, შენ არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას, პოსტი მომიძღვნა და მლანძღო, როგორი უგემოვნო ვარ. ჯანდაბას, ეგ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ გადავლახე, როცა პროექტში პირველად გამოვედი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ჩემგან რა უნდოდათ. მერე მივეჩვიე და ახლა, როცა სრულიად უცნობი ადამიანებისგან მოდის ნეგატივი, ნულს ქვემოთ რეაქცია მაქვს. არ ვიცი, სად გაიგეს, რომ ლ-ს ვარბილებ, ესეც ამოვიკითხე და კიდევ წერდნენ, საიდან მოიტანეთ მარიკო ლეჟავას პედაგოგობაო? თავს არ ვდებ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ვარ, პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამ და ძალიან ბედნიერი ვარ. ალბათ, 83 წლის უნდა ვიყო, ბეჭებზე „კარაკულის“ შუბამოსხმული და მხოლოდ მაშინ მექნება სწავლების უფლება. რეალურად, ამ ადამიანებს მე არაფერს ვასწავლი, უბრალოდ, რჩევას ვაძლევ, ისეთი ნიჭიერები არიან, რა უნდა ვასწავლო?! ნამდვილად არ ვპროფესორობ. გვაცადეთ, ბატონო, ალბათ, ოდესმე გავხდები ამ ხალხის მოსაწონი (იცინის). რატომღაც ყველას ძალიან ბოროტი და სწერვა ვგონივარ, ვისაც თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. ყველაფერი შეგიძლია თქვა ჩემზე, ამის გარდა. თუ რამე საშინელება არ გამიკეთე, გამორიცხულია, შენზე რამე ცუდი ვთქვა. თან, ამტკიცებენ ხოლმე, ეს ისეთი ცუდი გოგოაო... მაგრამ გულწრფელად არ მანაღვლებს მსგავსი კომენტარები, თუ მხოლოდ ნეგატივს ხედავენ, გაუმარჯოთ თავის ცხოვრებაში, მე ჩემს გზას გავაგრძელებ.
– როგორ შეიცვალა მარიკო ამ წლების განმავლობაში?
– ძალიან გავიზარდე. სხვა მხრიდან დავინახე ჩემი პროფესია, დავიწყე მუსიკის სხვანაირად მოსმენა და აღქმა. აღარ ვარ ძველებურად მიმნდობი და მიამიტი. ძველებურად მძაფრად აღარ მიმაქვს გულთან ყველაფერი, შესაბამისად, ისე აღარ მტკივა, როგორც ადრე.
– რამდენად ძლიერი გოგო ხარ?
– ძალიან ძლიერი. რთული პერიოდი პირადშიც მქონია და კარიერაშიც. ბევრი არასწორად მომქცევია, რაც ჩემგან გამომდინარეობს ხოლმე. მე ყველა ურთიერთობაში ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ მერე მივხვდი, ადამიანს ის არ უნდა მოსთხოვო, რასაც შენ გასცემ. რადგან შენ ხარ ერთგული, ეს არ ნიშნავს, რომ ისიც ასეთი უნდა იყოს, ამიტომ დიდი მოლოდინი არ მაქვს.
– სად უფრო მტკივნეულია ღალატი, პირადში თუ კარიერაში?
– კარიერაში. ჩემთვის მუსიკა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და როცა რაღაცას ძალიან დიდი მონდომებით ვაკეთებ და ეს ყველაფერი ისე ინგრევა, თითქოს არაფერი გამიკეთებია, ახლის გაკეთების სურვილი მიქრება, ყველაფრის უნარს ვკარგავ. ცოტა ხნის წინ მყავდა ბენდი, რომელიც ძალიან არასწორად მომექცა. ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით, მაგრამ რაღაცები არ მითხრეს, რაზეც ისე გავოგნდი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარც სიმღერა მინდოდა, მოსმენითაც კი აღარაფერს ვუსმენდი, სრულიად უემოციო გავხდი.
– შენს შეცდომად რა მიგაჩნია, რას ნანობ შენი გადადგმული ნაბიჯებიდან?
– თავის დროზე პირად ურთიერთობაში შემეძლო რაღაცის შეცვლა, რაც ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. მერე კი შევცვალე, მაგრამ, უფრო ადრე რომ ასე მოვქცეულიყავი, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. ეს წარსული ისტორიაა, ახლა ყველაფერი მშვენივრად არის. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გვერდით კარგი ადამიანი მყავს.
– როგორც ვიცი, საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ.
– ის ადამიანი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში... რეალურად ეს უფრო დიდი ხანია, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ადამიანი იყო ჩემი პირველი შეყვარებული, როცა თოთხმეტი წლის ვიყავი. მალევე დავიშალეთ, წლების შემდეგ ქუჩაში შემხვდა, გამოველაპარაკეთ და მეგობრობა დავიწყეთ. მერე ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით დავკავდით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვცდილობდით, ჩვენი ურთიერთობა რაღაცას დამსგავსებოდა, მაგრამ ისევ და ისევ ჩემი მიზეზით არ გამოვიდა. წეღან რომ ვთქვი, ვერ შევცვალე დროულად-მეთქი, ჩემი ბრალი იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ახლა ასე აღარაა. მოვახერხე პრიორიტეტების დალაგება, რა მიღირდა და რა არა, ახლა უკვე მესამე თვეა, ოფიციალურად და სტაბილურად ვართ ერთად. ცხრა წელია, ამ ადამიანს ვიცნობ, უზომოდ მიყვარს და მასთან ერთად ყოფნა ძალიან დიდი კომფორტია.
скачать dle 11.3