№10 სხარტულები
* მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში ცვლილებაა – სემირამიდას დაკიდებულ ბაღებს საქართველოს მთავრობისგან დაკიდებული მოსახლეობა ჩაანაცვლებს.
* ჩხუბი ვარ, მთვრალი მინდა!
* ტიპი ისეთი ჯანსაღი იყო, ცხოვრების წესი მისდევდა.
* იცით, რატომ არის რვა მარტი ქალთა დღე? იმიტომ, რომ ქალი მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
* უფასო ექიმს ვერაფრით დაუმტკიცებ, რომ ავად ხარ, ხოლო ფასიან ექიმს – რომ ჯანმრთელი ხარ.
* ეშმაკმა გია ჯაჯანიძის შოუს უყუირა და ლოცვა დაიწყო.
* განცხადება:
ვიბარებთ აღსარებას!
„რუსთავი 2“