№10 ანეკდოტები
„მარშუტკაში“ გოგოს კალთაში უზის კატა, ზურგზე ხელს უსვამს და ეფერება! მოპირდაპირედ მჯდომი ბიჭი:
– როგორ მინდა, ახლა ამ კატის ადგილას მე ვიყო!
– რაღაც არა მგონია, მოგინდეს – ვეტერინართან მიმყავს კასტრაციაზე...
***
მეგრელი ტაქსაობს. მგზავრი ქალია. მძღოლმა წითელ შუქნიშანზე გაიარა და კინაღამ ავარია მოახდინა. ქალი გაწიწმატდა:
– რა უბედურებაა ეს? თუ შეიძლება, ცოტა წინდახედულად, სახლში რვა შვილი მელოდება!
– ხოხ! ვინ მელაპარაკება წინდახედულობაზე?!
***
ჭიჭიკიამ ძაღლების ჩხუბზე ტაქსა გაიყვანა. გამოუყვანეს მეცხვარე ძაღლი და ტაქსამ შეჭამა. გამოუყვანეს პიტბული – შეჭამა. ტიპი ეუბნება, 500 ლარს მოგცემ და ეგ ტაქსა მომყიდეო.
ჭიჭიკია: შე ჩემა, 500 ლარი მარტო ამის პლასტიკური დამიჯდა – გადაჭრილი „კრაკადილია“!
***
გურული და მეგრელი ნარდს თამაშობენ. გააგორებს გურული და დასვამს დუშაშს. გააგორებს მეგრელი და დუ იაქე. გააგორებს გურული და ისევ დუშაშს დასვამს. მეგრელი გაბრაზდება და გადაირევა.
– რატომ ბრაზდები, ძამა? – ამშვიდებს გურული, – სექსი ხომ არ არის, ორივემ ვისიამოვნოთ?