კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ხოცავდა ქმრებს ქონებაზე მონადირე ქალი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

უფროსი ძმა
შავებით შემოსილმა ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალმა კარი გააღო და ზღურბლზე მდგომი ორმოციოდე წლის მამაკაცი დაინახა, რომელმაც მას ჰკითხა:
– ვიოლეტა კიკნაძე ბრძანდებით?
– დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით? – კითხვა დაუბრუნა ქალმა.
– სევას უფროსი ძმა ვარ, – აკაკი.
– ჩემი გარდაცვლილი მეუღლის?
– დიახ.
ქალმა უცნობი მამაკაცი შეათვალიერა და უთხრა:
– სევიკოს არასოდეს უთქვამს, რომ ძმა ჰყავდა.
– თუ სახლში შემომიშვებთ, ყველაფერს აგიხსნით.
– მობრძანდით, – შეიპატიჟა დიასახლისმა ახალმოსული.
აკაკი კოხრეიძე სავარძელში ჩაეშვა და მოწევის ნებართვა ითხოვა. გააბოლა და ქალს უთხრა:
– ვიოლეტა, ძვირფასო, მე, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოებული პიროვნება ვარ. სევამ ეს იცოდა და ამიტომ არავისთან ამხელდა, რომ უფროსი ძმა ჰყავდა. სწორედ ჩემი ასეთი სტატუსის გამო ვერ მოვახერხე დასაფლავებაზე დასწრება. მხოლოდ გუშინწინ შევიტყვე ეს ამბავი და ორიოდე საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში. მომიყევით, რა შეემთხვა სევას.
– ეჰ, მოსაყოლი არც არაფერია. სევიკო სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. საკმაოდ განერვიულებული იყო. რომ ვკითხე, რა სჭირდა, არაფერიო, მიპასუხა. შემდეგ ვახშამი გავუმზადე და ტუალეტში გავედი. უკან რომ დავბრუნდი, იატაკზე იწვა და უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოს ექიმმა თქვა, ინფარქტიაო. იგივე დასკვნა დადო პათანატომმაც. აი, სულ ესაა. აღარ მყავს ჩემი სევიკო და არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე.
36 წლის სევასტი კოხრეიძე ცენტრალური გაზეთის რედაქტორის მოადგილე იყო. მან ვიოლეტა კიკნაძე ერთი წლის წინ შეირთო ცოლად, მას მერე, რაც პირველი ცოლი გარდაეცვალა. 41 წლის აკაკი კოხრეიძე კი მზვერავი არალეგალი იყო. შეერთებულ შტატებში 8 წელი იმუშავა და სწორედ მაშინ დააბრუნეს სამშობლოში, რათა შპიონაჟისთვის არ დაეპატიმრებინათ. აკაკი კოხრეიძე გვიან წამოვიდა ძმის ბინიდან და მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაატარა, თუ რა შეიძლება, დამართნოდა მის უმცროს ძმას, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
მეტსახელად „ბაცაცა“
აკაკი კოხრეიძე უშიშროების პოდპოლკოვნიკი, გამოცდილი მზვერავი იყო და ვერავინ ვერაფერს გამოაპარებდა. მან თავის რძალში ეჭვი შეიტანა და დარწმუნებული იყო, რომ რაღაცას უმალავდა. ამიტომ ფარული გამოძიება დაიწყო. პარალელურად კი, თავის მეგობარს „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში რძლის საპასპორტო მონაცემების გადამოწმება სთხოვა. აკაკიმ, პირველ რიგში, სევასტის კოლეგები გამოჰკითხა და დარწმუნდა, რომ მისი ძმის სამსახურში ყველაფერი კარგად მიდიოდა, კონფლიქტიც არავისთან ჰქონია. მან თითქმის წუთობრივი სიზუსტით აღადგინა ძმის გარდაცვალების დღე და აბსოლუტურად დარწმუნდა, რომ მისი ძმა შინ ცუდ ხასიათზე არ დაბრუნებულა და რძალი – ვიოლეტა კიკნაძე იტყუებოდა. მეორეც, სევასტი კოხრეიძე გარდაცვალების ღამეს ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით უნდა გამგზავრებულიყო და ეს ფაქტი ვიოლეტას რომ არ სცოდნოდა, გამორიცხული იყო. ქალმა კი ამის შესახებ აკაკის არაფერი უთხრა, რაც ერთობ საეჭვო იყო. ყველაფერ ამასთან, მზვერავის გამოცდილმა თვალმა და ინტუიციამ ქალის ხმასა და მოქმედებაში სიყალბე შენიშნა და ფიქრობდა, რომ რაღაც დაფარულთან, საიდუმლოსთან ჰქონდა საქმე. საიდუმლოების ამოხსნა კი „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკის პროფესია იყო და სწორედ ამიტომ შეუდგა რძლის პიროვნებისა და საქმიანობის ფარულ გამოძიებას. საკუთარი ეჭვის პირველი დასტური პოდპოლკოვნიკმა მაშინ მიიღო, როდესაც გაირკვა, რომ ვიოლეტა კიკნაძე, სინამდვილეში, გარდაცვლილი იყო. ეს პიროვნება ორჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის. „შავ სამყაროში“ კი მას მეტსახელად „ბაცაცას“ ეძახდნენ...
შენიღბული ეშმაკი
აშკარა იყო, რომ კაკო კოხრეიძის ქვრივი რძალი სულ სხვა პიროვნება იყო. რაღაც საიდუმლოს მალავდა და კრიმინალთან იყო შეხებაში. ამიტომ, პოდპოლკოვნიკმა უკვე ოფიციალურად, თუმცა ფარულად, გამოძიებაში „კაგებე“ ჩართო. ქალის პიროვნების დადგენა უკვე ფოტოსურათებით ხორციელდებოდა. პირველ ეტაპზე გაირკვა, რომ ვიოლეტა კიკნაძის საბუთებით 37 წლის ოფელია ბუზალაძე სარგებლობდა. ქალი ქურდობისთვის ერთხელ იყო ნასამართლევი და ყველაზე დიდ ინტერესს კი ის იწვევდა, რომ ბუზალაძე სხვადასხვა გვარით ოთხჯერ იყო გათხოვილი, ოთხჯერვე შეძლებულ მამაკაცზე, ოთხჯერვე მისი ქმრები მოულოდნელად გარდაიცვალნენ და, რაც მთავარია, ოთხჯერვე გარდაცვლილი ქმრის ქონება ოფელია ბუზალაძეს დარჩა. ქალი უძრავ-მოძრავ ქონებას (იგულისხმება ბინა და სხვა მატერიალური ფასეულობა) მალევე ყიდდა და საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა. ოფელიას წინა სამი მეუღლე მოსკოვის, კიევისა და კიშინიოვის მკვიდრები იყვნენ, სევასტი კოხრეიძე კი – თბილისელი. „კაგებეს“ ქალის დაპატიმრების უკვე საკმარისი საფუძველი ჰქონდა, რადგან სხვისი საბუთებით სარგებლობა  მძიმე დანაშაული იყო. ამიტომ, ქალს ბინაში მიადგნენ. მათ შორის იყო კაკო  კოხრეიძეც. მას მერე, რაც მოკვლეული მასალა წინ დაუდეს, მაზლმა რძალს უთხრა:
– თავადვე მოუყვები შენს შავ-ბნელ საქმეებს და დანაშაულს აღიარებ თუ ჩვენ გითხრათ?
ქალი გაფითრდა და უშიშროების თანამშრომლებს მოუყვა, რომ ოთხივე ქმარი კალიუმციანიდით მოწამლა, რომელიც ორგანიზმში კვალს არ ტოვებს. წინა სამი ქმრის ქონება ფულად აქცია. სევასტი კოხრეიძის მკვლელობის შემდეგ კი თბილისში დამკვიდრებას აპირებდა. გამწარებულმა კაკო კოხრეიძემ ქალს „შენიღბული ეშმაკი“ უწოდა, შემდეგ კი ტაბელური იარაღით იქვე გაუხვრიტა შუბლი.
скачать dle 11.3