კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რა მაგიური ძალა აქვს ქარის ენერგეტიკას

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

სამყარო – ენერგიის ამოუწურავი საბადო, რომელიც უწყვეტ ტალღებად ცირკულირებს და სიცოცხლეს სძენს ყოველ არსებულს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ ფენომენზე, მის მაგიურ ძალაზე და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს, რადგან უენერგიოდ ანუ ძალაგამოცლილი ვერავინ და ვერაფერი გაძლებს. ამ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონისთვის მეტად აქტუალურ მოვლენას, ქარს შევეხებით. მიუხედავად იმ არცთუ სასიამოვნო შედეგებისა, მის შემოტევას რომ მოჰყვება – ნგრევა, მტვრევა, მსხვრევა და მსგავსი, რაც თვალნათლივ ვნახეთ, შორს რომ არ წავიდეთ, სულ ახლახან ჩვენს დედაქალაქში, ქარი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი, ასევე ძლიერი მაშველი ძალა ყოფილა ადამიანისთვის. თუ რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ქარის მაგიური ენერგეტიკის ძალა ჩვენს სასარგებლოდ, ამაში გაგვარკვევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი ბ.
– ქარი რომ ძლიერი ენერგიაა, საკამათო არ არის. ყველას გვინახავს ტელევიზიით ამერიკის ცნობილი ქარბუქებისას ცაში მოფრიალე ძროხებიც კი, მაგრამ ეს სასარგებლო როგორ უნდა იყოს ჩვენთვის, ვერ წარმომიდგენია...
– ყველამ იცის, რომ მთელი ჩვენი სამყარო ენერგიაა. ენერგია კი არ შეიძლება, გაჩერდეს ერთ ადგილზე – ის სულ გადაადგილდება, მუდმივ მოქმედებაშია, ქარი კი სწორედ ენერგიის მოქმედების ძალაა. სუსტი ქარი – ენერგიის სუსტი მოქმედებაა. რაც უფრო ძლიერია ქარი, მით უფრო მძაფრია ამ ენერგიის აღქმა. მაგალითად, მაგიური რიტუალის ჩატარებისას შეიძლება, ძალიან გაძლიერდეს ქარი და რაც მეტ სისწრაფეს აკრეფს, ეს ნიშნავს, რომ მით მეტი სიძლიერის ენერგიის ამოქმედება შეძელით.
– რა შეიძლება, შეგვმატოს ქარის ენერგიამ და ყოველთვის ერთნაირია შედეგი?
– ეს საკმაოდ მოცულობითი თემაა და ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებას ეხება. რას ნიშნავს ეს? – ქარს აქვს რვა მიმართულება და თითოეული მათგანი თავისი ენერგეტიკული ვექტორით მოქმედებს ადამიანზე. ამ რვა მიმართულებიდან ოთხი ძირითადია – ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის და თითოეულს მისი შესაბამისი სული ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, ღვთაება მართავს, თავისი ხასიათითა და თვისებებით.
– რა გამოარჩევს ქარის მიმართულებებს ერთმანეთისგან?
– ამის თვალსაჩინოებისთვის შევეხოთ თითოეულ მათგანს. დავიწყოთ ჩრდილოეთის ქარით, რომელიც ყველაზე ენერგეტიკულია ამ სტიქიაში. ამიტომ, თუ თავი ძლიერ და მიზანდასახულ პიროვნებად მიგაჩნიათ, მაგრამ რაღაც მაინც გიშლით ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში, დახმარებისთვის სწორედ ჩრდილოეთიდან მონაბერ ძლიერ ქარს უნდა მიმართოთ. ის აუცილებლად გიწილადებთ დამატებით ძალასა და ენერგიას, რომ დაუბრკოლებლად შეძლოთ მიზნისკენ სვლა. მაგრამ, თუ სუსტი ადამიანი მიმართავს მას იგივე თხოვნით, უძლიერესმა ენერგეტიკულმა ტალღამ ის შეიძლება, წალეკოს და დაღუპოს კიდეც. ჩრდილოეთისგან განსხვავებით, სრულიად საპირისპიროა სამხრეთის ქარი – ნაზი, კეთილი და რომანტიკული. ის კეთილ ადამიანებს უფრო მეტი სიკეთისკენ უბიძგებს, ხოლო შეყვარებულებს ხელს უწყობს, რაც შეიძლება ღრმად ჩაიძირონ გრძნობათა მორევში. მაგრამ, ეს ნაზი და რომანტიკული სტიქია არც ისე უსაფრთხოა დაფარული ნაკლის მქონეთათვის, როგორც ნაპერწკლიდან ავარდნილი ალი, ისე ამძაფრებს ის მათ იდუმალ „ხვაშიადს“. ყველაზე მხიარული და ხალიასიანი აღმოსავლეთის ქარია, თუმცა ყველაზე – იდუმალიც: ისეთივე მაგიურობით მოცული, როგორიც თავად ახლო თუ შორეული აღმოსავლეთი. თუ უსიამოვნებაში გაეხვიეთ ან რაიმე ცხოვრებისეული ტვირთის თავიდან მოშორება გინდათ, დახმარებისთვის აღმოსავლეთის ქარს უნდა მიმართოთ – შვებას ნამდვილად იგრძნობთ. ისეთი ხალისით სავსე, ბედნიერი ცხოვრება გექნებათ, უყოყმანოდ ირწმუნებთ, რომ აღმოსავლეთიდან ქარი სწორედ თქვენთვის უბერავს.
დაბოლოს, დასავლეთის ქარი – ყველაზე მისტიკური ამ სტიქიის მიმართულებებს შორის. თუ მგრძნობიარე ნატურა გაქვთ, როცა აღმოსავლეთის ქარი დაუბერავს, ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავს. ამ დროს ინტუიციაც უტყუარია და წინასწარმეტყველებაც, რაც ნამდვილი განძია საკრალურ საიდუმლოთა სამყაროსთვის. თუ ძლიერი მაგი გინდათ გახდეთ, სწორედ დასავლეთის ქარს უნდა მიენდოთ და აუცილებლად დაგეხმარებათ. თუმცა თქვენც არანაკლები შრომა მოგიწევთ საკუთარ თავზე. მაგრამ, თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ხართ, ანუ ყოველივე მაგიურისგან შორს, აღმოსავლეთის ქარის ქროლვისას ზედმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩინეთ და თავს გაუფრთხილდით, თორემ უსიამოვნება არ აგცდებათ.
– დანარჩენ ოთხ მიმართულებაზე რას გვეტყვით?
– ეს, რაც შეეხებოდა ძირითად მიმართულებებს, მაგრამ არის დამხმარეებიც და არანაკლები სიძლიერის. უპირველესად, ესაა ჩრდილო-დასავლეთის ქარი – მართალია, რაიმე ახალს ვერ შეგძენთ, მაგრამ, თუ გლობალურ ცვლილებებს არ ელტვით, სიმშვიდე და სტაბილურობა გარანტირებული გაქვთ. ისეთ ძველ პრობლემებსაც კი მოაგვარებთ ამ დროს, დავიწყებული და იმედგადაწურული რომ გეგონათ. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი – როგორც ერთგვარი „მომრიგებელ-მოსამართლე“ ურთიერთობებს დაათბობს და თუ მარტოსული ხართ, საზოგადოებასთან ადაპტაციის საშუალებას მოგცემთ: ის მხოლოდ თქვენთვის დაუბერავს და ძირფესვიანად შეცვლის სიტუაციას. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მონაბერი ქარი ცოტათი ავანტიურისტია. დაგეხმარებათ, უცებ იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი, მათ შორის, გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი. მაგრამ, თუ სიფხიზლეს მოადუნებთ და შედეგებს არ გაითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, სრულიად მოულოდნელად, არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვდეთ. იმედითა და რწმენით აგავსებთ სამხრეთ-დასავლეთის ქარი – ის ყველა საქმეში დაგეხმარებათ, მაგრამ ყურადღება ამ დროსაც აუცილებელია, მისმა გავლენამ არ შეგაცდინოთ და მიუღწეველი ოცნებები რეალურად არ მიიღოთ. ამრიგად, რჩევები მიიღეთ და აწი, არჩევანი თქვენზეა: თუ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, დახმარებისთვის მიმართეთ უძლიერესი ენერგეტიკის ამ სტიქიას, ოღონდ ქარის მიმართულება არ აგერიოთ.
P.S. მაგრამ, თუ იკითხავთ, როგორ გავარჩიო მიმართულება ზუსტად, თუ ქარმა მოულოდნელად გზაში მომისწრო – გემის კაპიტანივით სულ კომპასმომარჯვებული ხომ არ ვივლიო, შეგიძლიათ, კაპიტნის თუ არა მეზღვაურთა უძველეს, მაგრამ უტყუარ ხერხს მიმართოთ. გაილოკეთ საჩვენებელი თითი, მიუშვირეთ ქარს და საიდანაც სიცივე იგრძენით, იქიდან უბერავს ისიც. ხოლო, მიმართულების განსასაზღვრავად პირი აღმოსავლეთისკენ, ანუ მზის ამოსვლის მხარეს მიაბრუნეთ, შესაბამისად: უკან – დასავლეთი, ხელმარცხნივ – ჩრდილოეთი, ხელმარჯვნივ კი – სამხრეთია. გისურვებთ წარმატებას!
скачать dle 11.3