კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა:  მაქვს მშრალი კანი, თუმცა, დამატენიანებელ საშუალებებს არ ვიყენებ. რაც არ უნდა უნაკლო მაკიაჟი გავიკეთო, ყველა მეუბნება, გადაღლილი სახე გაქვსო და ეს ამის ბრალია?
პასუხი:
თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, არასდროს გაიკეთოთ მაკიაჟი დამატენიანებელი კრემის გარეშე. მაკიაჟამდე ნახევარი საათით ადრე მსუბუქი მოძრაობით სახეზე გადაისვით დამატენიანებელი და მაკიაჟი შემდეგ გაიკეთეთ. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ დამატენიანებელი SPF-საც შეიცავდეს. დიახ, მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა გამომშრალ კანსა და დაღლილ სახეს გამოგიჩენთ.
კითხვა: მითხრეს, რომ კანი, სეზონურად ღიავდება და მუქდება, ეს სიმართლეა?
პასუხი:
დიახ, კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. ეს ასაკის მატებითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული. ამიტომ კოსმეტიკური საშუალებები სეზონურად, სახის კანის ფერის ცვლილების მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
კითხვა: მაქვს შერეული ტიპის სახის კანი. სჭირდება თუ არა მას განსაკუთრებული მოვლა?
პასუხი:
კომბინირებული ტიპის სახის კანი ხშირია. ამ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული, T ზონა, ანუ ნიკაპის, ცხვირის, წარბებს შორის მიდამო, შუბლი არის გაცხიმიანებული; ხოლო ლოყები და დანარჩენი ნაწილები – გამომშრალი, ამიტომ ეძახიან კომბინირებული ტიპის კანს. რასაკვირველია, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სასურველია, სწორად შეირჩეს როგორც დამატენიანებელი, ასევე მკვებავი საშუალება. ყველა ტიპის კანისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. არ შეიძლება დამატენიანებელი კრემის დილას წასმა სიცივეში. ზაფხულში – პირიქით, დღისით უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი, ხოლო ღამით – მკვებავი.

скачать dle 11.3