№10 როგორ ვატაროთ სწორად ძვირფასი ქვის სამკაულები
ადამიანის დაბადების თვე განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ქვა უნდა ატაროს, რომ ცხოვრება გაუმარტივდეს, პრობლემებს ადვილად დააღწიოს თავი, ბარიერები ნაკლებად გადაეღობოს წინ და სიყვარულშიც გაუმართლოს.
თუ იანვრის თვეში დაიბადეთ და წარმატების, სიმდიდრისა და ბედნიერების მოზიდვა გსურთ, მაშინ ლალი და ზურმუხტი თქვენი ქვებია. ატარეთ ყოველდღიურად ამ ძვირფასი ქვების საყურე და ნახავთ, ცხოვრებაში რამდენად ადვილად მიაღწევთ მიზანს. ლალისა და ზურმუხტის სამკაულები ერთად არ გაიკეთოთ, რადგან ეს შეამცირებს მათ ეფექტურობას. მამაკაცებმა კი, სასურველია, ამ ქვებისგან დამზადებული პატარა ბროში ჰალსტუხზე ან პიჯაკზე დაიმაგრონ.
თებერვალში დაბადებულებისთვის კარგია ამეთვოსტოსა და იასპის ტარება. თუ გსურთ, პირად ცხოვრებაში ადვილად მიაღწიოთ მიზანს და ბედნიერი იყოთ, ატარეთ ამეთვისტოს ან იასპის ყელსაბამი. მამაკაცებმა კი, სამუშაო მაგიდაზე დადეთ ამ ქვებით მოჭედილი სუვენირი და მას ხშირად უყურეთ.
მარტში დაბადებულებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნეფრიტის ან აქვამარინის სამკაულები. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფინანსური კრიზისი გიდგათ. ნეფრიტის ქვა სამსახურში პრობლემებს აგარიდებთ და კარგ შემოსავალსაც გპირდებათ. ხოლო, თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, გაიკეთეთ აქვამარინის სამკაულები. მამაკაცებს ამ ქვების ჯიბით ტარება სტრესსაც უხსნის და ჯანმრთელობის პრობლემებსაც არიდებს.
აპრილის თვეში დაბადებულებისთვის წარმატება, სიმდიდრე და ბედნიერება ბრილიანტისა და ოპალის ქვას მოაქვს. ბრილიანტის სამაჯური სადარდებელს გიმსუბუქებთ, ოპალის ბეჭედი კი ბედში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს. მამაკაცებს ამ ქვის ბეჭდის ტარება ძალიან სასიკეთოდ წაადგება კარიერაში.
თუ მაისში დაიბადეთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ საფირონისა და აქატის სამკაულები. სასურველია, აქატის ყელსაბამი ატაროთ ან ამ ქვით გაწყობილი ბრელოკი ჩანთისა თუ გასაღებების აცმისთვის. საფირონი მამაკაცებს სიძლიერის გამოხატვაში ეხმარება.
ივნისში დაბადებულებს ალექსანდრიტის ქვებით მოჭედილი სარკის ტარება სიყვარულში წარმატებას ჰპირდებათ. გარდა ამისა, ამ თვეში დაბადებულმა მანდილოსნებმა ხშირად უნდა ატარონ მთვარის ქვით შემკული თმის სამაგრი, მამაკაცებმა კი სამოსზე დაიმაგრონ.
ივლისში დაბადებულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლალის თვლით მოჭედილი ლარნაკი, რომელსაც გამოსაჩენ ადგილას დადგამენ და შიგნით მხოლოდ თეთრ და წითელ ყვავილებს ჩააწყობენ. მამაკაცებმა კი, თუ ბედში სასიამოვნო ცვლილების შეტანა სურთ, ის ქამარზე უნდა დაიმაგრონ.
სარდიონს, იგივე სერდოლიკის ქვას, აგვისტოში დაბადებულებისთვის დოვლათი მოაქვს, უზრუნველყოფს მათი პირადი ცხოვრების მოწყობას. შეიძინეთ სერდოლიკის სამაჯური და ხშირად ატარეთ ის. მამაკაცებმა კი, თუ ხშირად გიწევთ საბუთებთან ან სხვა ფურცლებთან მუშაობა, დაამზადებინეთ სპეციალური კალამი სარდიონით, ამ შემთხვევაში, ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერთ, სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.
სექტემბერში დაბადებულ მანდილოსნებს ჩანთაში ყოველთვის უნდა გედოთ მარჯნის ქვა, მამაკაცებმა კი ოფისის სამუშაო მაგიდაზე უნდა განათავსოთ. თქვენთვის მარჯანი გიშრის როლს თამაშობს – არავის აძლევს უფლებას, რომ გაგთვალოთ. თქვენგან განდევნის უარყოფით ენერგიას და იზიდავს დადებითს.
ტურმალინი ან ვარდისფერი კვარცი ოქტომბრის თვეში დაბადებულებს სჭირდებათ, რომ ცხოვრებაში სირთულეებს ასცდნენ და ბედნიერება მოიპოვონ. კარგი იქნება, თუ ამ ქვებით გაწყობილ სამკაულებს ყოველდღიურად ატარებთ ან ნივთებს დადგამთ სახლში. ეს ქვა სიმდიდრეს თქვენი ოჯახისკენ მოიზიდავს.
ნოემბერში დაბადებულთა საუკეთესო მეგობარი მარგალიტია. ის ბედნიერებით აავსებს თქვენს ცხოვრებას, გადაგიჭრით ფინანსურ კრიზისს და თქვენკენ მოიზიდავს ადამიანებს, რომლებიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.
თუ თქვენ დეკემბერში დაიბადეთ და არ გიმართლებთ, შეიძინეთ ტოპაზი, ცირკონი ან ონიქსი და ხშირად ატარეთ. კარგი იქნება, თუ ტოპაზის სამაჯურს ან ცირკონის ბეჭედს ატარებთ. ონიქსის საფულით ტარება კი ადვილად გადაწყვეტს ოჯახში არსებულ პრობლემებს.