კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რის სანაცვლოდ უგზავნიდნენ ბერიას მოწინავე სახელმწიფოები უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობის მოტივი დღესაც არაა ბოლომდე გარკვეული. ამ ბოლო დროს განსაიდუმლოებული საარქივო მასალების ანალიზი კი ახალ ვერსიებს წარმოშობს... პუბლიცისტი ტიმოფეი ვოზნესენსკი წერს: „არსებობს აზრი, რომ რეალურად ლავრენტი ბერია იმიტომ მოკლეს, რომ მას ქვეყნის მმართველობაში კომუნისტური პარტიის როლის მინიმუმამდე დაყვანა უნდოდა, ამასთან, საბჭოეთის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გადაყვანა და დანარჩენ მსოფლიოსთან მშვიდობიანი და თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება... პრინციპში, ვერსია, რომელზეც ამ ბოლო დროს ალაპარაკდნენ, ზემოთ აღნიშნულის გაგრძელებაა და ლოგიკურად მასზეა მიბმული. ანუ, ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ ბერია პროგრესული აზროვნებისა და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის დაწყებისთვის გაისტუმრეს საიქიოში...“ ნოკოლაი ბულგანინის გამოუქვეყნებელ ჩანაწერებში ვკითხულობთ: „უშიშროებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბერია ყველა ქვეყნიდან აპირებს მინი-ატომურბომბიანი ჩემოდნის გამოტანას, რომლებიც იქ, სტალინის ბრძანებით, სწორედ მან შეიტანა. სანაცვლოდ კი მას დიდ ფულად დახმარებას შეჰპირდნენ. განზრახული აქვს ეს თანხა ქვეყნის აღდგენა-განვითარებას მოახმაროს. დაუშვებელია ქვეყნის აყვავება სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის დაკნინების ხარჯზე...“
ესაა საბჭოთა კომუნისტი მარშლის მსჯელობა. ასე ფიქრობდნენ დანარჩენი შეთქმულებიც და ბერია ვერაგულად მოკლეს. შეიძლება, მართლაც ეგონათ, რომ სოციალისტურ სამშობლოს შველოდნენ, მაგრამ, რამდენიმე ათწლეულის მერე ქვეყანაც დაიშალა და საბჭოელებიც სულ პანღურით გამორეკეს ოკუპირებული ქვეყნებიდან. ბერიას კი სტალინის სიკვდილის შემდეგ სულ სხვა, ბევრად პროგრესული ნაბიჯების გადადგმა ჰქონდა განზრახული. დაიწყო კიდეც, მაგრამ არავინ აცადა...
გენერალი პავლე სუდოპლატოვი ლავრენტი ბერიასთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და სრულიად ენდობოდა მას. ბერიას არა ერთი ზესაიდუმლო დავალება შეუსრულებია, რომლებსაც დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს და სუდოპლატოვმა ისინი საფლავში ჩაიტანა. თუმცა, ზოგიერთზე თავად სუდოპლატოვი ყვება: „ატომური მინი-ჩემოდნის დამზადება და მისი მტრულ ქვეყნებში განთავსება პირადად სტალინის იდეა იყო. მან ეს საქმე ბერიას დაავალა. ბერიამ კი – მე. ჩვენმა უწყებამ წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და 1953 წლის დასაწყისისთვის 50 ასეთი ჩემოდანი 26 ქვეყანაში გვქონდა გადამალული და X დღისთვის გამზადებული. შემდგომ, სტალინის გარდაცვალებისთანავე, ბერიამ დამიბარა და ატომურბომბიანი ჩემოდნების განლაგების ზუსტი სქემა გამომართვა. ბოლოს კი მითხრა: მოემზადე, ზესაიდუმლო მისია უნდა დაგაკისრო – ის ჩემოდნები უკან უნდა გამოიტანოთო. ჩემმა თანამშრომლებმა პირველი ასეთი მისია 21 აპრილს  შეასრულეს – ატომურბომბიანი მინი-ჩემოდანი ერთ-ერთი ქვეყნიდან საიდუმლოდ გამოიტანეს, თუმცა, კიდევ ცხრა მისია იყო შესასრულებელი. ბოლო, მეათე ჩემოდანი 20 ივნისს გამოიტანეს. 26-ში კი ბერია დააპატიმრეს და როგორც შემდგომ შევიტყვე, მოკლეს. ჩვენ კი ჩემოდნების გამოტანა უმკაცრესად აგვიკრძალეს. სულ მალე მეც დამაპატიმრეს და ჩემი მრავალი თანამშრომელიც...“
სუდოპლატოვი კარგი სპეციალისტი იყო და ბერიას უშუალო მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. მან არ იცოდა, რომ ატომურბომბიანი მინი-ჩემოდნებისგან მტრული ქვეყნების გათავისუფლების სანაცვლოდ ეს ქვეყნები კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ. ეს ფული კი საბჭოთა კავშირის აღდგენა-განვითარებაში იხარჯებოდა, ამიტომ ბერიას ეს ნაბიჯები აბსოლუტურად გამართლებული იყო. სამაგიეროდ, ეს ყოველივე შესანიშნავად იცოდნენ ხრუშჩოვმა და მისმა მომხრეებმა, თუმცა ბერიას მიერ ქვეყნისთვის გაკეთებულ სიკეთეს ვერ აიტანდნენ და ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ქვეყანა კი სულ უკან წაიყვანეს...
როი მედვედევი წერს: „ისტორიული ანალიზიდან სრულიად აშკარაა, რომ ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, საბჭოთა ბელადის ცხოვრების ბოლო წლებში ეკონტაქტებოდა მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების ლიდერებს და მათთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ახორციელებდა. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ამ მოლაპარაკებებისას ბერიას დანგრეული საბჭოეთის აღორძინება-განვითარებისთვის დიდი ფულისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩადებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი მათთვის ატომური მინი-ბომბების სახით ატომური საფრთხე უნდა მოეცილებინათ. სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგია ორმოცდაათიდან ათი ბომბის მოკლე დროში გამოტანა. სამაგიეროდ, ამ ხნის განმავლობაში საბჭოეთში 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც იმ დროს კოლოსალური თანხა იყო...“
სტალინის სიკვდილის შემდგომ, იმ ასი დღის განმავლობაში, როცა ქვეყანას ბერია მართავდა, უცხოეთიდან შემოსული ფულით საბჭოეთში მრავალი კარგი საქმე გაკეთდა. კიდევ უფრო მეტი გაკეთდებოდა და მეტიც შემოვიდოდა, მაგრამ აქ, როგორც ეტყობა, საქმეში ტრადიციული ველიკორუსული შოვინიზმი ჩაერია. შემოქმედი, მეურნე ბერია ფიზიკურად მოსპეს. მსოფლიოს კვლავ მუშტი მოუღერეს და რუსული ჩექმით „ახალი მიწების“ ათვისება განიზრახეს, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.“
скачать dle 11.3