კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ამოვიცნოთ პნევმონია და რა დაგვეხმარება მისგან განკურნებაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პნევმონიის ძირითადი სიმპტომებია:
* ხველა სქელი ნახველით, შემოკლებული სუნთქვა;
* მკერდის ტკივილი ღრმად ჩასუნთქვის ან ხველის დროს;
* ცხელება, ოფლიანობა ან შემცივნება;
* ხანდაზმულებში სხეულის დაბალი ტემპერატურა;
* კუნთების ტკივილი და მოთენთილობა;
* სურდო, ღებინება და დიარეა;
* თავის ტკივილი.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ გარკვეული სიმპტომები მწვავე პერიოდის გავლის შემდეგაც გექნებათ.
* ნელ-ნელა შეგიმცირდებათ ხველა, დაახლოებით, ერთ ან ორ კვირაში:
* მადის, ძილისა და ენერგიის აღდგენას შეიძლება, რამდენიმე კვირა დასჭირდეს;
* დაგჭირდებათ სამუშაოდან და თქვენი ჩვეული აქტივობების განრიგიდან შესვენება, რათა ჯანმრთელობა სრულფასოვნად აღიდგინოთ.
გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს ფილტვების სუნთქვითი ვარჯიში.
ხველა/ამოხველება ნორმალურია და ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას. ამიტომ, თუკი ექიმმა დაგინიშნათ, მიიღეთ ხველის პრეპარატი.
მოერიდეთ თქვენ ირგვლივ მყოფთ და ხველებისას პირზე ცხვირსახოცი აიფარეთ.
საჭიროა კვების რაციონის შეცვლა, სწორი, ჯანსაღი კვება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება.
ბალანსირებული ყოველდღიური დიეტა მოიცავს ხილს, ბოსტნეულს, კალციუმის შემცველ პროდუქტებს და პროტეინებს.
დალიეთ ექვსი-რვა ჭიქა წყალი, წვენი ან სუსტი ჩაი (დღეში) თუ თქვენი ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ.
ნუ დალევთ ალკოჰოლს გამოჯანმრთელებამდე.
საკმარისი ძილი, ასევე, ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში. თუ ხველა ხელს უშლის ღამის სრულყოფილ ძილს, სცადეთ და ეს უკმარისობა დღის ძილით შეავსეთ.
მოერიდეთ ფილტვების გაღიზიანებას: ნუ მოსწევთ და ერიდეთ თამბაქოს ბოლს.
დაიცავით თავი დამატებითი ინფექციისგან:
* ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით;
* მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს:
• სუნთქვის გაძნელება ან გიჭირთ ღრმა სუნთქვა; გრძნობთ მკერდის ტკივილს სუნთქვისას;
• გაქვთ მაღალი ტემპერატურა;
• ნახველი არის ყვითელი, მწვანე ან სუნიანი;
• გაქვთ გულისრევა;
• გაქვთ მოჭარბებული ძილიანობა ან გაბრუება;
• გიჭირთ აზროვნება;
• თუ ამჩნევთ ტუჩების ან ფრჩხილების სილურჯეს.скачать dle 11.3