კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ჭეშმარიტების გზაზე

სხვა არის გონების სიწმინდე და სხვა – გულის სიწმინდე, რადგან გონება არის გულის ერთ-ერთი სულიერი გრძნობა, გული კი მოიცავს და თავის ძალაუფლებაში ამყოფებს ყველა შინაგან გრძნობას. ის არის ძირი, ხოლო თუ ძირი წმინდა არს, მაშინ – რტონიცა მისნი (რომ. 11;16), ანუ, როცა გული იწმინდება, მაშინ, ცხადია, ყველა გრძნობაც იწმინდება. თუკი გონებას შევძენთ მონდომებას საღვთო წერილების წასაკითხავად და რამდენადმე ვიღვაწებთ მარხვაში, მღვიძარებასა და მდუმარებაში, მაშინ გონება დაივიწყებს აზრების ძველ სახეს და მიაღწევს სიწმინდეს, როგორც კი განეშორება ბიწიერ ცხოვრებას. თუმცა მუდმივი სიწმინდე მას არ ექნება, რადგან როგორ სწრაფადაც იწმინდება, ისევე სწრაფად იბილწება. გული კი სიწმინდეს აღწევს მრავალი მწუხარებით, ნაკლულოვანებით, ყველაფერ  იმისგან განრინებით, რაც წუთისოფელში ამქვეყნიურს ემსახურება და ყოველივე ამისთვის თავის მოკვდინებით. თუკი მან სიწმინდეს მიაღწია, მაშინ მისი სიწმინდე არ იბილწება რამე მცირედით, არ ეშინია დიდი და აშკარა ბრძოლების, – მხედველობაში მაქვს საშინელი ბრძოლები, – რადგან მოპოვებული აქვს თავისთვის ძლიერი კუჭი და შეუძლია, ყოველნაირი საკვები მოინელოს, რომელიც უძლურ ადამიანებს არც კი ეჭმევათ... ამდენად, ყოველგვარი სიწმინდე, რომელიც მალე მოიპოვება – მოკლე ხანში და მცირე შრომით – მალევე იკარგება და იბილწება. ხოლო სიწმინდეს, რომლის მიღწევასაც მრავალი მწუხარების დათმენა და დიდი დრო დასჭირდა, არ ეშინია კვეთებისა სულის რომელიმე ნაწილში, იმიტომ, რომ სულს ღმერთი ამტკიცებს. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე ამინ!
***
ვისაც გონება სასირცხვილო ვნებებით აქვს შებილწული და ვინც იჩქარებს, აივსოს გონება საოცნებო ზრახვებით, მას ეკვრება პირი სასჯელად იმის გამო, რომ არ განიწმინდა ჯერ გონება მწუხარებებით და არ დაიმორჩილა ხორციელი სურვილები, არამედ დაამყარა იმედი მხოლოდ ყურით მოსმენილზე და იმაზე, რაც მელნით არის დაწერილი; და კადნიერად დაიწყო სწრაფვა წინ მისთვის ბურუსით მოცულ გზაზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბრმა იყო, რამეთუ ისინიც კი, ვისაც ჯანსაღი მხედველობა აქვთ, ნათელმოსილნი არიან და წინამძღვრად საღვთო მადლი ჰყავთ, დღედაღამ განსაცდელებში არიან, თუმცა თვალები ცრემლით აქვთ სავსე და ლოცვითა და ტირილით მსახურებენ დღედაღამ; ისინი იმ საშინელებათა გამო გლოვობენ და ლოცულობენ, რომელნიც მათ გზაში ელოდებათ ღრმა და ციცაბო ხევებისა და, აგრეთვე, მაცდუნებელი საგნების სახით, მოჩვენებითად ჭეშმარიტების სახით რომ არიან წარმოდგენილნი.
***
ის, რაც ღმერთისგან არის, თავისთავად მოდის, თანაც ისე, რომ შენ ამას ვერც კი გრძნობ; ეს მართალია, მაგრამ თვით ადგილი უნდა იყოს წმიდა და შეუბიწლავი, სადაც ის უნდა მოვიდეს. თუკი არ არის წმიდა შენი სულის თვალის ჩინი, მაშინ ნუ გაკადნიერდები, მიმართო შენი მზერა მზის სფეროს, რათა არ დაკარგო ის მცირე სხივიც, რაც გაქვს, ანუ უბრალო რწმენა, სიმდაბლე და გულისმიერი აღსარება, მცირე საქმეები შენი ძალისამებრ და, ამდენად, არ აღმოჩნდე განგდებული სულიერ არსებათა იმ ადგილას, რომელიც არის ბნელი გარესკნელი, – რადგან ის, რაც ღმერთის გარეთაა, არის ჯოჯოხეთის მსგავსი, – როგორც იქნა განგდებული ის, ვისაც არ შერცხვა მისულიყო ქორწილში საქორწინო სამოსელის გარეშე.
***
ყოველ საქმეს თავისი წესრიგი აქვს და ყოველ თაობას – თავისი გარკვეული დრო. ვინც დროზე ადრე შეუდგება თავის საზომზე მეტ ღვაწლს, ის ვერაფერს მოიპოვებს, მხოლოდ თავს დაიზიანებს.

скачать dle 11.3