კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ვისი ინიციატივით გაფორმდა სამხედრო ხელშეკრულებას საქართველოსა და სომხეთს შორის და რატომ ჩავიდა საპასუხოდ ცხინვალში ვიზიტად ყარაბაღის სამხედრო დელეგაცია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, თითქოს ამაში უცნაური არაფერი უნდა იყოს, რომ არა ერთი მაგრამ: ჩვენ ცალსახად მოვიაზრებით აშშ-სა და დასავლეთის ბანაკში, სომხეთი – რუსეთის, ხოლო დასავლეთსა და რუსეთს შორის კი მორიგი „ცივი ომია“ გაჩაღებული და შეიარაღების რბოლაც. ვისი ინიციატივა იყო ამ ხელშეკრულების გაფორმება და რატომ გახდა ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ეს საკითხი აქტუალური? ანუ ჩვენ შეგვაგზავნეს დასავლეთიდან სომხეთში სიტუაციის დასაზვერად, თუ ისინი შემოაგზავნა ჩვენთან რუსეთმა ანალოგიური მიზნით? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
მამუკა არეშიძე: სამხედრო თანამშრომლობის თემა მრავალკომპონენტიანია და ვერ განვიხილავთ მხოლოდ, როგორც გეოპოლიტიკური ზეწოლის შედეგს. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ანალოგიურის გამეორების შემთხვევაში, როგორ უნდა განსაზღვრულიყო სომხეთის როლი.
– რუსეთის მორიგი თავდასხმის შემთხვევაში როგორ მოიქცევა სომხეთი?
– 2008 წელს სომხეთი მაქსიმალურად შეეცადა, რომ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის ჯარს არ მიეღო მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტში და ამას ფორმალურად ხელს უწყობდა ისიც, რომ იმ პერიოდში გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა ნომინალურად არ ექვემდებარებოდა არც რუსეთის სამხრეთის სარდლობას და არც 58-ე არმიას. მაგრამ შემდგომში სიტუაცია შეიცვალა, რადგან 2010-ანი წლების დასაწყისში რუსებმა ახალი ფორმა მისცეს სამხრეთის მიმართულებას და ყველა სამხედრო ქვედანაყოფი, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან ერთ სარდლობას დაუქვემდებარეს. ასე რომ, ახალი კონფლიქტის შემთხვევაში საქართველოს სჭირდება დამატებითი გარანტიები, რომ სამხრეთიდან შეტევა არ განხორციელდება.
– სომხეთს აქვს იმის საშუალება, რომ რუსეთს გიუმრის ბაზიდან საქართველოში შემოჭრა აუკრძალოს, როდესაც რუსეთსა და სომხეთს შორის ისეთი სამხედრო ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ თითქმის ერთიანი შეიარაღებული ძალები ჰყავთ საერთო სარდლობით?
– ფორმალურად შეუძლია, რუსულ ავიაციას საჰაერო სივრცე არ მისცეს.
– რეალურად თუ შეუძლია რამე?
– რეალურად, რთული სათქმელია. გააჩნია, როგორი ვითარება იქნება. იურიდიულად, სომხეთს უკვე შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ როგორ მოიქცევიან, მეორე საკითხია. თან, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, შეეზღუდა სავარაუდო კონფლიქტი მეზობლებთან და სხვათა შორის, 2016 წელს დეკემბრის ბოლოს მოეწერა ხელი სამხედრო თანამშრომლობას ერთდროულად აზერბაიჯანთან და სომხეთთან. და ამ დოკუმენტებზე ხელმოწერა 2016 წლის აპრილში ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა.
– როდესაც განახლდა ცეცხლი მხარეებს შორის.
– დიახ, ყარაბაღში კონფლიქტის განახლებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული. ეს არის კომპონენტები, რომლებიც ზედაპირზე დევს, მაგრამ, ამას გარდა სხვა კომპონენტებიც არის, მაგალითად, გეოპოლიტიკური. 2016 წელს გაცხოველებული იყო კონფლიქტი სირიაში და კავკასიიდან მოჯაჰედების ძალიან დიდი ტალღა დაიძრა ისლამური სახალიფოსკენ, ამ ყველაფერს საპასუხო ღონისძიებები სჭირდებოდა და ერთ-ერთი იყო ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. რაც შეეხება ბოლო მოვლენას: სომხეთში შეიცვალა ხელისუფლება და იმ დოკუმენტებს, რომლებსაც სარგისიანმა, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მოაწერა ხელი, განახლება სჭირდებოდა.
– თავიდან ლეგიტიმაცია?
– სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება წინას მემკვიდრეა და იმ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებსაც მათ მოაწერეს ხელი, მაგრამ პროფილაქტიკა საჭირო იყო და ამ პროფილაქტიკის თანაავტორებში ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არ განვიხილოთ, არ იქნება სწორი.
– სწორედ ეს მაინტერესებს: ჩვენ შეგვაგზავნა დასავლეთმა თუ სომხეთი შემოგვიგზავნა რუსეთმა?
– მე ასე არ ვიტყოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთმა კონსულტაცია გაიარა მოსკოვში, ჩვენ კი – ვაშინგტონში. ამ კონსულტაციების შედეგი იყო ეს ახლანდელი საუბარი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. შეგზავნას ვერ დავარქმევ: აშშ-სა და რფ-ის დაპირისპირების შესახებ ჩვენ რიტორიკის დონეზე ვიცით და ეს ჩვენი დროის მთავარი გეოპოლიტიკური გამოწვევა გახდა, მაგრამ ხშირად ეს ორი ქვეყანა კულუარულად აქტიურად ელაპარაკება ერთმანეთს, რადგან ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ, მაგალითად, ჩინეთი. გავიხსენებ, 2016 წელს, ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისას, ჩავიდნენ ბაქოში „ნატოსა“ და რუსეთის გენშტაბის უმაღლესი წარმომადგენლები და ერთი კვირის განმავლობაში არ გამოსულან სასტუმროდან. საინტერესო ოყო, რომ იმ სასტუმროს რესტორანი სავსე იყო „ნატოელი“, რუსი და ებრაელი ოფიცრებით.
– მაგრამ 2016 წელი სრულიად სხვა პერიოდია, 2019 წელი კი – სრულიად სხვა.
– რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ უსაფრთხოების სტრუქტურა წლების განმავლობაში იქმნება, დიდი ქვეყნების ინტერესები მუდმივია და ხშირად ისინი ამ ინტერესების დაახლოებით ცდილობენ კონფლიქტის თავიდან აცილებას და სირიის მოვლენები ამის კარგი მაგალითია. ვხედავთ, რომ სოჭში ბოლო შეხვედრაზე ვერ მოილაპარაკეს რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა და ვერ მოილაპარაკეს ზუსტად იმიტომ, რომ ზოგჯერ რუსეთი იზიარებს ამერიკულ პოზიციებს, როგორც იდლიბთან დაკავშირებით, რის გამოც თურქეთთან ვერ მოილაპარაკა, ასევე, ირანის აქტიურობის გამო, რაც არ მოსწონთ აშშ-სა და ისრაელს. სხვათა შორის, ნათანიაჰუს დემონსტრაციული არჩასვლა მოსკოვში ბოლოს დაგეგმილი ვიზიტისას იმის გამოძახილიცაა, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა კულუარული დაპირებები, რადგან ვერ მოერია ირანს. თორემ სურვილი დიდი აქვს, რადგან არც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი ირანის გაძლიერება სირიაში.
– ესე იგი, თქვენც იზიარებთ მოსაზრებას, რომ ირანი არ გაჰყვება რუსეთს აშშ-თან სამხედრო დაპირისპირებაში და პირიქით.
– რასაკვირველია, ირანს უნდა, რომ იყოს შიიტური სამყაროს ლიდერი იემენიდან დაწყებული და სპარსეთის ყურით დამთავრებული და საერთოდ, მსოფლიოში. რუსეთის აზრით კი, თავად უნდა იყოს, მათ შორის, მუსლიმანთა ლიდერი წინა აზიაში, თუმცა თურქეთიც თავისას ცდილობს და ორივე დიდ ქვეყანას ხელს უშლის, თავიანთი ინტერესების გატარებაში..
რაც შეეხება საქართველო-სომხეთის სამხედრო შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა არ ვიცი, რამდენად იმუშავებს გეოპოლიტიკური კონფლიქტის შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე მცირე ქვეყანაა და დიდი მეზობლებისა და მოკავშირეების სურვილებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ დოკუმენტი მაინც სასარგებლოა.
– ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან მოყოლებული და უფრო ადრეც – სომხეთმა მიხეილ სააკაშვილი დააჯილდოვა, საქართველოს ხელისუფლება იჩენს ინტერესს სომხეთისადმი. ეს არის სახელდობრ ჩვენი აქტივობა თუ დასავლეთის მოთხოვნა? და როგორ შეიძლება, ეს აღიქვან თურქეთმა და აზერბაიჯანმა?
– ისინი ამას აღიქვამენ მშვიდად, რადგან იციან, რომ, რაც მეტად იქნება დაბალანსებული ვითარება რეგიონში, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა დიდი პოლიტიკური ძვრები.
რას გულისხმობთ, მაგალითად, ყარაბაღში ომს?
– ომს ვგულისხმობ. გარდა ყარაბაღისა აზერბაიჯანს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მათ შორისაა ირანისა და აზერბაიჯანის ძალიან მწვავე ურთიერთობა და ამ კონტექსტში აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის ფორმალური მხარდაჭერა მაინც. ასევე, მან კარგად იცის, რომ ეს დოკუმენტი არის პარიტეტული, იმიტომ რომ საქართველოს ანალოგიური დოკუმენტი აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთანაც, ამიტომ ამაზე არ ნერვიულობს.
– ანალოგიური რომ აქვს აზერბაიჯანთანაც, იქნებ ეს იყოს საწყენი? აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო სომხეთი, თუმცა ჩვენი მეზობელი, მაგრამ ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს სტრატეგიული მოკავშირე და მისი მთავარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში?
– აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს სამი ქვეყნის ფორმატს: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის. აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ფორმალობა, სამივეს სტრატეგიული პარტნიორობა კი უკვე საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი ქვეყნის პოლიტიკაში წინააღმდეგობა ბევრია. აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ფიქციაა, იმიტომ რომ მცირე ქვეყნებია და რეგიონულ პოლიტიკაზეც კი არ შეუძლიათ, იქონიონ გავლენა.
– არის თუ არა ფიქცია, ამ ორ ქვეყანაზე გადის საერთაშორისო მილსადენები და რომელიმემ რომ უარი თქვას, ეს პროექტები ჩაიშლება. ამ ფონზე ფიქცია როგორაა?
– ეს დერეფანი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია. ორივეს ინტერესია ამ დერეფნის არსებობა და, თუ რომელიმე უარს იტყვის, ეს იმ ქვეყანას დააკლდება. ჩვენ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკითხი დააყენოს ასე: ის არის თანაბარუფლებიანი პარტნიორი აზერბაიჯანთან და რომ არა საქართველოს ტერიტორია, აზერბაიჯანის ენერგომატარებლები რუსეთის გავლით ისევ კაბალური პირობებით გავიდოდა დასავლეთში. ამდენად, ეს ორი ქვეყანა კარგად აცნობიერებს ამას. მართალი გითხრათ, აზერბაიჯანის მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზი ევროპის მოხმარების ერთი პროცენტია და ევროპაში თურქეთიც შედის.
– ეს დერეფანი და მილსადენები პოლიტიკურია.
– დიახ და ამ პოლიტიკურ კონტექსტში თამაშობს ორივე ქვეყანა – საქართველოც და აზერბაიჯანიც. ამ სტრატეგიული თანამშრომლობის დარღვევის საშუალებას კი არც ერთ ქვეყანას მისცემენ და არც მეორეს. სხვათა შორის, ნავთობსადენებში რუსული ფულიცაა, „ლუკოილის“ სახით. ასე რომ, საერთაშორისო კონსორციუმია ჩართული და პოზიციის შეცვლა მარტივი აღარ არის. მთავარია, საწყის ეტაპზე იყოს თანხმობა და მერე, სამწუხაროდ, აღარავინ გეკითხება, გინდა თუ არა პროექტის გაგრძელება.
– ჩვენ გავაფორმეთ სამხედრო შეთანხმება ერევანთან და ლამის მეორე დღეს ყარაბაღელები ეწვივნენ ოფიციალური ვიზიტით ცხინვალს. ერევანიც რუსულ სტილში მოქმედებს?
– ამაზე მწვავე რეაქცია უნდა იყოს და შესაბამისი ღონისძიება უნდა გატარდეს.
– მწვავე რეაქცია გასაგებია, მაგრამ ერევანი რატომ მოგვექცა ასე?
– ჩვენ, რატომღაც, მორიდებულად ვიქცევით რეგიონულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც, მაგალითად, მსგავსი შემთხვევებისას ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ბევრად უფრო აგრესიული უნდა იყოს.
скачать dle 11.3