კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 „ნაციონალურ“ კვალზე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ცოტა ხალხი, ბევრი ჟანგბადი

​თბილისელებს „სითი პარკის“ გასვლით მოგვრილი სიხარული არც კი განელებოდათ, რომ დედაქალაქის მერიამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, საათობრივი პარკირების საფასურის შემოღება გადაწყვიტა. მართალია, თავდაპირველად, მხოლოდ ლესელიძის ქუჩაზე და საათში მხოლოდ 50 თეთრი, მაგრამ გვპირდებიან, რომ მალე სრულიად თბილისს მოიცავენ და 50 თეთრსაც გაზრდიან.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საათობრივი გადასახადის დაწესება ჯერ კიდევ „ნაციონალური“ ნოვაცია იყო (და ზოგ უბანში საათობრივი გადასახადი 1,5 ლარიც გახლდათ, რამაც მხოლოდ რამდენიმე კვირას იმუშავა, შემდეგ გაუქმდა), ჩნდება ეჭვი, რომ ან მერიის რომელიმე თაროზე მიაგნეს ამ პროექტს, ან უბრალოდ, მაგალითის ძალას მიჰყვნენ.
მეორე მხრივ, ცხადზე უცხადესია, რომ თბილისურ საცობებს რაღაც უნდა ეშველოს და მერიის ძალისხმევაც გასაგებია: ქუჩების გადაწყობა-გადმოწყობას და ოპტიმალური მარშრუტების შემქნას ტვინიც გვარიანი სჭირდება, მარიფათიც და ფულიც (ნებაზე აღარაფერს ვიტყვი), გადასახადის დაწესება კი პრობლემას უმარტივესად გადაჭრის. ანუ თბილისის ქუჩებში მხოლოდ ჯიბესავსენი იმოძრავებენ ავტოებით, დანარჩენები ან თავისი ორთავ ფეხის იმედად უნდა იყვნენ, ან მუნიციპალური ტრანსპორტის, რომელიც არც საკმარისია და მარშრუტებიც ცუდადაა დაგეგმილი (იმიტომ რომ სატრასპორტო კვლევას არ ეყრდნობა).
და თუმცა მერია გვპირდება, რომ ავტობუსებს დაამატებენ და მათი მოძრაობის მარშრუტსაც დახვეწენ (არ მალავენ, რომ პირობებს ქმნიან საიმისოდ, რომ ადამიანებს არ უღირდეთ საკუთარი ავტოებით მოძრაობა და ან ფეხით ისეირნონ – ჯანმრთელობააო, გვარწმუნებენ, ან ავტობუსებით), ცხადზე ცხადია, რომ ჯერ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უნდა გაემართათ და ამის შემდეგ დარეოდნენ თბილისელთა ჯიბეებს.
მაგრამ, ცხადია თუ სიზმარი, ძველ ახალ ინიციატივას კოჭებშივე ეტყობა საბჭოური პათოსი: ცოტა ხალხი, ბევრი ჟანგბადი.
скачать dle 11.3