კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 სომხურ-ოსური მეგობრობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ალხანა და ჩალხანა

​აქამომდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ აფხაზეთის სომხები აფხაზი სეპარატისტების მხარდამხარ (ქართველების წინააღმდეგ) თავგადაკლულები იბრძოდნენ (თუმცა მათ არც თანამდებობებზე ნიშნავენ და აფხაზეთის „პრეზიდენტად“ ხომ, საერთოდაც, აკრძალულია არააფხაზის არჩევა). ახლა კი მეგობრობისა და სიყვარულის ხიდები ოს სეპარატისტებსა და ყარაბაღელ სომხებს შორისაც შენდება.
ჰოდა, რაკი შენდება, ცხინვალში ყარაბაღის დელეგაცია მიიღეს (რაც ალხანა, ის ჩალხანა) და ერთმანეთს დითირამბებიც მიუძღვნეს, ხოლო გულების სამუდამოდ გადაჭდობის დასტურად ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე, ცხადია, ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად სომხურ ჯვარსაც აღმართავენ (სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვისო).
„პრ.-მა“ ანატოლი ბიბილოვმა კი შენიშნა, რომ „რესპუბლიკაში ბევრი სომეხი მაღალ თანამდებობას იკავებს, ისინი ღრმად პატრიოტულები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერსებს იცავენ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი თანამემამულეებით.“
და იქვე დასძინა, რომ ოსებსა და სომხებს ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ (ოღონდ როდიდან და რით გამოიხატებოდა, არ დაუკონკრეტებია).
მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტია, ერევნის თანხმობის გარეშე ყარაბაღელები ცხინვალში არ ჩავიდოდნენ (და მერე რა, რომ სომხეთი არ აღიარებს ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკას?! პათოსით, ომში არას მკითხავსო სპასალარი), ნათელია, რომ ოსურ-სომხური მეგობრობის ხიდებს ქართულ ნერვებზე თამაშის მისია აქვს (ქართლში ერთმანეთს ძმობას ეფიცებიან).
და კიდევ – ჩემი მოკრძალებული აზრით, სომხური ჯვრის აღმართვას თავისი შორსმიმავალი ზრახვა აქვს (ოსურ-სომხური მეგობრობა არა – კვახი!), არც ისაა გამორიცხული, ასე, 50 წლის შემდეგ, ქართლი აწ უკვე დიდი სომხეთის ნაწილად გამოაცხადონ და დასტურად სწორედ ზემონახსენები ჯვარი მოიტანონ.

скачать dle 11.3