კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ გამოაკრეს პარიზის სხვადასხვა უბანში ეთო მიგრიაულის ფოტოები და როგორ დაინტერესდა მისით იტალიური „ვოგი“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

18 წლის ლამაზმანი, ეთო მიგრიაული გადაღებებზე მილანში იმყოფება. მისი განსხვავებული გარეგნობა ევროპის მოდის სამყაროსთვისაც შესამჩნევი აღმოჩნდა. ეთო ჯერ პარიზში Gentale monster-ის უახლოეს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს, ყოველნაირი ქასთინგის გარეშე, ხოლო შემდეგ იტალიური ჟურნალებისთვის იპოზიორა. უფრო კონკრეტულად, მას ჟურნალ Vanity Faiar Italia-სა და Vogue-ის ფურცლებზე ვიხილავთ. ქართველი მოდელი მარტამდე მილანში, Brave Models-თვის იმუშავებს, შემდეგ თბილისს დაუბრუნდება, აპრილში კი გადაღებებზე იაპონიაში გაემგზავრება (ფოტოები გადაღებულია პროექტ „more is love-თვის“).
– ეთო, როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
– ბავშვობიდან მინდოდა მოდელობა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს სურვილი ამიხდებოდა. მაგრამ ეს არ იყო ჩემი ერთადერთი ოცნება. 15-16 წლის ვიქნებოდი, როცა tfw-ზე შემამჩნიეს და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. თავდაპირველად ირინა ონაშვილმა და მათმა სააგენტომ აღმომაჩინა, მერე ისე მოხდა, რომ მათი სააგენტო გაუქმდა და „ჯეომოდელსში“ გადავედი. გავიარე მთლიანი კურსი და პირველად გამიჩნდა შანსი Brave Models-თან მეთანამშრომლა. ეს გახლავთ მილანში არსებული სააგენტო, სადაც გავგზავნეთ ჩემი „პოლაროიდები“ და თანხმობამაც არ დააყოვნა. ამჟამად აქ ვიმყოფები და ტოკიოში წასვლის შანსი მაქვს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო „ჯეომოდელს“ – ძალიან მეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.
– უფრო, კონკრეტულად, რა ხდება, როგორი შეგრძნებაა, იტალიური „ვოგის“ ფურცლებზე  საკუთარ თავს რომ იხილავ?
– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. აქ საკმაოდ კარგია. თავიდან არც თავდაჯერებული ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი, თუ ჩემი კარიერა ასე განვითარდებოდა. შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ჩემს გამოჩენას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ბევრმა დიზაინერმა გამიცნო. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა გიცნობენ და შენი სურვილები ხდება. ის, რაზეც უბრალოდ ვფიქრობდი, ახლა რეალობაა. მილანში დამხვდა ოჯახური გარემო და უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე. სააგენტო თითოეულ მოდელს კარგად ექცევა. თუ რაიმე გვჭირდება, ყველანაირად ცდილობენ დახმარებას. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის. მომწონს დიზაინერების ურთიერთობა მოდელებთან, რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.
– რას გულისხმობ?
– უფრო კომფორტულად გაგრძნობინებენ თავს. საქართველოშიც ასე ხდება, თუმცა, აქ ბევრად განვითარებული მიდგომები აქვთ. მაინც მილანია და მოდის სამყარო უფრო წინაა წასული. საქართველოზე და ქართველ დიზაინერებზე ყველა ლაპარაკობს, განსაკუთრებით გიორგი ქებურიაზე. მასზე მითხრეს, რომ წამყვანი დიზაინერია და ძალიან გამიხარდა. საქართველოც ვითარდება მოდის სფეროში.
– თქვი, რომ მოდელობა ერთ-ერთი ოცნება იყო. კიდევ რა ოცნება გაქვს?
– ზოგადად, ვცდილობ, ერთ სფეროზე არასდროს გავჩერდე. ყოველთვის მინდა, განვვითარდე. მგონია, რომ თუ ადამიანი მხოლოდ ერთგან იქნება, მისი ცხოვრება იმდენად უინტერესო გახდება, რომ თავადაც ვერ შეამჩნევს. გარდა მოდელობისა, ვსწავლობ ხელოვნებას. მოდა მეხმარება იმაში, რომ სულ სხვა თვალით დავინახო ყველაფერი, თუნდაც ტანსაცმელი. მინდა, ეს სფერო სხვას შევუსაბამო და შევქმნა რაიმე საინტერესო. იმავდროულად, ვხატავ კიდეც. სურვილი მაქვს გრაფიკული და თაჩ-დიზაინის შესწავლის. საქართველოში თაჩ-დიზაინი დიდად არ არის განვითარებული, ამიტომ უფრო ღრმად მინდა შევისწავლო. ამ ყველაფრის ათვისებაში მოდელობა ძალიან მეხმარება.
– რა იქნება მილანის შემდეგ? როგორც გავიგეთ, ჩინეთი შენი ფოტოებით აჭრელებულია.
– აპრილში მივდივარ ტოკიოში. 45-დღიან კონტრაქტს ვაფორმებთ. ამის შემდეგ რა იქნება, ჯერ არ ვიცი. დიახ, ეს იყო ჩემი პირველი გადაღება უცხოეთში. პარიზში სათვალეების ბრენდთან ვთანამშრომლობდი. სასიხარულო იყო იმ კუთხითაც, რომ პირველი გადაღება იყო.  თან, პარიზი ჩემი საყვარელი ქალაქია. რაც შეეხება ფოტოებს, ძალიან გამიხარდა, როცა ეს ამბავი გავიგე. პარიზში დავინახე ჩემი ფოტოები, სხვადასხვა უბანში იყო გამოკრული. მართლა კარგი შეგრძნებაა (იცინის).
– პოდიუმზე თუ გქონია უხერხული მომენტი?
– კი, მსგავსი მომენტები ხშირად არის. საკმაოდ პატარა ზომის ფეხი მაქვს – 37. დიზაინერებს კი ძირითადად 39 ზომა ფეხსაცმელები აქვთ. ამის გამო ერთ-ერთ ჩვენებაზე ფეხსაცმელი გამძვრა (იცინის).  თან, ჩემი პირველი გამოსვლა იყო და ცუდად მახსოვს.
– მოდელებს შორის დიდი კონკურენციაა. არის მათ შორის უთანხმოება? შიდა სამზარეულოში რა ხდება?
– სხვათა შორის, ამ კუთხით, ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ეს სფერო ცუდია,  მათ შორის ჩემი ოჯახიც. არასოდეს მქონია მსგავსი შემთხევვა. ყველა ძალიან მეგობრულია, საქართველოშიც და აქაც.  უთანხმოება ჯერ არავისთან მქონია. ვმეგობრობთ და ვცდილობთ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ჩემთვის კონკურენცია არ არის მთავარი. ყველა დიზაინერს თავისი ხედვა აქვს, შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოდელები მოსწონთ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ უფრო ლამაზია. ეს დიზაინერის არჩევანია. თუ თითოეული მოდელი ამ ყველაფერს გააცნობიერებს, უფრო ნაკლები შუღლი იქნება. ვფიქრობ, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ ხდება, რაც ძალიან მახარებს.
– შეყვარებული გყავს? ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– შეყვარებული არ მყავს და ჩემს პირად ცხოვრებაშიც არაფერი ხდება. ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ მსგავსი საკითხები არ მაინტერესებს. ალბათ, მომავალში დავინტერესდები (იცინის). რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, მწერენ და მყავს, მაგრამ დიდად ამ საკითხსაც არ ვაქცევ ყურადღებას. ამ სამყაროში იმდენად საინტერესო რაღაცები არსებობს, რომ სულ სხვა ინტერესები მაქვს. მინდა, უფრო მეტი რამ ვისწავლო და უფრო განვვითარდე. შემდეგ დავიწყებ  ამ საკითხზე ფიქრს (იცინის).
– მამამ როგორ მიიღო შენი მოდელობა?
– მთავარი არის ურთიერთგაგება. როცა ოჯახთან კარგი ურთიერთობა გაქვს და მათთან ყველაფერზე შეგიძლია საუბარი, პრობლემაც არ იქმნება. მათთან ერთად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რა იქნება შენთვის კარგი. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. რასაკვირველია, მამებს გართულება აქვთ და ეს მისთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ მიხვდა, რისი გაკეთება მინდოდა. ვისაუბრეთ და ერთად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ასე სჯობდა.
– არ უნდოდა, მისი შვილი მოდელი ყოფილიყო?
– ზოგადად, ყველას უჭირს. მთავარია, გაუგონ თავიანთ შვილებს და იცოდნენ, რა სურთ მათ. მთავარია საუბარი და ურთიერთშეთანხმება. თავიდან დიდად არ მოსწონდა, თუმცა მიზეზს არ მეუბნებოდა (იცინის). უბრალოდ, არ მოსწონდა და მორჩა. რომ ავუხსენი, მომავალში რას ვაპირებდი ამ სფეროთი, მერე გამიგო.
скачать dle 11.3