კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როდის აწვება ქალური ჰორმონები თემო ნიქაბაძეს და რომელი ორგანოა მისთვის სავიზიტო ბარათი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს“ 22 წლის მსახიობმა, თემო ნიქაბაძემ სკეტჩებში იმდენად სახასიათო როლები შექმნა, რომ მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი. მართალია, სოფლიდან დედაქალაქში ჩამოსულს ცოტა გაუჭირდა, თუმცა, ახლა არც ქუჩები ერევა და ხალხის სითბოსა და სიყვარულსაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობს.
თემო ნიქაბაძე: წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში დავიბადე და გავიზარდე. ვამაყობ და მიყვარს ჩემი სოფელი. იქ ჩასულს, სულ სხვა განცდა და სითბო მხვდება. არ დამავიწყდება, ერთმა გოგომ მკითხა, სად სწავლობდიო და ვუპასუხე, ფარცხანაყანებში-მეთქი. ეგონა, ვეხუმრე და კითხვა შემომიბრუნა: არა, მართლა გეკითხებიო. რომ გავუმეორე, აღარც შემხმიანებია. სოფლელობის გამო დამიწუნა (იცინის). როცა სოფელში „მარშრუტკით“ მივდივარ და მძღოლს „კომედი შოუს“ სკეტჩები აქვს ჩართული, თავს დაბლა ვხრი და მთელი გზა ასე ვზივარ თავჩარგული. უხერხულად კი ვგრძნობ თავს, მაგრამ თან, მიხარია.  ზოგადად, ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი და ვოცნებობდი, მსახიობი გამოვსულიყავი. ხშირად ვუყურებდი ფილმებს სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით და სულ მინდოდა, მეც ისეთი ვყოფილიყავი, ყველას რომ ურტყამდა (იცინის).
– მერე, ამისთვის კუნთების დაყენებაც რომ საჭიროა?
– მაგაზე არ ვფიქრობდი. მეგონა, მსახიობი რომ გავხდებოდი, კუნთები ეგრევე, თავისით ამომივიდოდა (იცინის).
– მსახიობი ხომ გახდი და არ ამოგივიდა?
– მსახიობი კი გავხდი, მაგრამ კუნთები არ ამომივიდა. არ ყოფილა სიმართლე და რომ გავიაზრე და ჩემს აღნაგობას სარკეში დავაკვირდი, ბავშვობის მითი დამემსხვრა (იცინის).
– თემო, რა პროფესიის ხარ?
– ტურიზმის მენეჯმენტზე ვსწავლობ, ბოლო კურსზე ვარ, მაგრამ ამჟამად სხვა განხრით ვმუშაობ. ვხუმრობ ხოლმე, ისე ვატრიალებ თვალებს, ტურისტებს ამით მოვიზიდავ-მეთქი. კაბასაც თუ ჩავიცვამ, შეუდარებელი და განხვავებული გიდი ვიქნები, ყველა ჩემთან მოვა (იცინის).
– „კომედი შოუში“ როგორ მოხვდი?
– „მანსანკანს“ ვთამაშობდი 2012 წლიდან. სხვადასხვა კონკურსებში მივიღე მონაწილეობა, სოციალურ ქსელშიც ვდებდი ვიდეოებს. 2016 წელს „მანსანკანის“ ჩემპიონები გავხდით. იქიდან დაინტერესდნენ ჩემი ტიპაჟით და „კომედი შოუდან“ მივიღე შემოთავაზება. ჩავალაგე ჩემოდანი და კი გამოვექანე დედაქალაქისკენ. სხვათა შორის, თავიდან ქუჩებიც მერეოდა, ცოტა გამიჭირდა შეგუება, მაგრამ ახლა შევეჩვიე. თბილისში უფრო მეტი „ქოთქოთია“, მე კი მშვიდი ცხოვრება მიყვარს, თუმცა ამ ხმაურსაც ვეგუები (იცინის). ძირითადად, მეტროთი გადავადგილდები და ხალხი რომ მაკვირდება, მცნობს და ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, ძალიან მიხარია.
– გავიგე, ბებია თბილისში რომ გაცილებდა, დარდობდა: ახლა, ეს თბილისში ყავის სმას და სიგარეტის წევას დაიწყებსო. და, კაბით რომ გნახა, არ გადაირია?
– ყავისა და სიგარეტის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბებიამ კაბით რომ მნახა, მოეწონა (იცინის). მითხრა, გიხდება მასწავლებლის როლიო. როგორც გითხარით, მორცხვი, უკარება ბავშვი ვიყავი და 12 წლამდე ვერც კი ვიფიქრებდი, ამდენი ხალხის წინაშე სცენაზე თუ დავდგებოდი. თვითონაც ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ შევძლებდი. ახლა, კაბას რომ ვირგებ, ეგრევე ქალური ჰორმონები მაწვება და სიმორცხვეზე აღარ ვფიქრობ, თავიდან ბოლომდე მასწავლებელი, ხან პრინცესა და ხან გაუთხოვარი გოგო ვარ (იცინის). არ დამავიწყდება, სოფელში მეზობლის ქალმა პირველად რომ მნახა მასწავლებლის როლში, პარიკში, დიდ მკერდსა და კაბაში, იმერულად მითხრა: ძალიან კარგი იყავი, თლათ დედაშენს გავხარო (იცინის). მე რომ დავიბადე, მამამ თოფის გასროლა დააპირა, ბიჭი მეყოლა და გავაგებინო სოფელსო, მაგრამ არ გავარდა, ეტყობა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მომავალში კაბის ჩაცმას ვაპირებდი (იცინის). მართალია, თოფი არ გავარდა, მაგრამ, ნამდვილი მამაკაცი ვარ და პარიკი და კაბა ჩემს ორიენტაციას ვერაფერს ავნებს (იცინის). რაც ქალის როლები მოვირგე, ჩემი თავი გამოვიჭირე, ხშირად ქუჩაში რომ მივდივარ, იმდენად შევდივარ როლებში ქალური მანერები მაქვს. სხვათა შორის, პირველად მკერდი და დიდი საჯდომი რომ გამიკეთეს, მეხამუშა და გამეცინა,  ეს რა რის, ამას როგორ ატარებენ ქალები-მეთქი და ახლა, ისე შევეჩვიე, ჩემით ვიკეთებ. ისე, ქეთინო მასწავლებელი 53 წლისაა, მე – 22-ის და ფაქტობრივად, მის გამო, ერთი ცხოვრება ზემოდან დავიმატე. მე ცოლად ვინ მომიყვანდა, შვიდი ზომის მკერდით და დიდი საჯდომით, ამიტომაც ვარ გაუთხოვარი (იცინის). ასე რომ, გაუთხოვარი ვარ, ცხოვრებას 30 წლით გავასწარი, ხუჭუჭა თმით, დიდი საჯდომით და შვიდნომრიანი მკერდით, საინტერესო სამყაროში აღმოვჩნდი. როცა კაბა მაცვია, სამყაროს ქალის თვალით ვუყურებ და საინტერესოა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ქალური ნამდვილად არ ვარ. ქუჩაში, მასწავლებლები რომ მხვდებიან მაჩერებენ და მეუბნებიან: სხვათა შორის, მეც პედაგოგი ვარო (იცინის). ძალიან მოყვარს ჩემი პედაგოგის როლი, თავისი გარეგნობითა და ქცევებით. თვალების მოძრაობაც ისეთი მოვუგონე, ყველას შეუყვარდა. მიხარია, რომ ჩემი საყვარელი საქმით ადამიანებს ვახარებ და ვაცინებ. რომ ჩამოვედი, ჩემს მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. მერე – თანამშრომელთან ერთად. ერთი სხვაგან წავიდა სამუშაოდ, მეორემ ცოლი მოიყვანა და კი დავრჩი ნაქირავებ ბინაში მარტო, ეულად. საჭმლის კეთებას, უთოობას და დარეცხვასაც შევეჩვიე. მოწესრიგებული ვარ და ვცდილობ, რაღაცები არ გავაფუჭო. რომ გითხრათ, დიასახლისობა კარგად გამომდის-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ვცდილობ.
– თქვი, პედაგოგი ქალის როლის გამო, შემიყვარა მაყურებელმაო. დედოფალიც ხომ იყავი?
– კი. დედოფალიც ვიყავი, გაუთხოვარი დაც და პოლიციელიც. ისე, დედოფლობას გაუთხოვრობა, ეულად და მარტო ყოფნა მირჩევნია, ჯერ სიყვარულისთვის არ ვარ მზად (იცინის). მეუბნებიან, გაზაფხული რომ მოვა, შენს ქუჩაზე ია და ვარდი გაყვავილდება, მაინც მარტო უნდა იაროო? ხუთი წელი არ მინდა, ჩემთან გაზაფხული მოვიდეს და ჩემი ქუჩა გაყვავილდეს, ჯერ კარიერას მივხედავ და მერე მობრძანდეს (იცინის). მოკლედ, ჩემს ქუჩაზე ქრონიკული ზამთარია (იცინის). ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცნობადი გავდებოდი, ქუჩაში გამაჩერებდნენ და ამდენ თბილ სიტყვას მეტყოდნენ. ვცდილობ, უცხო ადამიანებთან მეც კონტაქტური ვიყო. ეს ყველაფერი მსიამოვნებს და მიხარია.
– მართალია, შენი წვერის გაპარსვის გამო შენს სოფელში თბილისელებს ძეგლს რომ გვიდგამენ?
– ბებიაჩემს არ მოსწონდა, წვერს რომ ვატარებდი და თბილისში ჩამოსულმა რომ გავიპარსე, გაუხარდა და შემომითვალა: ბებო, რახან შენ თბილისელებმა წვერი გაგპარსეს, ძეგლს დავუდგამო (იცინის). წვერის გაპარსვა როლის გამო მომიხდა. თან პედაგოგი ქალი ვარ და წვერი არ მომიხდებოდა (იცინის).
– სოციალურ ქსელში, ალბათ, ბევრი გოგონა გწერს.
– რომ ვთქვა, ისეთი აღნაგობა მაქვს, ჩემი სიმპათიურობით ვაოცებ გოგონებს-მეთქი, ხომ ტყუილი იქნება? თუმცა, თვალების ატრიალებით ვაოცებ (იცინის). ისე გადამაქვს თვალის გუგები ზემოდან ქვემოთ და პირიქით, ჩემი არშეყვარება შეუძლებელია (იცინის). გოგონები მწერენ: გადაიღე რა, ამას როგორ აკეთებ და ვიდეო გამოგვიგზავნეო. ასე რომ, თვალებით ვაბამ გოგონებს, უფრო სწორად, შებმის ეფექტი თვალებიდან მოდის.
– დამახასიათებელი ცხვირის ზომა და ფორმა გაქვს. ამის გამო ახლობლები ხშირად „გეღადავებიან“?
– ისინი კი არ „მეღადავებიან“, მე თავად ვხუმრობ. სხვათა შორის, ასეთი ცხვირი ძალიან მომწონს და ჩემი სავიზიტო ბარათია (იცინის). ასეთი ზომის ცხვირი არც პრობლემას მიქმნის და არც პლასტიკურ ოპერაციაზე ვფიქრობ – თუ ნამდვილი სიყვარულია, გოგოს ასეთი ცხვირიანიც შევუყვარდები. იმდენი ისტორიის მქონეა ეს ცხვირი, ამას როგორ მოვიჭრი?
скачать dle 11.3