№9 ანეკდოტები
– თბილისელი ხარ?
– კი, ძმა.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ?
– რავი, ჩემებთან მივდივარ ხარაგაულში.
***
– მარი, დღეს შენმა დაქალმა ჩამიარა და არ მომესალმა.
– ჰო, ვიცი, მითხრა.
***
სიტუაცია სხვადასხვა ქალაქში – რას ეტყვის ავტობუსის მძღოლი ბავშვს, რომელსაც ფანჯარაში ხელი აქვს გაყოფილი:
თბილისი – შემოწიე ხელი, არ იტკინო!
თელავი – შემოწიე ხელი, შე შობელძაღლო, არ მაიტეხო!
ქუთაისი – შემოყავი, ბიძია, ხელი, თორე ხვალ რა ჩემ ფეხებს გადაყოფ, დევინახავ...
***
– იცი, ყველაზე დიდხანს ვინ იკავებს სუნთქვას?
– ვინ?
– აი, 20-თეთრიანი ტუალეტის წინ რომ ქალი ზის.