№9 ბრძნული აზრები
ფრანკლინი: ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების.
ბარუჩი: იყავი ის, ვინც ხარ და თქვი, რასაც გრძნობ, რადგან ვინც აზროვნებს, მას ეს არ ადარდებს და ვისაც ადარდებს, ის ვერ აზროვნებს.
ავრელიუსი: ჩვენ იმიტომ კი არ ვლოცულობთ, რომ ღმერთს ვუთხრათ რა გააკეთოს, არამედ მან რომ გვითხრას, ჩვენ რა გავაკეთოთ.
სილეზიუსი: ზღვაში ჩავარდნილი წვეთი ზღვაა.
ვოლტერი: ნუ ეცდები სიტუაციის დალაგებას იქ, სადაც გაცლა სჯობს.
რაევსკაია: ფული ნამდვილად ჭუჭყია, მაგრამ სამკურნალო.
ჰიუგო: პატიება, ეს არის კარგი ადამიანების შურისძიება.
საფო: თუ გინდა, ერთი დღით ბედნიერი იყო – დათვერი, თუ გინდა, ერთი თვით ბედნიერი იყო – დაქორწინდი, ხოლო თუ გინდა, მთელი სიცოცხლე ბედნიერი იყო – ჯანმრთელი იყავი.
კონფუცი: ცუდი ქცევების დამარცხება მხოლოდ დღეს შეიძლება და არა ხვალ.
გოეთე: სამწუხაროდ, ყველას ესმის მხოლოდ ის, რაც მისთვის გასაგებია.
ბუალო: ცუდი ჩვევები რატომღაც კარგ ხასიათზე გვაყენებენ.
მონტენი: ჩვენი მთავარი შეცდომაა, რომ ვუსმენთ არა იმიტომ, რომ გავიგოთ, არამედ რომ ვუპასუხოთ.
ჩერჩილი: ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ დაგჭირდა ხმალი, ის მთელი ცხოვრება დაგჭირდება.
ფროიდი: თქვენი პიროვნების მასშტაბი იმ პრობლემის სიმრავლით განისაზღვრება, რომელსაც წყობიდან გამოჰყავხართ.
რაბლე: ბრძენი ხარ მაშინ, როცა შენთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს შენ აღარ გაღელვებს.
ტოლსტოი: სილამაზე კი არ იწვევს სიყვარულს, სიყვარულს შეუძლია დაგვანახოს სილამაზე.
დოსტოევსკი: იცით, რატომ შეიძლება, ადამიანი იყოს მარტოხელა? იმიტომ რომ ოდესღაც სიყვარული შეეძლო.
ბაირონი: მე თუ შემეკითხებით – „ბევრს უყვარდი შენ?“ დაუფიქრებლად ვუპასუხებ, არა, მათ უყვარდათ საკუთარი თავი ჩემთან ახლოს.