კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ „იფურჩქნება“ ყველა ტიპის ვამპირი თქვენგან მიღებული სიკეთის საპასუხოდ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლება, თუ მასში შხამი საკვების ან სასმლის გზით მოხვდა. მაგრამ, რა მოვუხერხოთ მოულოდნელ „თავდასხმას“ არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან! ნებისმიერ შხამსა თუ ტოქსინზე ნაკლებ საშიში როდია მათი, ეგრეთ წოდებულ ენერგოვამპირთა „კეთილგანწყობა“ ჩვენდამი, მით უმეტეს –ჯანმრთელობისთვის. როგორ დავიცვათ თავი ენერგეტიკული ვამპირებისგან? თუმცა, სანამ თავდაცვაზე გადახვალ, ჯერ „მტერი“ უნდა ამოიცნო, რაც არც ისე იოლია, ისინი ხომ ოსტატურად ინიღბებიან. ამ ინტერვიუში ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი ბატონი გელა ბ. გაგვარკვევს ენერგოვამპირთა კლასიფიკაციაში, გაგვაცნობს ცალკეულ ტიპსა და მათთან ურთიერთობის საკითხებს, გვირჩევს, როგორ დავიხსნათ თავი „ვამპირის კლანჭებისგან“.
– ჩვენ ირგვლივ ბევრია მხოლოდ ნეგატივზე ფოკუსირებული არაკეთილმოსურნე ადამიანი, რომელსაც ძალა შესწევს, ჩვენივე პოზიტიურსა და პროდუქტიულ უნარებს ჩამოგვაშოროს: დაგვაკარგვინოს ინტერესი საყვარელი საქმისა თუ იმ ყველაფრისადმი, რაც უკეთესს გაგვხდიდა. ისინი ისრუტავენ პოზიტივის მთელ ორგანულ მარაგს და ჩვენს შემეცნებაში ნეგატივს ნერგავენ. ათას მოტივს იგონებენ იმისთვის, რომ ვიღაცასთან მაინც გაგიფუჭონ ურთიერთობა. სწორედ ასეთია ენერგოვამპირი და გარეგნულად სულაც არ ჰგავს მხატვრულ ლიტერატურასა და ისტორიაში აღწერილ თუ ფილმებში ნანახ, პირსისხლიან (ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით) ვამპირს, ღამღამობით რომ აჩენს თავის ნამდვილ სახეს. სისხლს არ სვამს, მაგრამ შეუძლია, სრულად აკონტროლოს თქვენი ბედი. საკუთარი იდენტობა დამალოს და ისე შემოვიდეს ნდობაში, რომ ზოგ მომენტში სინდისის ქენჯნაც კი იგრძნოთ მის წინაშე. ასეთების მოცილება არცთუ იოლია, მაგრამ არ ინერვიულოთ, არსებობს გამოსავალი და ამას ახლავე შეიტყობთ.
– ვიცი, რომ ენერგოვამპირთა რამდენიმე ტიპი არსებობს...
– ენერგეტიკულ ვამპირთა სულ ოთხი ძირითადი ტიპია. პირველს მიაჩნია, რომ ყოველთვის მართალია, მიუხედავად იმის, რას ფიქრობს ამაზე სხვა. სწორია მხოლოდ მისი ნათქვამი და თქვენ ვეღარაფერს გახდებით. რომც იცოდეს, რომ მართალი არ არის, ამას არასდროს აღიარებს. ამ თითქოს და ბავშვური სიჯიუტის გამო, მას ვერასდროს დაამარცხებთ. თქვენი ურთიერთობა ცალ კარში თამაშია და მეტი არაფერი. ამიტომ, ეცადეთ, არ დაუახლოვდეთ. მაგრამ, თუ ნათესავი ან პოტენციური პარტნიორია, იცოდეთ, მასთან ურთიერთობა აუცილებლად იმოქმედებს თქვენს მომავალზე. მეორე ტიპის ენერგოვამპირი გიჟდება დრამასა და ყველაფერ დრამატულზე – როცა მის ირგვლივ დრამა თამაშდება და თავად სამყაროს ცენტრი ხდება. ალბათ, გყოლიათ ნაცნობი თქვენს დაბადების დღეზე იმიტომ არ მოვიდა, რომ პარტნიორს დაშორდა? ის ვამპირია და დრამა გაითამაშა: რაიმე მოულოდნელი თუ ხდება ცხოვრებაში, მაშინვე ავიწყდება მიცემული პირობა. თავყრილობაზე გამოგონილ ამბავსაც კი მოყვება, საკუთარი პერსონა რომ გამოკვეთოს და სხვა დაამციროს. გაიხსენეთ, არის თქვენს საახლობლოში ისეთი ვინმე, სასიამოვნო ამბავი რომ არასდროს არავისთვის უთქვამს? შწორედ ისაა მეორე ტიპის ენერგოვამპირი. სასწრაფოდ გაწყვიტეთ მასთან კავშირი და არც იფიქროთ, რომ გამოსწორდება. მესამე ტიპის ენერგეტიკული ვამპირი მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას მიიჩნევს სერიოზულად და აბსოლუტურად სულერთია, რა გაწუხებთ და გაფორიაქებთ თქვენ – თავიანთ სამყაროში ჩაფლულებს, სადღა სცალიათ თქვენი პრობლემებისთვის. ნაკლებად ეკონტაქტეთ მას, რადგან თქვენი განცდები სულაც არ ანაღვლებს – შეუძლია, ღამით უდარდელად ამოუშვას ფშვინვა მაშინაც კი, თუ სწორედ მის გამო ჩავარდით ცუდ დღეში. ეცადეთ, მასთან ერთად არ მოხვდეთ ოთახში მოგზაურობასა თუ მივლინების დრო, თორემ უკანასკნელ მომენტში მაინც შეგარცხვენთ. დაბოლოს, მეოთხე, ყველაზე გამანადგურებელი ტიპი: იტყუება, რომ თავი არ გაამჟღავნოს და საწადელს მიაღწიოს – ამისთვის ყველას და ყველაფერს ისე გამოიყენებს, სინდისი არც შეაწუხებს. მარცხის შემთხვევაში კი, ხელს აუცილებლად სხვისკენ გაიშვერს და საკუთარ თავზე იოტისოდენა პასუხისმგებლობას არ აიღებს. უბრალოდ, ნათხოვარი ნივთი რომ გაგიფუჭოთ, თავს მოგაჩვენებთ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. არავითარ შემთხვევაში არ ასესხოთ მას ფული. ასეთია ძირითადი კლასიფიკაცია, თუმცა სხვაგვარიც არსებობს: საკუთარ თავზე შეყვარებული (იგივე ნარცისი); ვამპირი-მსხვერპლი – უნდა, რომ ყველას ეცოდებოდეს; ვამპირი-კონტროლიორი – უყვარს სხვისი გაკონტროლება და თავის ჭკუაზე ტარება; ვამპირი-ყბედი – გამუდმებით თავის გრძნობებსა და გამოცდილებაზე გელაპარაკებათ და მცირე შანსსაც არ გიტოვებთ, საკუთარი აზრი გაუზიაროთ; „დრამის დედოფალი“– სასურველ ენერგიას იღებს იმით, რომ „ბუზს სპილოდ აქცევს.“
– როგორ დავიცვათ თავი ენერგოვაპირებისგან?
– მაშ ასე, გაარკვიეთ, ვინ არის თქვენს წრეში ენერგოვამპირი ანუ ტოქსიკური ადამიანი? დადგა დრო მის მოშორებაზე იზრუნოთ. ენერგოვამპირი მანიპულატორი და ეგოისტია. მასთან რთული და შეუძლებელიც კია მუშაობა. რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაანახვებ. უჭირს ემოციების მოთოკვა და ბოდიშის მოხდა. თუ გრძნობთ, რომ ვინმესთან მუშაობისას უფრო მეტს კარგავთ, ვიდრე იძენთ, დროა, ამ ყველაფერს დაემშვიდობოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ წაიწევთ, მხოლოდ ერთ ადგილს დატკეპნით. ენერგოვამპირს ვერ მოიშორებთ მხოლოდ იმით, თუ ეტყვით: „შემეშვი“, პირიქით, უფრო მეტად ჩაგაფრინდებათ თავისი „კლანჭებით“. თუმცა, ამან არ შეგაშინოთ, გარკვევით აუხსენით, რას ფიქრობთ მასზე და დაიცავით საზღვრები. „ტოქსიკოზებს“ არ მისცეთ საშუალება, სისუსტე შეგამჩნიონ, თორემ ხელახლა შემოიჭრებიან თქვენს ცხოვრებაში. დაბლოკეთ ის ტელეფონში და სოციალურ ქსელებეში, არ შეამოწმოთ მისი ფოსტით თუ სხვა, ნებისმიერი გზით მოწოდებული ინფორმაცია, თუნდაც ნახევარი წლის შემდეგაც კი. ისინი იკვებებიან თქვენი სიკეთით: გასცემთ მას? – თქვენვე ზიანდებით. „ვამპირები“ კი თქვენი ნდობითა და სიკეთით იფურჩქნებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უხეში და ბოროტი გახდეთ. დარჩით ისეთად, როგორიც ხართ, უბრალოდ, ზედმეტად ნუ გადაჰყვებით მათ. არ დაჰყვეთ მის ნებას და როცა გადაწყვეტთ, რომ გამოემშვიდობოთ, უკან აღარ დაიხიოთ. მაგრამ, თუ ის ოჯახის წევრია, ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ აშკარა საზღვრების გავლება. მაგალითად, შეეხმიანეთ მხოლოდ ტელეფონით და ისიც თვეში ერთხელ, ან მოინახულეთ, ოღონდ მხოლოდ დასვენების დღეებში ან დღესასწაულებზე. მართალია, ურთიერთობები აუცილებელია, მაგრამ არა ისეთი, მხარში დგომაზე მეტი, ტკივილი რომ მოაქვს. რაც დროულად მოიშორებთ თავიდან „ტოქსიკურ ადამიანებს“, მით მეტი დრო დაგრჩებათ პოზიტიურებისთვის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ მათთან, ვისაც თქვენს ცხოვრებაში ღიმილი და სიხარული შემოაქვს და დაშორდით ყველას, ვისაც უფრო მეტი ნეგატივი ახლავს, ვიდრე – პოზიტივი.
скачать dle 11.3