კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ვის მიაბარეს პატარაობაში გიორგი მთაწმინდელი, როგორი ხალხი ზრდიდა, რისთვის ამზადებდნენ და რატომ გააგზავნეს ათონის მთაზე ის

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე სამცხეში ცხოვრობდა გავლენიანი ოჯახის შვილი – იაკობი. მისი უფროსი ძმები, დავით მესამე კურაპალატთან და ბაგრატ მესამესთან დაახლოებული პირები იყვნენ. იაკობიც მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებდა ბაგრატ მესამისა და გიორგი პირველის კარზე.
ერთხელ, მეფემ იაკობი რაღაც საქმეზე სპარსეთს გააგზავნა. გზად თრიალეთში, ერთ დაბაში გაჩერდა. იქ გაიცნო ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი, რომელთაც ერთადერთი შვილი ჰყავდათ – სათნო მარიამი. იაკობს ძალიან მოეწონა მშვენიერი ქალწული და მის მშობლებს სთხოვა, სპარსეთიდან რომ დავბრუნდები, თქვენი ასული მომათხოვეთო. მშობლებს უძნელდებოდათ დედისერთა შვილთან განშორება. ქალიშვილის მთხოვნელები ბევრი ჰყავდათ. იაკობი შეჰპირდა, საცხოვრებლად თქვენთან დავრჩებიო.
იაკობმა შეასრულა დავალება და მოიმადლიერა მეფე. გაემგზავრა თრიალეთში და იქორწინა თავის გულისსწორზე. როცა მარიამი პირველად იყო ფეხმძიმედ, მეუღლეებმა გადაწყვიტეს, შვილი ღმერთისთვის შეეწირათ. დაიბადა ასული, რომელსაც თეკლა დაარქვეს. თეკლა შვიდი წლის რომ შესრულდა, ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. მერე შეეძინათ თეოდორე. იაკობმა და მარიამმა განიზრახეს, თუ კიდევ შეგვეძინება შვილი, ისიც ღმერთს შევწიროთო.
ბავშვის დაბადების წინ, მარიამმა სიზმარი ნახა. გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: „შეგეძინებათ ძე, რჩეული ვერძი ღვთისა, უწოდეთ გიორგი და ღმერთს შესწირეთო!“ მარიამმა შიშით და სიხარულით ყველაფერი უამბო ქმარს. იაკობსაც ძალიან გაუხარდა. რამდენიმე დღეში შეეძინათ გიორგი. ეს მოხდა 1009 წელს თრიალეთში. სულ ექვსი შვილი შეეძინათ იაკობს და მარიამს – სამი ძე და სამი ასული.
ბავშვობიდან განსაკუთრებული ყოფილა პატარა გიორგი. ერთხელ სათამაშოდ ყოფილა მდინარე ქციის (დღევანდელი მდინარე ხრამის) პირას. ღრმა წყალში დაუნახავს ცეცხლოვანი ჭაბუკი, რომელიც თავისთან იწვევდა, წყალში: მოდი ვიმღეროთო. ის იყო, ბავშვი მდინარეში უნდა გადამხტარიყო, რომ გამოცხადებია სპეტაკით მოსილი ჭაბუკი, ანგელოზი. ხელში ხელი წაუვლია, არ გაუშვია და უთქვამს: ჩემთან იყავი, მე უფრო უკეთესი მოყვასი ვარ შენიო.
შვიდი წლის ასაკში გიორგიც ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. იმ პერიოდში მისი ბიძები, მამამისის უფროსი ძმები – გიორგი მწერალი და საბა, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. მათ გაიგეს ტაძრისში მათი ძმისწულის ყოფნის შესახებ და სთხოვეს იაკობს, ხახულში გადაეყვანა ვაჟი.
ათი წლის გიორგი მამამ ხახულში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წაიყვანა და თავის ძმებს ჩააბარა. ლავრის წინამძღვარი მამა მაკარი იყო. იმავე მონასტერში მოღვაწეობდა ბაგრატ მესამის ძე, გიორგი პირველის ძმა, ბასილი – განთქმული მწერალი, მთარგმნელი და მწიგნობარი. ხახულში მოღვაწეობდა ცნობილი მნათე – ანტონი. მონასტერში ყველამ დიდი სიხარულით მიიღო გიორგი.
პატარა მორჩილი მიაბარეს ცნობილ ილარიონ თვალოელს (თუალელს), სახელგანთქმულ მთარგმნელსა და მწიგნობარს. პატარა გიორგის მან შეასწავლა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, გალობა და საღვთო სჯული. რაც კი ქართულ ენაზე წიგნები იყო, ყველა მალე დაისწავლა და ბერძნულსაც დაეუფლა პატარა მორჩილი.
ერთხელ მონასტერში ხანძარი გაჩენილა. პატარა მორჩილს ღრმა ძილით ეძინა. ის გააღვიძა სპეტაკით მოსილმა ჭაბუკმა, ხელი მოჰკიდა, ცეცხლიდან უვნებლად გაიყვანა და შეაფარა ერთ-ერთ ეკვდერში, რომელიც ალმოდებული სენაკებიდან ერთი უტევანით (143 ნაბიჯით) ყოფილა მოშორებული.
ერთხელ ხახულის მონასტერში მივიდა ფერის ჯოჯიკის ძე, გიორგი პირველის სიძე – დის ქმარი. მან თავის კარზე, ტვარწატაფში მიიწვია გიორგი მწერალი, ოჯახის მოძღვრად და მწიგნობრად. ბიძამ თან წაიყვანა პატარა გიორგიც, რომელიც მას ეხმარებოდა, გალობდა, მსახურებდა და ხმამაღლა უკითხავდა ტექსტებს, რადგან ბიძამისი უკვე მოხუცებული იყო. ბაგრატ მეფის ასულმა ძალიან გაიხარა და შვილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის მომავალი მნათობი. მათი ოჯახი ამ დროს ბიზანტიის ქვეშევრდომად ითვლებოდა, რადგან ეს ტერიტორები ბერძნებს ჰქონდათ დაპყრობილი.
ბასილი ბულგართმმუსვრელის ბულგარეთში ომით ისარგებლა ჩვენმა ხელმწიფემ და ბიზანტიის მიერ მიტაცებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწები დაიკავა. განრისხებულმა ბასილი ბულგართმმუსვრელმა საქართველოს დიდი არმიით შემოუტია. ფერის ჯოჯიკის ძე პატრიოტი იყო და ზურგიდან აუჯანყდა ბიზანტიის კეისარს. მას არზრუმის, ბასიანის, ტაოს, სპერისა და სხვა ძველი ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება უნდოდა. გიორგი პირველმა ერთხელ კი შესძლო მრისხანე ბასილის დამარცხება, მაგრამ მეორედ, არაორგანიზებული სარდლობის გამო, ომი წააგო. იძულებული გახდა, იმპერატორს დაზავებოდა და თავისი სამი წლის ვაჟი, ბაგრატი კონსტანტინოპოლში მძევლად გააგზავნა. ბასილი კეისარმა ფერის ჯოჯიკის ძე შეიპყრო და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე კი, საქართველოს მეფის და, კონსტანტინოპოლში მძევლად წაიყვანა. მეფის ასულსა და სხვა მძევლებს თან გაჰყვნენ გიორგი მწერალი და მისი ყრმა ძმისწული. ეს მოხდა 1022 წელს.
ბიზანტიაში გიორგიმ გაიღრმავა ბერძნული ენის ცოდნა და მაშინდელი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრების მიღწევებს ეზიარა. 1034 წელს დაბრუნდა საქართველოში და 25 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. მერე ისევ გაემგზავრა უცხოეთში. ჯერ შავ მთაზე წავიდა, სირიაში და იქ ცნობილ ქართველ წმიდა მამას, გიორგი დაყუდებულს (შეყენებულს) დაუმოწაფდა. გიორგი დაყუდებული ზრუნავდა, ნათარგმნი წიგნებითა და ორიგინალური ნაწარმოებებით გამდიდრებულიყო ქართული ეკლესიისა და ხალხის ბიბლიოთეკა და მისთვის ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდის დამოწაფება დიდი ბედნიერება გახლდათ.
გიორგი დაყუდებულმა სამი წელი რომანწმიდის მონასტერში გააჩერა გიორგი ბერი, განამტკიცა  სიმდაბლესა და მორჩილებაში, სქემმონაზონად აკურთხა და შემდეგ იერუსალიმში გააგზავნა მოსალოცად. უფლის საფლავის მოლოცვის მერე, ახალგაზრდა ბერი მოძღვართან დაბრუნდა. მაშინ გიორგი დაყუდებულმა გაუმხილა თავისი მიზანი  შეგირდს და სთხოვა, ათონის მთაზე გამგზავრებულიყო და გაეგრძელებინა დიდი ექვთიმე მთაწმინდელის საქმე – ეთარგმნა საღვთო წიგნები და ორიგინალურებიც შეექმნა.
„ეს მხოლოდ განმღრთობილთა საქმეაო“ – უარზე იყო ახალგაზრდა სქემმონაზონი. მაგრამ მოძღვარმა დაარწმუნა: „ჩვენი ქართველი ხალხი ძალიან უყვარს და ეწყალვის ღვთისმშობელს და ის მოგიმართავს ხელსო“.
მორჩილად გაემგზავრა ახალგაზრდა სქემმონაზონი ათონის წმიდა მთაზე, ივერთა მონასტერში, სადაც დიდი სალიტერატურო სკოლა არსებობდა და მალე სათავეში ჩაუდგა მონასტერს.
скачать dle 11.3