კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 დაზღვევის გარეშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-8(947)


ზურაბ კაშიამ თავი ასწია. ფეხზე წამოიჭრა. „ბოჩკას“ ხორხში ჩაავლო სამი თითი და კბილებში გამოსცრა:
– მოგკლავ! ერთი მოძრაობით ამოგხდი სულს! მაინც შენი ბრალია ჩემი ცოლ-შვილის სიკვდილი.
ოთარ კასრაძემ ელვისებური მოძრაობით გაითავისუფლა თავი. კაშიას ხელის მტევანი გადაუგრიხა და ძირს დააგდო. ხმაურზე „ბოჩკას“ ათივე პირადი მცველი პისტოლეტმომარჯვებულები შემოცვივდნენ ოთახში, მაგრამ კასრაძემ ისინი ხელის მოძრაობით უკან გააბრუნა და წაქცეულ კაშიას უთხრა:
– დამშვიდდი და თავს ნუ მესხმი. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.
„რუხი“ სკამს დაუბრუნდა და „ბოჩკას“ ჰკითხა:
– რა არის კონტროლის ქვეშ?
– თუნდაც შენ, – ირონიით უპასუხა კასრაძემ და დაამატა, – ჩემს მოსაკლავად ასე მოუმზადებლად რამ ჩამოგიყვანა?
– საიდს არ ეღალატა, სულს გაგაცხებინებდი.
– საიდი რა შუაშია, „რუხო“? ნუთუ შენ გგონია, რომ საიდმა მართლა გიღალატა.
– აბა, დაგესიზმრა, რომ აქ ვიყავი?
– არა, საიდმა შემატყობინა.
– მაშინ, რატომღა ამბობ, საიდი რა შუაშიაო?
– საიდს მე ვუთხარი, რომ შენ მასთან ჩამოხვიდოდი და ვთხოვე, მძინარე დაეხვედრებინე ჩემთვის. სულ ესაა და რა შუაშია აქ ღალატი. საიდი ჩემი კაცია და ჩემი დავალებით შეგეკრა და გაწვდიდა ინფორმაციებს, რომლის რეალიზებასაც შენ ახორციელებდი.
– ანუ, მიყენებდი?
– მართალი ხარ, გიყენებდი. ჩემს მტრებს შენი ხელით ვანადგურებდი.
– ანუ, მე მარიონეტი ვიყავი თქვენს ხელში?
– ჩვენში ვის გულისხმობ?
– ჩემს უფროსობას და თქვენ, ამ შემთხვევაში კი – შენ, ანუ ბოროტმოქმედებს.
– „რუხმა“ როგორც იქნა, ტვინი გაანძრია, – მხიარულად თქვა „ბოჩკამ“. გადაიხარხარა და დაამატა, – როგორც იქნა, დავიდა, ხომ, შენამდე ყველაფერი?
– ესე იგი, თავიდანვე იცოდი, რომ შენს მოსაკლავად მოვიდოდი და წინასწარ მოემზადე?
– მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენი ცოლ-შვილის ამბავი შევიტყვე. ხომ გითხარი უკვე. თუმცა, ბოლომდე არ მაცალე და ლამის სული ამომართვი.
– თქვი, გისმენ.
– როგორც უკვე გითხარი, თავიდან მეგონა, რომ ჩემი ტერმინატორად გამოყენება სურდათ. ხოლო შემდეგ შენი ცოლ-შვილის ამბავი რომ შევიტყვე და ყველაფრის კომპლექსური ანალიზი გავაკეთე, მივხვდი, რომ ჩემი მოკვლა ჰქონდათ განზრახული და ამ საქმისთვის შენზე უკეთეს შემსრულებელს ვერ იპოვიდნენ.
– შენი მოკვლა რისთვის უნდოდათ?
– ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩემი ჩანაცვლება სურთ თავიანთი კანდიდატურით და ამჟამად სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ.
– ჩამნაცვლებლებში ჩემს უფროსობას გულისხმობ?
– ჰო. თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით ვარ ამაში დარწმუნებული.
„რუხმა“ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია. რუსული მაფიის ერთ-ერთი ბოსის ლიკვიდაცია რომ ცალსახად საკუთარ თავზე აიღოს საქართველოს უშიშროებამ, ვფიქრობ, სასაცილოც კია. რუსებს ხომ არ შეეკრნენ ჩვენები შენ წინააღმდეგ?
– ზუსტად ვიცი, რომ არა, –  თავი გააქნია „ბოჩკამ“ და დაამატა, – აქ სულ სხვაგანაა დამარხული ძაღლის თავი.
– სხვაგან, სად? დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენები ამას დამოუკიდებლად ვერ გაბედავდნენ. აუცილებლად „კრიშა“ უნდა ჰყავდეთ. ამერიკელები ან ბრიტანელები, ან კიდევ სხვა ვინმე ხომ არ უდგას მათ გვერდით?
– ჯერ არ ვიცი. ვიკვლევ, – მშრალად თქვა „ბოჩკამ“.
– თუ მართლა შენი ჩანაცვლება უნდათ, მაშინ აუცილებლად რუსეთის უშიშროება უნდა იყოს საქმის კურსში, რასაც შენ კატეგორიულად უარყოფ. სხვაგვარად ეს ვარიანტი გამორიცხულია.
– ვიცი, რომ მასეა და ჩიხში ვარ შესული. ვერ ვხვდები, რა ხდება.
– იქნებ, არ იცი და ჩვენები მართლა რუსებთან არიან შეკრულები?
– ზუსტად ვიცი, ზუსტად და ამას წყალი არ გაუვა.
– ვინმე დამოუკიდებელი მოთამაშე ხომ არ ცდილობს თამაშში შემოსვლას, რომ შენი ლიკვიდაციით ყველანი ფაქტის წინაშე დააყენოს. ამით, ერთი მხრივ, საკუთარ სიძლიერეს, მარიფათს უჩვენებს თამაშის მონაწილეებს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მათ ახალი იდეა შესთავაზოს, რა თქმა უნდა, თქვენ ბიზნესს ვგულისხმობ.
– საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი ვერსიაა, მაგრამ, თუკი მართლა მასეა და დამოკიდებელი მოთამაშე ცდილობს შემოძრომას, გარწმუნებ, რომ ჩემი ლიკვიდაციაც რომ მოახერხოს, განწირულია. მას რუსები არ აპატიებენ.
– რუსულ უშიშროებას გულისხმობ, ხომ?
– სხვებსაც, მაგრამ პირველ რიგში, მათ.
– კი მაგრამ, ისეთი რა ბაჯაღლო ოქრო ხარ მათთვის, რომ შენს დაკარგვას ვერ აინაზღაურებენ?
ოთარ კასრაძეს ჩაეცინა და კაშიას უთხრა:
– ეს ჩემი საიდუმლოა, მაგრამ გენდობი და გეტყვი.
– მენდობი? – გაუკვირდა „რუხს“.
– კი. თითქმის ასი პროცენტით გენდობი და შენს პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ.
– მადლობელი ვარ ნდობისთვის. აბა, გისმენ. თქვი.
– ჩემი სიმამრი, გენერალი პავლე კოზლოვია. სამვარსკვლავიანია. გენერალ-პოლკოვნიკის ჩინს ატარებს. სპეცოპერაციების სამმართველოს უფროსია. მისი ერთადერთი ქალიშვილის, სვეტას ქმარი ვარ და ორი შვილი გვყავს: პეტრე – მამაჩემის სეხნია და პავლე – გენერალ კოზლოვის სეხნია. ხვდები ახლა, თუ რატომაა ჩემი ლიკვიდაცია უსასტიკესად დასჯადი.
– გასაგებია, – თქვა „რუხმა“ და დააყოლა, – ესე იგი, შენი საქმიანობიდან გამომდინარე, მალავ, რომ ცოლ-შვილი გყავს. ალბათ, ეს გენერალმა სიმამრმა გირჩია, ხომ?
– მას მე ვუთხარი  და თვითონაც  დამთანხმდა.
– თუ საიდუმლო არაა, მომიყევი, როგორ დაქორწინდი გენერლის ქალიშვილზე.
– სვეტა ჯერ კიდევ ჩემს გამაფიოზებამდე გავიცანი მოსკოვში. ერთ-ერთ ბარში ვიჩითებოდი და ლამაზი, თვრამეტი წლის გოგონა მომეწონა. გავიცანი. მასაც მოვეწონე და ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ეს შევიტყვე. ეგონა, მივატოვებდი, მაგრამ ცოლობა ვთხოვე და არც კი ვიცოდი, ვისი შვილი იყო. თავისი მშობლების გასაცნობად პოდმოსკოვიეში წამიყვანა აგარაკზე და ყველაფერი მაშინ გავიგე. გენერალმა მაგრად ჩამომართვა ხელი. გამიღიმა და მითხრა:
– ყოჩაღ, ქართველო. პატიოსანი კაცი ყოფილხარ. სვეტასგან შენზე ყველაფერი ვიცოდი და გაკვირდებოდი. სვეტა ჩემი ერთადერთი ქალიშვილია. მთელი ჩემი ქონება მისია, ახლა უკვე – თქვენი და სიკეთეში მოიხმარეთო.
 ერთი სიტყით, დავქორწინდით და რადგან ჩემი გზა უკვე არჩეული მქონდა, გენერალს ვუთხარი, რომ ჩემი და სვეტას ამბავი საიდუმლოდ შეგვენახა. ჩემმა სიმამრმა ყურადღებით მომისმინა და მითხრა:
– ოთარ, მე იმაზე მეტი ვიცი შენზე, რაც შენ წარმოგიდგენია.
– რას გულისხმობთ? – ვკითხე გენერალს.
– ვიცი, რომ რუსულ მაფიაში გინდა შეღწევა და დამკვიდრება და ისიც ვიცი, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებულად გადადგი. თუკი ბოლომდე მაგ აზრზე იქნები და არ გადათქვამ, მაშინ შენთან შემხვედრი წინადადება მაქვს.
– არ გადავთქვამ. გამაცანით თქვენი წინადადება, – მივუგე სიმამრს.
გენერალმა პაუზა გააკეთა და მითხრა:
– რადგან ჯიუტად დგახარ შენსაზე, გეტყვი, რომ იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს ჩემი უწყება აკონტროლებს და არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიო ბრუნვის 30 პროცენტი, ანუ თითქმის მესამედი ჩვენს ხელთაა. აქედან გამომდინარე, ამ მაფიის ყველა ბოსი ჩვენი კაცია და რადგან ისევ იმავე აზრზე ხარ, ერთ-ერთი მათგანი შენ იქნები. გაწყობს?
– რა თქმა უნდა, მაწყობს. მოსკოვში სწორედ ამიტომ ჩამოვედი და რომ იტყვიან, ტუზი დამეცა, – ვუთხარი ჩემს სიმამრს.
– აი, ჩემო ზურაბ, ასე მოვხვდი, ეგრეთ წოდებულ, გავლენიან ბოსებში და თუკი სხვა ჩემი კოლეგების შეცვლა გენერალს იოლად შეუძლია, ჩემს სიკვდილს ის არ შეურიგდება და ჩემი გულისთვის არავის დაინდობს. გასაგებია არა?
– კი. გასაგებია, – მიუგო „ბოჩკას“ „რუხმა“ და დაამატა, – ესე იგი, ამ ბიზნესში შენ თავიდან ბოლომდე „ეფესბეს“ კაცი ხარ.
– მასეა.
– მაშინ, შენი სიმამრი რატომ არ ჩალიჩობს ყველაფრის გაიასნებაზე, ანუ იმის გარკვევაზე, თუ რა მოხდა?
– ჩალიჩობს. როგორ არ ჩალიჩობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გაარკვია. ჩვენი ერთგული კაცი თქვენთან ამბობს, რომ საქართველოს უშიშროება არაფერ შუაშიაო და მართალია, ეს არ გვჯერა, მაგრამ ვერავის მივაკვლიეთ.
– თქვენი კაცი ჩვენთან ვინაა, თუ რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არაა.
– რა თქმა უნდა, საიდუმლოა, მაგრამ შენ გეტყვი.
– თქვი. გისმენ, – მიუგო „რუხმა“ და სმენად იქცა.
– ჯონდო ხადური – შენი უშუალო უფროსი, – უთხრა ზურაბს „ბოჩკამ“.
– სამწუხაროა. გამოდის, რომ კაცი, რომელსაც მე ვენდობოდი, ნაძირალა გამყიდველი ყოფილა და სასიკვდილოდ გამომიშვა. მან ხომ იცოდა, რომ შენს მოსაკლავად მოვდიოდი. ალბათ, წინასწარ შეგატყობინათ კიდეც.
„ბოჩკას“ გაეცინა და „რუხს“ უთხრა:
– საქმეც იმაშია, რომ ხადურს ჩვენთვის არაფერი შეუტყობინებია.
– ეგ როგორ? შენ არ თქვი, – ჩვენი კაციაო, ლოგიკურად სწორედ მასეა და თქვენთვის ეს უნდა შეეტყობინებინა.
– კი. ლოგიკურად მასეა და ერთი ძაღლის თავიც სწორედ მანდაა დამარხული. გამოდის, რომ ხადურმა იცოდა, შენ ჩემს მოსაკლავად მოდიოდი და არ შემატყობინა. ესე იგი, ისიც ამ შეთქმულების მონაწილეა და აიძულეს, რომ ასე მოქცეულიყო.
– აიძულეს? ვინ?
– იმან, ვინც მე, უფრო სწორად კი ჩვენ გვიწყობს ამ შეთქმულებას და დანარჩენი ძაღლის თავებიც სწორედ მანდაა დამარხული. ხადური ამ თამაშში, შეიძლება ითქვას, პაიკიც არაა და მას ბევრად მსხვილი ფიგურები იყენებენ რაღაც კომბინაციისთვის, რომელიც ჯერჯერობით ვერ გამოვიცანით. ამ კომბინაციას კი ჩემი ლიკვიდაცია სჭირდება და საბოლოო მიზანი რა არის, ვერ ვხვდებით. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვერ ვხვდებით.
– როცა მიხვდებით, შეიძლება, უკვე გვიან იყოს, – თქვა კაშიამ.
კასრაძეს გაეცინა და თქვა:
– მართალი ხარ, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ.
– რაიმე გეგმა გაქვთ?
– კი.
– თქვი, თუ რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის.
– რა თქმა უნდა, საიდუმლოა, მაგრამ შენ ამ გეგმის ყველაზე მთავარი ნაწილი ხარ და უნდა იცოდე.
– მითხარი, გისმენ.
– ჩვენი გეგმის მიხედვით, ისე ვიზამთ, რომ თითქოს შენ მე მომკალი. თითქოს დინამიტი შეიბი და ჩემთან ერთად აფეთქდი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ცხედრები, რა თქმა უნდა, არსად გამოჩნდება. და სწორედ ამის მერე „გაიასნდება“ თუ ვის და რაში სჭირდებოდა ჩემი უპირობო ლიკვიდაცია. გასაგებია?
– კი. გასაგებია, – მიუგო „რუხმა“.
– ახლა კი შენთვის ყველაზე მთავარს გეტყვი, – უთხრა „რუხს“, „ბოჩკამ“ და გაუღიმა.
– თქვი. გისმენ.
– შენი ცოლ-შვილი ცოცხალია, – უთხრა კასრაძემ კაშიას და ღიმილიანი მზერა მიაპყრო.
– „რუხი“ შეცბა და გაფითრდა, თან ცივმა ოფლმა დაასხა. შემდეგ იფიქრა, რომ ეს სიტყვები მოეჩვენა. ბოლოს „ბოჩკას“ შეხედა და გაუბედავად უთხრა:
– გაიმეორე, რა თქვი, კარგად ვერ გავიგე.
– შენი ცოლ-შვილი ცოცხალია. ხადურმა და კამპანიამ შოუ დაგიდგეს, რომ ჩემს მოსაკლავად გამოეშვით და უნდა გითხრა, რომ საკმაოდ ეფექტური სვლა გააკეთეს, – ღიმილით უთხრა კაშიას კასრაძემ.
„რუხმა“ ამოიხვნეშა და თავი ჩაჰკიდა. შემდეგ ოფლი მოიწმინდა და კასრაძეს უთხრა:
– შოუს ვუჩვენებ მე მაგათ, სად არიან ჩემები?
– შოუ ერთად უნდა ვუჩვენოთ. შენები კი საგურამოში, უშიშროების ერთ-ერთ აგარაკზე არიან და თავს კარგად გრძნობენ. ეს ინფორმაცია ჩვენმა კაცმა მოგვაწოდა, რომელიც იქ დაცვაში მუშაობს, – მიუგო კასრაძემ კაშიას. შემდეგ ტელეფონში ჩაწერილი ერთწუთიანი ვიდეოკადრები ანახვა, რომელზეც ეკა და თეა კაშიები იყვნენ აღბეჭდილები და დააყოლა, – ხომ დარწმუნდი, რომ სიმართლეს გეუბნებოდი?
– მე ამის გარეშეც დაგიჯერე, – თქვა „რუხმა“ და დააყოლა, – ჩემი კოლეგები წესების გარეშე მეთამაშებიან, ისე, როგორც მტერს და ახლა უკვე მეც მაქვს უფლება, ანალოგიური პასუხი გავცე. ამიერიდან მათთან მიმართებაში აღარც მე დავიცავ წესებს.
„ბოჩკას“ გაეღიმა და „რუხს“ უთხრა:
– პირიქით, ამიერიდან წესების უმკაცრესი დაცვით მოგიწევს თამაში. ფსონში სიცოცხლეს ხარ ჩამოსული და უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება, დამღუპველი  აღმოჩნდეს – არავითარი თვითშემოქმედება. მხოლოდ და მხოლოდ უმკაცრესი გეგმით უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი ბოლომდე გავარკვიოთ.
– პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილი უნდა გათავისუფლდნენ ტყეობიდან და უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებებში შეზღუდული ვიქნები, – უთხრა „რუხმა“ „ბოჩკას“.
– შენს ცოლ-შვილს მაშინვე გამოუშვებენ, როგორც კი ამაფეთქებ.
– შემდგოშმი მათი უსაფრთხოების ამბავი როგორ იქნება?
– დარდი ნუ გაქვს. მათ ჩვენი ხალხი ინკოგნიტოდ რუსეთში ჩამოიყვანს  და მალევე იხილავ. ამის მერე კი, ალბათ, დროებით კვლავ მათთან განშორება მოგიწევს, შენს მოღალატე უფროსს რომ მოვუყომაროთ.
– დიდი სიამოვნებით ამოვართმევ სულს ხადურსა და კამპანიას, – კბილებში გამოსცრა „რუხმა“, „ბოჩკამ“ კი მიუგო:
– რა თქმა უნდა, ხადურიც ნაბოზარია, მაგრამ მის უკან უფრო ბობოლა ნაბოზრები დგანან და მათზე უნდა გავიდეთ. ყველაფერი გავიაროთ და დასასჯელი დავსაჯოთ...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3