№9 შეამოწმე ბედნიერება
როგორ ფიქრობთ, ბედნიერია თქვენი ქორწინება? შეგიძლიათ, ამ მარტივი ტესტით გადაამოწმოთ.
1. კიდევ ერთხელ რომ მოგეცეთ საშუალება, ცხოვრების მეგზურად ისევ თქვენს მეუღლეს აირჩევდით?
ა. არავითარ შემთხვევაში;
ბ. სერიოზულად დავფიქრდებოდი;
გ. დიახ, მხოლოდ მას.
2. მოგწონთ ახალი ადამიანების გაცნობა თუ უპირატესობას ძველ მეგობრებს ანიჭებთ?
ა. ძველი მეგობრები მირჩევნია;
ბ. მიზიდავს ახალი ადამიანების გაცნობა;
გ. ხანდახან რაღაც ახალი საჭიროა.
3. რომელი უფროა დაკავებული საქმეებით თქვენ თუ მეუღლე?
ა. მეუღლე;
ბ. რა თქმა უნდა, მე;
გ. ორივე თანაბრად.
4. როგორ ფიქრობთ, გაფასებთ თუ არა მეუღლე?
ა. არა, არ მაფასებს;
ბ. უფრო მეტი მადლიერება არ მაწყენდა;
გ. რა თქმა უნდა.
5. აქცევს თუ არა მეუღლე ყურადღებას, როგორ გამოიყურებით?
ა. ის ყოველთვის პოულობს რაღაც ნაკლს;
ბ. მისთვის სულერთია, რა მაცვია და როგორ გამოვიყურები;
გ. ყოველთვის ინტერესდება ამ საკითხით.
6. როგორი მეურნეა თქვენი მეუღლე?
ა. ისე რა;
ბ. კმაყოფილი ვარ, კარგი მეურნეა;
გ. ცუდი მეურნეა.
7. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მეუღლის მშობლებთან?
ა. ვცდილობ, თავი მოვარიდო;
ბ. პატივისცემით ვეპყრობი;
გ. მე მიყვარს ისინი.
8. მოგწონთ ოჯახთან ერთად დღესასწაულებისა და შვებულების გატარება?
ა. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია;
ბ. ჩემთვის სულერთია;
გ. არა, ეს ძალიან მოსაწყენია.
9. ცდილობთ თუ არა სახლის გალამაზება-გაუმჯობესებას?
ა. არა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავები მაქვს;
ბ. დიახ. როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ყოველთვის ვცდილობ;
გ. ხანდახან მახსენდება, რომ ეს საჭიროა.
ნახეთ რა გამოვიდა:
თუ პასუხების უმეტესობა არის ა ვარიანტი: თქვენს ურთიერთობებში რაღაც წესრიგში არ არის. ყველაფრიდან ჩანს, რომ თქვენთან ცხოვრება მძიმეა და ამისი არავის შეშურდება. დაფიქრდით, რა მოხდება, როცა ერთ დღეს თქვენს მეუღლეს მოთმინების ფიალა აევსება. მართალია, ისიც არ არის თქვენთან სრულად მართალი. ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. სანამ გვიან არ არის, თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი.
პასუხების უმრავლესობა არის ბ ვარიანტი: მეტ-ნაკლებად სტაბილური ურთიერთობა გაქვთ. თუმცა, აღარ გაქვთ ის მუხტი, რომელიც შეყვარებულ წყვილს ჩვეულებრივი წყვილისგან განასხვავებს. დაფიქრდით, რაშია პრობლემა. დაელაპარაკეთ ერთმანეთს. შეიტანეთ სიახლე ურთიერთობაში. გაიხსენეთ, რისი გაკეთება მოგწონდათ ყველაზე მეტად ქორწინების პირველ ეტაპზე. ერთად იმოგზაურეთ. ეს ყველაფერი ძალიან გჭირდებათ.
როცა პასუხების უმრავლესობა არის გ ვარიანტი: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თქვენ იდეალური წყვილი ხართ. ორივე ბედნიერად გრძნობთ თავს ქორწინებაში. იცით, როდის გადაახალისოთ ურთიერთობა. ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით.