კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ორგანიზმის გამწმენდი და წონაში დასაკლები სოკოს დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

სოკო დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რითიც ხელს უწყობს მის წმენდას. ამ დიეტის დაცვისას, წონაშიც იკლებთ და შლაკებისა და ტოქსინებისაგანაც თავისუფლდებით. ამ პერიოდში გამორიცხეთ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, კვების რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი და ცხარე კერძები, მოერიდეთ ტკბილეულსა და ცომეულს.
გაფრთხილებთ! თუ გაწუხებთ ალერგია, ჰიპერტენზია, ღვიძლის, თირკმლის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები, სოკოს დიეტაზე უარი თქვით.

პირველი დღე
საუზმე: შვრიის ფაფა ხილით, უშაქრო ჩაი.
სადილი: სოკოს წვნიანი ნიახურით, უცხიმო მოხარშული წიწიბურა.
ვახშამი: ზეითუნის ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათი, უშაქრო მწვანე ჩაი ლიმონით.
მეორე დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული წიწიბურა, უშაქრო ლიმონიანი ჩაი.
სადილი: ჩაშუშული სოკო პომიდვრითა და მწვანილებით, ხილის წვენი.
ვახშამი: გახეხილი სტაფილოს სალათი მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით.
მესამე დღე
საუზმე: მოხარშული ბრინჯი უცხიმოდ, ახალგამოწურული ხილის წვენი.
სადილი:  სოკოს ბულიონი, 2 ცალი სოიის კატლეტი.
ვახშამი: მოხარშული ჭარხლის სალათა ზეითუნის ზეთით.
მეოთხე დღე
საუზმე: შვრიის ფაფა ხილით, უშაქრო ლიმონიანი ჩაი.
სადილი: მოხარშული ბრინჯი სოკოთი და გახეხილი სტაფილოთი.
ვახშამი: მწვანე სალათის ფურცლები მოხარშული სტაფილოთი, კიტრით, მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით.
მეხუთე დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული წიწიბურა, უშაქრო ჩაი ლიმონით.
სადილი: ჩაშუშული სოკო მწვანილებით, ხილის წვენი.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით.
მეექვსე დღე
საუზმე: მოხარშული ბრინჯი, უშაქრო პიტნის ჩაი.
სადილი: სოკოს ბულიონი, ხილის წვენი.
ვახშამი: ცოცხლად გახეხილი სტაფილოს, სალათის ფურცლებისა და კიტრის სალათა.скачать dle 11.3