№9 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი, ვაჟი, დაიბადა 2007 წლის 15 მარტს, დილის 9 საათსა და 40 წუთზე. გთხოვთ, გვითხრათ, მომავალში რომელ სფეროში ექნება წარმატება და პირად ცხოვრებაში ვისთან იპოვის ბედნიერებას?
პასუხი: მისთვის, სამომავლოდ მისაღებია ურთიერთობა მერწყულის, კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან. პროფესიებიდან კი, კარგია: საინჟინრო საქმე, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, ხელოვნების ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 13 იანვარს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი და რომელი უცხო ქვეყანაა უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია; ტურიზმი, ქორეოგრაფია, სავაჭრო-სამაკლერო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, იურისპრუდენცია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება; გაზის ინდუსტრია; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი; სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფერო. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კანადა, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები და ავსტრია.