კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 17 წლის გოგო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა  თმის ცვენა სტრესის ბრალი იყოს?
პასუხი:
რასაკვირველია, სტრესი ბევრი პათოლოგიის მიზეზი ან ხელის შემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ თმის ცვენასთან დაკავშირებით გამორიცხოთ მისი გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები, როგორიცაა, ანემია (გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი) და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია (გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ფარისებრ მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის განსაზღვრის მიზნით).
კითხვა: შეიძლება თუ არა ხელებისა და ფეხების დაბუჟება პროთრომბინის ბრალი იყოს?
პასუხი:
ამ ჩივილს არავითარი კავშირი არ აქვს პროთრომბინთან, უფრო ხშირად ის დაკავშირებულია ხერხემლის ოსტეოქონდროზთან.
კითხვა: მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმი ტკბილეულს მთხოვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და ვის მივმართო?
პასუხი:
გაისინჯეთ სისხლში შაქრის დონე უზმოზე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ, შედეგები შეაფასებინეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დაგჭირდეთ სისხლში ინსულინის დონის განსაზღვრა.
კითხვა: მყავს 8 წლის გოგონა, იღლიაში ამოუვიდა თმა. რამდენად ნორმალურია ეს?
პასუხი:
გოგონას სქესობრივი მომწიფება იწყება 8-10 წლის ასაკში, გრძელდება დაახლოებით 7-8 წელი, დაახლოებით 10 წლიდან ჩნდება გათმიანება სასირცხო ბაგეებზე, შემდეგ კი ბოქვენზე. 11-12 წლის ასაკიდან ჩნდება გათმიანება იღლიაში, თუ პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი, ეს იმის მაუწყებელია, რომ ბავშვი ნაადრევად შევიდა გარდატეხის ასაკში და საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ზოგადად, გირჩევთ, რომ თვალყური ადევნოთ ბავშვის წონას, კვების რაციონში ჩართეთ მეტი წილი ხილი და ბოსტნეული. ბავშვი უნდა იკვებოს ჯანსაღი საკვებით, ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს. ჩააბით სპორტში ან თავად ივარჯიშოს.
კითხვა: ჩემი რვა წლის ბიჭს ყოველდღე უგროვდება გოგირდი ყურში, თხევადია და წებოვანი. ყურებიც გამოვურეცხე, მაგრამ მაინც ძალიან ჭარბად აქვს. ეს ნორმალურია?
პასუხი:
ზოგჯერ ორგანიზმს ბუნებრივად აქვს განწყობა გოგირდის ჭარბწარმოქმნისკენ. ყურის გოგირდის ჭარბი სეკრეცია ხშირად დაკავშირებულია გოგორდის გამომყოფი ჯირკვლების ხშირ გაღიზიანებასთან. რაც უფრო ხშირად გაწმენდთ გარეთა სასმენ მილს, მით უფრო გააქტიურდება გოგირდის გამომყოფი ჯირკვლები და ჭარბად გამოიყოფა. ამიტომ ყურის გაწმენდა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ არის რეკომენდებული. არ შეიძლება, მეტისმეტად ღრმად გამოწმენდა, ჩხირი და ბამბა მექანიკურად აღიზიანებენ ჯირკვლებს, აძლიერებენ მათ სეკრეციას, გოგირდი ჭარბად წარმოიქმნება, გროვდება და საცობს აჩენს. გოგირდისგან მხოლოდ ყურის ნიჟარები და გარეთა სასმენი მილი უნდა გაუსუფთაოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3