კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ჭეშმარიტების გზაზე

თუკი არ ვიქნებით შემკობილნი თავმდაბლობით, გულუბრალოებითა და კეთილქმედებებით, მაშინ ლოცვის-ყოფა არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს.
და არა მხოლოდ გარეგან სიკეთეებზე უნდა ზრუნავდეს იესოს ლოცვის მყოფელი, არამედ გულის შინაგან სიწმიდეებზეც. როგორ შეუძლია ვინმეს თქვას თავის თავზე: რაკი მე ვმარხულობ, უდაბნოში ვცხოვრობ, ვარიგებ ჩემს ქონებას, ამიტომ წმიდა ვარ?! ნუთუ წმიდა შეიძლება იყოს ის, ვინც არ განიწმინდა თავისი შინაგანი კაცი? და არა მხოლოდ ბოროტებისაგან გარეგნული განრინებით მიიღწევა ჭეშმარიტი სიწმიდე, არამედ – საკუთარ სინდისში ბოროტების აღმოფხვრით. შედი შენ, ვინც არ უნდა იყო, ბრძოლაში ტყვედაყვანილი და ცოდვის მონად ქცეული შენი სულის მოსანახულებლად...  ფსკერამდე გამოიძიე შენი აზრები, შენი განზრახვების სიღრმე გამოიკვლიე, და დაინახავ შენი სულის წიაღში მცოცავ და დაბუდებულ გველს, რომელსაც მოუკლიხარ შენი სულის ნაწილთა მოწყვლით. რამეთუ გული არის განუზომელი უფსკრული: თუ შენ ამ გველს მოსრავ, მაშინ იქადე ღვთის წინაშე შენი სიწმიდით. ხოლო, თუ ვერა, მაშინ დაიმდაბლე თავი შენი, როგორც უძლურმა და ცოდვილმა, და ევედრე ღმერთს შენში ჩამალულის (გველის) მოსასპობად.
ღირსი მაკარი დიდი
***
საღვთო მოქმედება არანივთიერია: ის არ ჩანს, არ ისმის. მისი მოლოდინი არ არსებობს, წარმოუდგენელია; ვერანაირი ამქვეყნიური შედარებით ვერ ახსნი; მოდის და მოქმედებს დაფარულად. ჯერ აჩვენებს ადამიანს თავის ცოდვას, ზრდის მის თვალში ამ ცოდვის მნიშვნელობას, მოუშორებლად აჩერებს მის თვალწინ საშინელ ცოდვას, მოჰყავს სული თვითგანსჯაში, აჩვენებს მას ჩვენს დაცემას, ამ საშინელ, ბნელ, წარსაწყმედელის ღრმა უფსკრულს, რომელშიც ჩავარდა კაცობრიობა ჩვენი პირველმშობლის ცოდვით. შემდეგ ნელ-ნელა აძლევს მას ლოცვის დროს განსაკუთრებით გულისხმისყოფასა და გულის შემუსვრილობას. შეამზადებს რა ამგვარად ჭურჭელს. უცებ, მოულოდნელად, არანივთიერად ეხება დანაწევრებულ ნაწილებს და ამთლიანებს. ვინ შემეხო? – არ შემიძლია ავხსნა: მე არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგონია, მაგრამ ვხედავ ჩემს თავს შეცვლილად, მოულოდნელად ვიგრძენი თავი ისეთად, რაღაც ახალთან შეხებისას. შემოქმედმა იმოქმედა აღდგენისას, როგორც მოქმედებდა შექმნისას... მთელ ჩემს არსებასთან მისი ხელის შეხებისას გონება, გული და სხეული ერთმანეთთან შეერთდა, შეადგინეს რაღაც ერთმთლიანი; შემდეგ ღმერთში შთაიფლნენ, –  იმყოფებიან იქ, სანამ იქ მათ აკავებს უხილავი, მიუწვდომელი, ყოვლადძლიერი ხელი.
ეპისკოპოსი ეგნატე
***
ჩვენში მადლმოსილი სულიერი ცხოვრების წარმოშობის, ანუ საღვთო სასუფევლის გაცხადების ზემოთ აღწერილ პროცესს, თან ახლავს სულის ანთება, სხვაგვარად – სულიერი სითბო.
არა მხოლოდ გონებას შეერწყმის ღმერთის შესახებ ხსოვნა და იმსჭვალება მისით, არამედ მთელი ჩვენი არსებაც იწყებს განცხოველებულ სულიერ ურთიერთობას ღმერთთან: ღმერთი ცეცხლი არს (იხ. ებრ. 12,29). და აი, სულის სითბო და წვა მკვიდრდება ჩვენში საღვთო სასუფევლის გახსნასთან ერთად. ეს მომენტი ყველაზე მეტად ხელშესახებია, გასაგებად მისაწვდომია და სულიერი ცხოვრების დაწყების ახსნისათვის ყველაზე მეტად მოსახერხებელია. ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმე გრძნობას არის აყოლილი, ამ დროს ის მთლიანად შებოჭილია ამ გრძნობით, და მზად არის და ძალაც შესწევს, უსიტყვოდ შეასრულოს ყოველივე, რისთვისაც ეს გრძნობა აღძრავს.
ეპისკოპოსი თეოფანეскачать dle 11.3