კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რაზე შეუთანხმდა პარლამენტარი ემზარ კვიციანი მამაოებს და როგორ გარისკა მან ცოლის მოყვანა

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

გასულ კვირას პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანის თაოსნობით „ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ დაფუძნდა. ცენტრის მისია  დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისთვის უცხოეთიდან დეპორტირებული ქართველების დახმარება და ახალშექმნილი ოჯახების თანადგომაა. მიზანი დიდია და ნათელი, ამის მიუხედავად, იდეის ავტორი, ფრაზის გამო – აგენტები ივლიან და  შეყვარებულებს აღრიცხავენო, ლამის ანათემას გადასცეს.  დეპუტატი ემზარ კვიციანი ამ სკანდალს  მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს მიაწერს და მოქილიკეებს, რომლებიც მას ხან განათლებას „უწუნებენ“, ხან იდეებს, საინტერესო რეკომენდაციებს სთავაზობს.      
ემზარ კვიციანი: „ემიგრანტების დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ მიზნად ისახავს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად  ესაჭიროება.  მე, როგორც დეპუტატი, ამ ცენტრის საქმიანობაში ჩართული ვარ, როგორც ლობი. არც ხელფასი მაქვს. ეს არ არის  კომერციული ორგანიზაცია, რომ მოგებაზე ვიფიქროთ. რამდენიმე დეპუტატი, როგორც მე, გარკვეულ პროცენტებს ჩვენი ხელფასებიდან ჩავრიცხავთ. ბიზნესების მფლობელი დეპუტატები უფრო მეტს ჩარიცხავენ. იმ ემიგრანტების იმედი გვაქვს, რომლებსაც უცხოეთში წარმატებული ბიზნესი აქვთ.  ასე გაერთიანებულები თუ  დავეხმარებით ხალხს. ესენი კი, პირველ რიგში,  იქნებიან  საზღვარგარეთიდან დეპორტირებულები. მათ ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ დასაქმდნენ და თავი მარტო არ იგრძნონ. საზღვარგარეთ ემიგრანტების ცხოვრება მარტივი არ არის, ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. რუსეთში 8 წელი ვიყავი ემიგრანტი. ყველაზე იაფი მუშახელი ჩვენ, ქართველები ვიყავით, რადგან საბუთი არ გვქონდა. ჯერ ამუშავებდნენ ხალხს, მერე ემიგრაციის სამსახურს დააყენებდნენ ხოლმე თავზე და საქმე გასაქცევად ჰქონდა. მეც ბევრჯერ ვყავარ ასე გადაგდებული დამქირავებლებს. ჩემს თავზე ვიწვნიე, რომ მამუშავებდნენ და ხელფასს არ მაძლევდნენ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მათ, ვისაც დაქორწინება უნდა. მაგალითად, მათ, ვინც მთაში ცხოვრებას გადაწყვეტენ, სადაც  უფინანსობისა და გაჭირვების გამო არ მიდიან. ახალდაქორწინებულები, რომლებიც  ბებია-ბაბუების  მიტოვებულ სახლებს სიცოცხლეს დაუბრუნებენ, პირველივე დღიდან მიიღებენ დახმარებას. მერე კიდევ დავეხმარებით – როცა შვილებს გააჩენენ.  ჩვენი მიზანი არის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, ამის შესახებ ჩვენ გაგვაფრთხილა გაერომ, რომლის მონაცემებითაც, თუ ჩვენ ისევ იმავე მიმართულებით წავედით, 2050 წელს უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
– იმის მიუხედავად, რომ დიადი მიზანი გაქვთ, თქვენს იდეას – აგენტები ივლიან და აღწერენ შეყვარებულებს, რომ მათ დაოჯახებაში შევუწყოთ ხელიო – ბევრი  ინტერპრეტაცია მოჰყვა.
–  ვისაც ქართველების გამრავლება და ფეხზე დადგომა უნდა, იმათ სწორად გაიგეს ჩემი განცხადება. იმათ კი, ვინც ქილიკობს და გადაკეთებული გვარებით ქართველების გაწყვეტაზე ოცნებობს, იმედებს გავუწბილებთ.  იმ ხალხის გასაგონად ვიტყვი, ვინც ჩემი იდეა გააქილაკა, რომ ამ ინიციატივას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე უამრავი ადამიანი მწერს, მათ შორის დედებიც, რომლებიც ამ იდეის გამო მლოცავენ. ერთმა ქალბატონმა მომწერა,  ჩემს შვილს 4 წელია, შეყვარებული ჰყავს და  ცოლად ვერ მოჰყავს იმის გამო, რომ არანაირი ფინანსური საშუალება არ აქვსო. თქვენ რა, არ იცნობთ ასეთ ხალხს თქვენ ირგვლივ? ნაცნობებში ყველას გვყავს ასეთები. მე 30 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი, მაშინ მეგობრებთან ერთად პატარ-პატარა საქმეებში ვიყავი, მაგრამ  არ მქონდა სტაბილური ფინანსური სიტუაცია, არც პერსპექტივა ჩანდა.  შეიძლება ითქვას, გავრისკე. ყველა ხომ ვერ გარისკავს? ამ აგენტებზეც რომ ქილიკობენ,  აგენტები მარტო სუსს და შსს-ს ხომ არ ჰყავს? არსებობს  სააგენტოები, რომლებიც აგროვებენ  და გასცემენ ინფორმაცებს ორგანიზაციებისთვის, ერთგვარი მარკეტინგული კვლევაა. 4-5 ოჯახი რომ შეიქმნება და ეს საქმე გაპიარდება, მერე თავისით დადგება დაოჯახების მსურველთა რიგი.  
– ეს მაინც  ინტიმური თემაა,  როგორ გინდა დაადგინო, ადამიანი არის თუ არა შეყვარებული?
– რა არის აქ ინტიმური? პირადი გრძნობები? ის დედა, რომელმაც შვილზე მომწერა, აშავებს რამეს? ინტიმურია, კაცს რომ ცოლი ვერ მოჰყავს? როგორც კი წამოვა დაფინანსება და ცენტრი გაძლიერდება, სააგენტოს წევრებს დაენიშნებათ ხელფასები და  აგენტები დაიწყებენ მუშაობას. ისინი ბევრ ინფორმაციას მოიპოვებენ, მათ შორის შეყვარებულ წყვილებზე, რომლებსაც დაქორწინების სურვილი აქვთ, მაგრამ უფინანსობის გამო ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ჩვენ ჯვრისწერას ცენტრის  საქმიანობის ფარგლებში უზრუნველვყოფთ, უკვე ვესაუბრეთ მამაოებს და მათგან თანადგომა გვაქვს. მარტო ამაზე ნუ ვამახვილებთ ყურადღებას. თუ გავიგეთ, რომ ადამიანს დაოჯახება უნდა და რაღაც ხელს უშლის, ცენტრი სწორედ ამ მიმართულებით დაეხმარება ადამიანს, თუ დასასაქმებელია – დავასაქმებთ.
– და თქვენ როგორ იპოვით სამუშაო ადგილებს შეყვარებულებისთვის?
–  თქვენ იცით,  მე რამდენი ადამიანი მყავს დასაქმებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში? როგორც დეპუტატს, უამრავი ადამიანი მირეკავს და მთხოვს, რომ დასაქმებაში დავეხმარო. მე მათ რეკომენდაციას ვუწევ, ბევრი ითვალისწინებს – პატივს მცემენ. ყველას ხომ არ მიუღია ისეთი განათლება, რომ კარგი სამსახური ჰქონდეს, ასეთ ადამიანსაც ხომ სჭირდება მუშაობა. მე არც ერთი შვილი არ მყავს დასაქმებული, იმ რუსებში რომ მართლა მეგობრები მყოლოდა, ხომ მიიღებდნენ ჩემი შვილები განათლებას. ვერ მიიღეს, იმიტომ რომ ისინიც დევნილობაში იყვნენ. შვილები გაუნათლებელი დამრჩა. ვერ მოახერხეს სწავლა. ისეთი დრო იყო, ისეთი არეული ცხოვრება გვქონდა, უსაბუთოდ სად  ვასწავლიდით. სამაგიეროდ, კარგი ადამიანები დადგნენ.  ახლა ჩემი განათლების საკითხი აიგდეს საქილიკოდ, თითქოს ვთქვი, რომ განათლება დაოჯახებას უშლის ხელსო, ეს არ მითქვამს.  განათლების მინისტრმა ბრძანა, გამოცდებმა სკოლები დაგვიცარიელესო, ამაზე ირონიულად ვკითხე, გამოცდების გაუქმება ერს გაგვიმრავლებს-მეთქი? ეს ცუდად შემომიტრიალეს, თითქოს გამოცდების გაუქმების მომხრე ვიყავი. პირიქით, გამოცდას მიჰყავს ბავშვი სკოლაში, ამას როგორ ვიტყოდი? განათლება რომ აუცილებელია და ქვეყანას გადაარჩენს, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
– ერთ შოუში იხუმრეთ,  რომ  საკუთარ თავს განათლების მინისტრად წარმოიდგენთ, ამას რეალობასთან რაიმე კავშირი ხომ არ აქვს?
– როგორ გეკადრებათ,  ამას სერიოზულად როგორ ვიტყოდი, ვიხუმრე. ჩემს მეგობარ სოსო ჯაჭვლიანს ფინანსთა მინისტრობა „შევთავაზე“,  მაგას „იბიარდთან“ აქვს დალაგებული ამბები (იცინის).  სოსო მიხვდებოდა ჩემს  ხუმრობას. შენ  ფინანსები თქვი, თორემ მართვას რა უნდა.  განათლების მინისტრობაზე არ მაქვს პრეტენზია. ვისაც ჰქონდა იმის საშუალება, ასი ათასობით დოლარი ჩაედო შვილის განათლებაში, წაეყვანა უცხოეთში სასწავლებლებში, ყოველკვირა ტრენინგებზე ეტარებინა, იმ ხალხს რა ვუყოთ? კაცს განათლებასთან ერთად ეროვნულობა თუ არ აქვს, მარტო განათლება რად მინდა? როცა ისინი ამერიკაში და ევროპაში სწავლობდნენ, ჩვენ ვომობდით. მე ჩხალთაში რვაწლიანი სკოლა დავამთავრე და შემდეგ აჟარაში – საშუალო. სულაც არ ვსწავლობდი ცუდად. მერე დაუსწრებლად ვსწავლობდი ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამეურნეო ინსტიტუტში, დაგეგმარებისა და  მომარაგების მიმართულებით.  ახალგაზარდა ვიყავი და იმ პერიოდში მოვხვდი ნოვოსიბირსკში, შევიტანე საბუთები, დიპლომიც მაქვს. იმ დროს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი საქართველოდან ჩასული სწავლობდა. 1998 წელს ჩავაბარე კიევის გენშტაბის აკადემიაში, რომელიც წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული. ჩემთან ერთად ჩემზე დიდი ჩინის ადამიანები, გენერლები სწავლობდნენ, მაგრამ წითელი დიპლომები არ აუღიათ. მე მოტივაცია მქონდა. წითელი დიპლომი კახა თარგამაძის ჯინაზე ავიღე, რომელიც უშიშროების მინისტრთან ერთად, წინააღმდეგი იყო, რომ მე სასწავლებლად წავსულიყავი. გაბრაზებულმა მოვინდომე და მაგრად ვისწავლე.    მონდომებით ყველაფერი გამოდის. ახლა მონდომებული პარლამენტარი ვარ და იმედი მაქვს,  ყველაფერი წინ მაქვს.
– თქვენ არ გადიხართ ტრენინგებს?
– როგორ არ დავდივარ? გარემოს დაცვის კომიტეტი, რომლის წევრიც ვარ, ხშირად ატარებს ხოლმე გასვლით ტრენინგებს. მშვენიერი სიტუაციები გვაქვს, ვიგებთ ყველაფერს და ვაქტიურობთ კიდეც. მე  ბევრი არაფერი მჭირდება. იმ  ეროვნული პროექტებისთვის, რაც ჩვენ  გუნდს შეგვაქვს პარლამენტში დიდი განათლება არ არის საჭირო, მთავარია, ეროვნული სული და მონდომება, რომლითაც ჩვენ უკეთესად გავაკეთებთ ქართულ საქმეს, ვიდრე ძალიან განათლებულებს ჰგონიათ.   
   скачать dle 11.3