კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 განმეორდება თუ არა ისტორიული ფაქტი და განლაგდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-სა და რუსეთის ერთმანეთს დამიზნებული სარაკეტო სისტემები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მიუნჰენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა და მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს, ამის პარალელურად, ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმდა ვაშინგტონსა და თბილისს შორის სამთავრობოთაშორისო შეთანხმება, რაც გულისხმობს ამერიკელი სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას, ანუ სამხედრო თანამშრომლობას, 2009 წელს კი ქარტია გაფორმდა, რაც სამხედრო თანამშრომლობასაც გულისხმობს და ეკონომიკურსაც. გაღრმავების აუცილებლობა კი არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია, რადგან აშშ და ზოგადად, დასავლეთი რუსეთთან ლამის „ცივი ომის“ მდგომარეობას უბრუნდება და უდიდესი ალბათობით, ისინი კვლავ ერთმანეთისაკენ მიმართავენ ბალისტიკურ რაკეტებს. ცხადია, რომ მოკავშირეების თითოეულ გოჯ მიწასაც უფრთხილდებიან, სადაც კი, პირობითად რომ ვთქვა, რაკეტის ჩადგმაა შესაძლებელი. სავარაუდოდ, ამის გამოც გააქტიურდა აშშ საქართველოსადმი და ჩვენ უკვე რეალურად შეიძლება, გავხდეთ მოწმე იმ მოცემულობის, როდესაც ერთი საქართველოს ტერიტორიაზე ორი დაპირისპირებული პოლიტიკური მხარის სამხედრო ძალა იქნება განლაგებული (რაც საქართველოს ისტორიისთვის სულაც არ არის სიახლე). ამ საკითხს ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– მოსალოდნელი იყო, მაგრამ უკვე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ერთი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდეს დაპირისპირებული მხარეების რაკეტები. თქვენც ასე აღიქვამთ ამ დაპირისპირების არსს?
– დიდი მადლობა, რომ ოპერატიულად რეაგირებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე და აკადემიურად აშუქებთ. ამ თემაზე ინტერვიუ 1996 წელს მქონდა, რომელშიც ვთქვი ის, რაც ახლა ხდება და მაშინდელ „ჩეკაში“ რამდენიმეჯერ დაკითხვაზეც დამიბარეს, არა, როგორც განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, არამედ აინტერესებდათ, რა წყაროდან მქონდა ეს ინფორმაცია.
– საუკეთესო წყარო ლოგიკაა და მიმდინარე მოვლენების ანალიზი.
– არაფრით დაიჯერეს, რომ ლოგიკა იყო და ამას ვამბობდით იმ ინტერვიუში, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი წარსული გვაძლევდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ოსმალეთისა და სპარსეთის ვექტორი შეიცვლებოდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ვექტორით. ვაკეთებდით აქცენტს თურქეთზე, როგორც „ნატოს“ წევრზე და სახელმწიფოზე, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, რომ კავკასია მისი გავლენის სფეროა. ჩვენი აზრით, თურქეთმა საბედისწერო შეცდომები დაუშვა და გვერდზე გაიწია. მისი გვერდზე გაწევა და რეგიონის პოლიტიკური ამბიციების უკანდახევა, ასევე, გამოიწვია, ეგრეთ წოდებული, ისლამური სახალიფოს გაძლიერებამ და ტერორიზმის საფრთხემ. ამის შემდეგ კავკასიასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში სარბიელზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე  – აშშ გამოვიდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროკავშირმა თავისი მისია სათანადოდ ვერ შეასრულა. ცივი ომის პერიოდში „ნატო“ ძლიერი სტრუქტურა იყო, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ „ნატო“ შესუსტდა, პირდაპირ გეტყვით – უფუნქციოდ და უფინანსოდ დარჩენილი ეს ორგანიზაცია დაშლის პირას მივიდა, მაგრამ ევროპულმა სტრუქტურებმა ვერ აიღეს თავის თავზე უსაფრთხოების მისია, რასაც რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაემატა. ამან „ნატო“ გააძლიერა და ახლი ფუნქციები და უფლებამოსილებები შესძინა და, თუ ვინმე პრორუსი რამით უკმაყოფილოა, უპირველესად, იმით უნდა იყოს უკმაყოფილო, რომ, იმის შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გამსახურდია და რუსეთის პირველი პრეზიდენტი ელცინი ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და დოკუმენტი გააფორმეს, კავკასიური ეთნორეგიონული პოლიტიკა რუსეთის ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეიმუშავა. რა თქმა უნდა, მცირე-მცირე უსიამოვნებებს ვერ ასცდებოდა, მაგრამ არც ამდენი ტრაგედია და ზიზღი იქნებოდა, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რეგიონული პოლიტიკა თავის დროზე რომ განეხორციელებინა.
– საქართველოს მეგობრად და თანაბარ პარტნიორად დარჩენა მათ განუმტკიცებდა ჩრდილო კავკასიას, შეუნარჩუნებდა სამხრეთ კავკასიას გავლენის სფეროდ და დასავლეთთან საზღვარი რუსეთისთვის ისევ თურქეთზე გავიდოდა.
– მაგას ვამბობთ ჩვენც. საქართველოსთვის უნდა დაებრუნებინა ფუნქცია რეგიონში. რამდენიმე ჭკვიანი პოლიტოლოგი, რომლებიც შემდეგ საერთოდ გაქრნენ რუსეთის პოლიტიკური სცენიდან, ამბობდა, 1801 წლამდე რა ფუნქციაც ჰქონდა საქართველოს, დავუბრუნოთ და დავეხმაროთ ამაშიო. კარგად მახსოვს, იმასაც კი იხსენებდნენ, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ კავკასიამ და კონკრეტულად საქართველომ გადაწყვიტა, სადაც თავგამოდებით იბრძოდა ქართველი თავადაზნაურობა რუსეთის მხარეს თურქეთის წინააღმდეგ. რის სანაცვლოდ?! აფხაზეთის სანაცვლოდ და იქაც ბრძნულად მოიქცა ქართველი თავადაზნაურობა: რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთი კი არ მიიღო, აფხაზეთს ჩვენ დავიბრუნებთ ბრძოლითო. თან, ისე იბრძოლეს, რომ რუსი ისტორიკოსები წერენ: ასეთი გააფთრებული ბრძოლები ტყეებში არ გვინახავსო. რუსეთს ხომ მხოლოდ ველებზე ომის გამოცდილება ჰქონდათ?! აი, ეს უნდა გაგრძელებულიყო, სინამდვილეში კი, გაგრძელდა ცემა-ტყეპა, ზიზღი, აფეთქება, წართმევა, ეთნიკური კონფლიქტები, ანუ რუსები დაბრუნდნენ 1921 წელში და რეპრესიული მანქანა აამუშავეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს დასავლეთსაც და „ნატოსაც“. ასე რომ, ნურავის დააბრალებენ: მათი ბრალია „ნატოს“ გაძლიერება და ევროკავშირი რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნასა და ჯარზე ფიქრობს. ეს ყველაფერი არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგი მეზობლების მიმართ.
საქართველოს ისტორიას შევეხეთ და მინდა, გავიხსენო წარსული: 1555 წელს ოსმალეთმა და ირანმა დადო ამასიის ზავი, რომლითაც შუაზე გაიყვეს საქართველო. ამის შემდეგ 1806 წლამდე დასავლეთ საქართველო ოსმალეთის მორჩილებაში იყო, აღმოსავლეთ საქართველო კი ხშირად უჯანყდებოდა სპარსელებს და ერეკლემ და თეიმურაზმა იქამდეც კი მიიყვანეს საქმე, რომ მთლიანად განდევნეს სპარსეთი და ამის შემდეგ აპირებდნენ დასავლეთ საქართველოში გადასვლას, მაგრამ, იცით, რაც მოხდა, ეკატერინემ გამოგზავნა ტოტლებენი, მოწამლეს ლევან ბატონიშვილი, რომელსაც დავით აღმაშენებელზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომელმაც მორიგე ჯარი უკვე შექმნა იმ ცუდ სიტუაციაშიც კი. დღეს მეთოდები იცვლება, ფორმებიც. ადრეც გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს ფასი, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის, მისი ტრადიციული ქრისტიანული საფუძვლების, ისტორიული მისიის გამო, ერთი ათასად გაიზარდა. დღეს დასავლეთისთვის ბევრად უფრო მისაღები და საინტერესოა საქართველო, როგორც პარტნიორი, ვიდრე ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლისთვის. არ ვიცი, ვინ რამდენად გულწრფელია ჩვენდამი...
– ამას ვერ გავზომავთ, მაგრამ ქცევა კარგი ინდიკატორია.
– დიახ, თუ ფიზიკური პარამეტრებით გავზომავთ: 1992 წლიდან დღემდე დასავლეთმა 8 მილიარდამდე დოლარის სხვადასხვა დახმარება გაუწია საქართველოს, საიდანაც 4 მილიარდამდე აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მივიღეთ, დანარჩენი – საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და დასავლეთის ქვეყნებისგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, იმედის მომცემი გამცხადებებით გვიდგანან გვერდში. სუფთა პრაგმატულად რომ შევხედოთ დასავლეთის ქმედებას: პარტნიორს აძლიერებენ და ეს მართებულია.
– ამით განსხვავდება დასავლური და რუსული პარტნიორობა.
– დიახ, ამით განსხვავდებიან ისინი რუსეთისგან, რომელიც ამცირებს პარტნიორს. ეს რომ ასეა, დადასტურდება ძალიან მალე, როდესაც საინვესტიციო პროექტებს განახორიელებს დასავლეთი და კიდევ ერთხელ ნახავს მოსახლეობა, რომ საქართველოს გაძლიერება უნდათ, რაც უნდა ვილაპარაკოთ: მოცემულობა ასეთია. რუსები არიან დამნაშავე, ქართველები, თურქები თუ ისლამისტები, ფაქტი ფაქტად რჩება – დღეს საქართველოში არის რუსეთის, ევროპისა და აშშ-ს ინტერესი. ევროპისა და აშშ-ს ინტერესი მსგავსია, ოღონდ მათი ტაქტიკაა განსხვავებული. ასე რომ, ამ ეტაპზე შეგვიძლია, დასავლეთის ინტერესი ერთ ფრონტად განვიხილოთ და ეს კარგია.
– ჩვენი ტერიტორიის გამოყენებამდე მივა საქმე? მე, როგორც ვხვდები, მოკავშირეების ბრძოლა თითოეული გოჯისთვისაა, მარტივად რომ ვთქვა, რაკეტების ჩასადგმელად. „ნატოს“ სამხედროების ვერა, მაგრამ ამერიკელი სამხედროების განთავსების სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. რუსეთი ამერიკელებს არ ესვრის.
– შეუძლია, რომ გახსნას, მაგრამ, თუ ჩვენი ნებართვა არ იქნება, ვერ გახსნის, ჯარს გარედან ვერ შემოიყვანს, ჩვენი ჯარისკაცები უნდა იყვნენ.
– მერედა, ხომ გაწვრთნა დასავლეთმა ჩვენი სამხედრო კონტინგენტი?
– დიახ და ამაში ცუდი არაფერია.
– რა თქმა უნდა, არაფერია, ამიტომაც ვამბობ, არის რეალური იმის ალბათობა, რომ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსდეს ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა?
– არ გვგონია, რომ აშშ-მა ამერიკული ქვედანაყოფი შემოიყვანოს თავისი დროშის ქვეშ და საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს. ქართული ჯარი სათანადოდაა მომზადებული და აღჭურვილი საიმისოდ, რომ, თუ რომელიმე მეზობელს ჭკუა გადაუბრუნდება და შემოგვიტევს, რამდენიმე დღით შევაკავოთ და ამის შემდეგ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცვას. ერთი სამხედრო კრეისერი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე დივიზია, ანუ 5 000-ანი შემადგენლობა და ამას გარდა, არ მგონია, „პატრიოტების“ დადგმა გახდეს საჭირო, სულაც, არ არის აუცილებელი, საქართველოში დადგა „პატრიოტები“, ინგლისსა და საფრანგეთს არანაკლები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები აქვთ. ამერიკულ „პატრიოტებზე“, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ, ისეთი რეაქცია აქვს რუსეთს, მეტსაც გეტყვით, რა თქმა უნდა, კრემლი დიდი მანქანაა, მაგრამ ხანდახან ისეთ წვრილმანებზე ჩაბჟირდებიან, მეცინება: არაფრის წევრობა არ გვჭირდება, აშშ-ს „ნატოს“ ისეთი არაწევრი პარტნიორები ჰყავს – ისრაელი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი, რომ ბუზს ვერავინ აუფრენს.
– სწორედ ეს უნდა მეთქვა: რუსეთმა ხომ იცის, რომ დღეს რუსეთ-„ნატოს“ საზღვარი საქართველოზე გადის, იმ საქართველოზე, რომლის ორი რეგიონი სწორედ ამის გამო მიითვისა. რუსეთი არ შეეცდება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შემოსვლას? და ამდენად, აშშ-ს სამხედრო მანქანას, აქ განთავსებულს, განვიხილავ, როგორც თავდაცვის საშუალებას.
– აქამდეც შემოვიდოდა. 2008 წელს დაგეგმილი ჰქონდა შემოსვლა, რომ არა აშშ-ს კატეგორიული გაფრთხილებები და რომ არა „ნატოს“ ორი საზღვაო ხომალდი, რომლებიც კონსტანციდან ფოთისკენ დაიძრნენ. რომ არ იყოს დასავლეთის ასეთი დიდი მხარდაჭერა და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთი ამას გაბედავდა, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან გაურთულდებოდა ურთიერთობა თურქეთთანაც. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თურქეთი და ირანი დასავლეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში რუსეთს არ გაჰყვებიან. ისინი ვაჭრობენ და რაც შეიძლება, მეტი სარგებლის მიღება უნდათ ცივილიზებული დასავლეთისგან. ამდენად, ცუდი პერსპექტივა საქართველოს ნამდვილად არ აქვს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს არ ესვრიან და რაც ახლოს იდგებიან ერთმანეთთან, უკეთესია, ორივე უფრო მეტ თავშეკავებულობას გამოიჩენს.
скачать dle 11.3