კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ – პროექტი, რომელიც შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალას ქმნის

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

დეველოპერული კომპანია m2 ყოველთვის საინტერესო პროექტებს სთავაზობს საზოგადოებას, ის ამჯერადაც კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური პროექტის ინიციატორად გვევლინება.
„კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს,  ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს.

თამარ ზაქარაშვილი („კონსტრუქტ2-ის“ ხელმძღვანელი): „კონსტრუქტ2“ მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. კოლეჯში სწავლა უფასოა. ჩვენი პროგრამები სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: თეორიული ნაწილი, სადაც სტუდენტები საჭირო თეორიულ ცოდნას მიიღებენ; მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ პრაქტიკული ნაწილი, ამ შემთხვევაში მოხდება მათი პრაქტიკული მეცადინეობა ლოკაციაზე; ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ საწარმოო პრაქტიკა, რომელსაც კურსდამთავრებულები m2-ის სამშენებლო ობიექტებზე გაივლიან. სურვილის შემთხვევაში, წარმატებულ კურსდამთავრებულებს m2 მათ ობიექტებზე დასაქმებას შესთავაზებს.
ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო 18-თვიანი პროგრამა, რომელიც, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს.  მოგეხსენებათ, ეს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა.
კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულთათვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის.
– სად მდებარეობს კოლეჯი?
– კოლეჯი მდებარეობს ზესტაფონში, ჩვენ გვაქვს საერთო საცხოვრებელი, შესაბამისად, ჩვენთან ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ყველა რეგიონიდან. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში სტუდენტები ჩვენს საერთო საცხოვრებელში დაბინავდებიან.
კოლეჯი სათანადოდ არის აღჭურვილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
– დაწყებულია თუ არა რეგისტრაცია და რის საფუძველზე ხდება მსურველთა შერჩევა?
– რეგისტრაცია დაწყებულია, განაცხადის შევსება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან. ჩვენთვის მთავარია, რომ აპლიკანტს ჰქონდეს მოტივაცია, იყოს პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და უნდოდეს დასაქმება.
დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ პირადად: 557 35 53 35 ან დარეგისტრირდნენ კოლეჯის ვებ-გვერდზე: www.construct2.ge. მისამართი: ზესტაფონი, ნიკოლაძის #28.
ამ ეტაპზე, აპლიკანტების რეგისტრაციის პარალელურად, კოლეჯის ადმინისტრაცია ინტენსიურ შეხვედრებს მართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად კარგად მოხდეს პროექტის შესახებ კომუნიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ქალთა დაინტერესება კოლეჯში სწავლით. როგორც „კონსტრუქტ2-ში“ აცხადებენ, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა, ეგრეთ წოდებული, მამაკაცური და ქალური პროფესიების შესახებ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და იმედოვნებენ, რომ მომავალში მათი კოლეჯით კიდევ უფრო მეტი ქალი დაინტერესდება.  

скачать dle 11.3