№8 ნაცნობი ნებიერა
„დიდოსტატის მარჯვენა“ ისე გადაიღეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შერჩეულ არცერთ მსახიობს არ შეუსრულებია იქ როლი. პრემიერაზე დიდი მწერალიც დაპატიჟეს და როცა ფილმის ჩვენება დასრულდა, რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მწერალს ჰკითხა:
– ბატონო კონსტანტინე, რას იტყვით, როგორ მოგეწონათ თქვენი რომანის ეკრანიზაციაო?
კოწიამ ტაბლიაშვილს მიუგო.:
– ჩემი იქ მხოლოდ ნებიერა (შველი) ვიცანიო.