№8 ეს საინტერესოა
* 1545 წელს ჩაძირულ ინგლისურ გალიონზე, ხომალდის ექიმის კაიუტაში იპოვეს ბევრი კოლბა, ქოთანი, წამლიანი ბოთლები, ასევე, ხის ჩაქუჩი, რომელსაც ანესთეზიისთვის იყენებდნენ – პაციენტს თავში ურტყამდნენ და თიშავდნენ.
* 70-იან წლებში ახალი ათონის ზოგიერთ ქვაბულში უნდოდათ ფერმები მოეწყოთ და იქ ქამა სოკო მოეშენებინათ.
* ნაფტალანი აზერბაიჯანის კურორტია, სადაც უნიკალური ნაფტალანის ნავთობით კურნავენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ იქ არის ერთადერთი მუზეუმი, სადაც ექსპონატებად გამოფენილია... განკურნებული ავადმყოფების მიერ დატოვებული ხელჯოხები.