№8 ბრძნული აზრები
ჩერჩილი: ზოგჯერ მშვიდობა ომის ტოლფასია, ხოლო ომი კი – მშვიდობის.
როლანი: ყველაზე რთული საკუთარი ჩვევა წესებიდან გადადგმული ნაბიჯია.
სერვანტესი: ბოროტება, რომელიც გგონია, რომ შეგრჩა, შენი შვილების გზაზე დატოვებული ბომბია.
ტვენი: ყველაზე მშვიდად სძინავს არა მას, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, არამედ მას, ვისაც სინდისი საერთოდ არ აქვს.
დალაი ლამა: ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში.
ჩესტერფილდი: სამწუხაროდ, ადამიანები დანაშაულის გამო არ ისჯებიან! უშეცდომო დანაშაული დაუსჯელი რჩება, უდანაშაულო შეცდომა კი უსასტიკესად ისჯება.
სენეკა: ჭკვიანები მარტოობას კი არ ეძებენ, არამედ გაურბიან სულელების მიერ შექმნილ არარაობას.
პეტეფი: როგორც სიღარიბე, ასევე სიმდიდრე პატიოსნებისა და მეგობრობის გამოცდაა.
ცვაიგი: ბედნიერება მეგობრებს გვიმრავლებს, ხოლო უბედურება ამოწმებს მათ.
ვისოცკი: პატიოსანი ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი პატიოსნებას სხვა ადამიანებისგანაც ელოდებიან.
ვოლტერი: ყველა, ვინც იცინის, კეთილი არ არის და ყველა, ვინც დაჩოქილია, მორწმუნე არ არის.
რუსო: მგელი არ არის მარტოხელა, ის თავისუფალია.
მონტენი: სიმართლეს ხშირად შეურაცხყოფად მიიჩნევენ.
ბალზაკი: რომ დაიბადო გარდაცვალებისთვის, ჯერ უნდა მოკვდე სიცოცხლისთვის.
ჩესტერტონი: სიკეთე სისუსტე არ არის, სიკეთე იშვიათობაა.
თუმანიშვილი: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი – სურვილებს, სურვილები – ქცევებს, ქცევები – ჩვევებს, ჩვევები – ხასიათს, ხასიათი – ბედს.
შექსპირი: სამი წესი წარმატების მისაღწევად: იცოდე მეტი, ვიდრე სხვებმა; იმუშავე მეტი, ვიდრე მუშაობენ სხვები; ელოდე ნაკლებს, ვიდრე სხვები ელიან.
გოეთე: არსებობს სამი სახის მკითხველები: პირველი – ვინც განსჯის გარეშე ტკბება, მეორე – ვინც ტკბობის გარეშე მსჯელობს და მესამე – ვინც ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას ტკბება.
როულენდი: ქალს მხოლოდ ქორწინებაში შეუძლია, დატკბეს სხვა ადამიანის საზოგადოებით და ამავე დროს – სრული მარტოობის შეგრძნებით.