კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 როგორ დააქორწინეს ქართლის მეფის ვაჟი, რევი სომეხთა მეფის ასულ სალომეზე

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

მესამე საუკუნის დასასრულიდან ქართლში მეფობდა მირიან მესამე.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მეფე ასფაგურს მემკვიდრე არ დარჩა. მეფეს მხოლოდ ასული ჰყავდა, სახელად აბეშურა. რათა ირანს არ დაეპყრო ქართლი, ქართველმა დიდებულებმა ხერხი მოიფიქრეს, შაჰს მორჩილება გამოუცხადეს და სთხოვეს, მისი უფროსი ვაჟი მირიანი (სპარსულად მიჰრანი) გამხდარიყო აბეშურას ქმარი და გამეფებულიყო ქართლში.
მაეჟან სპასპეტისა და ერისთავების მოთხოვნით, ირანის შაჰს არ უნდა დაეკავებინა ქართლი, არ შემოეყვანა ჯარი.  მისი ძე, მირიანი, რომელიც იმ დროს 7 წლის იყო, უნდა გაზრდილიყო ქართულად და ქართული სარწმუნოების მიმდევარი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგიჯანყდებითო, – შეუთვალეს შაჰს. შაჰი ყველაფერზე დათანხმდა, მოლაპარაკების თანახმად, სპარსეთის შაჰს, არც სპარსელები ჩამოუსახლებია, რათა დემოგრაფიული მდგომარეობა არ შეეცვალა.
მირიანი აღიზარდა ქართული სარწმუნოებით. შეიყვარა ქართველნი, დაივიწყა სპარსული ენა, ისწავლა და შეიტკბო ქართული ენა. ძველ ქართველ მეფეებზე მეტად ამკობდა ქართველთა კერპებს, პატივს სცემდა ქართველ ქურუმებს. შეამკო ფარნავაზის საფლავი. ეს ყველაფერი ქართველებისადმი სიყვარულით გააკეთა. ქართველებმაც შეიყვარეს მირიანი სხვა მეფეებზე მეტად. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, როცა მირიანი თხუთმეტი წლის გახდა, მოუკვდა ცოლი, ასული ქართველი მეფისა, აბეშურა და ასე დამთავრდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა.
მირიანმა მოიყვანა მეორე ცოლი, საბერძნეთიდან, პონტოდან, ასული ოლიღოტოსისი, სახელად ნანა.
მირიანის ეროვნების შესახებ ეს ვერსია გამოგონილი უნდა იყოს, სპარსული წარმოშობის მეფის გაქრისტიანების ვერსიის საჩვენებლად. „მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, მირიან მეფე არის ქართლის მეფის, ლევის (რევ მეორე) ძე და არა სპარსეთის მეფის ვაჟი. მირიანმაც თავის ერთ ვაჟს რევი, მამის სახელი დაარქვა. შვილისთვის მამის სახელის დარქმევა ძველი ტრადიციაა, მით უმეტეს, სამეფო ოჯახებში.
მეფე მირიან მესამე ებრძოდა ლეკებს, დიდოელებს, დურძუკებს, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებს და იცავდა ქართლის სამეფოს საზღვრებს.
იმ პერიოდში რომის იმპერიას აწუხებდნენ გუთები. ერთ-ერთი ამგვარი შემოსევის დროს სომეხთა გოლიათური აღნაგობის მეფისწულმა, თრდატმა მოკლა გუთების ბელადი, რითიც დიდი სამსახური გაუწია რომაელებს. რაც დაუფასეს კიდეც და არმენიაში მეფედ დასვეს.
ქართლის მეფე მირიან მესამესა და სომეხთა მეფე თრდატ მესამეს შორის ტერიტორიების გამო მუდმივი ომები მიმდინარეობდა. ჩვენი მემატიანე გვიამბობს, რომ ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორეო.
ამ ხანებში, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სპარსეთში ტახტზე ავიდა ახალი შაჰი. რომელმაც ქართლის მეფეს შესთავაზა, დაეკავებინათ სომხეთი და შეეტიათ რომისათვის. მირიანმა არ გაუშვა ხელიდან სომხეთის მეფის წინააღმდეგ მოკავშირესთან ერთად გალაშქრების შანსი. გოლიათი თრდატ მეფე, ვერ აღუდგა მათ წინ და სომხეთის მორბევის შემდგომ სპარსეთისა და ქართლის მეფეები რომის სხვა სამფლობელოებში შეიჭრნენ. იმ დროს რომის იმპერიაში შიდაბრძოლებიც მიმდინარეობდა.
იმ ხანებში რომის იმპერატორი იყო კონსტანტინე პირველი დიდი. შეწუხებულ იმპერატორს ქრისტიანებმა, რომლებიც მის გარემოცვაში იყვნენ, ურჩიეს: „ვიხილეთ ჩვენება, ვინც ქრისტეს ირწმუნებს, ჯვრის შემწეობით გაიმარჯვებს მტერზეო“. ეს სიუჟეტი აღებული უნდა იყოს კონსტანტინე იმპერატორის ბიოგრაფიიდან. საეკლესიო ისტორიის მამის, ევსევი კესარიელის გადმოცემით, თვითონ იმპერატორს უთქვამს, რომ 312 წლის ოქტომბერში თავის ჯართან ერთად ცაზე უზარმაზარი ჯვარი იხილა, რომელსაც ჰქონდა წარწერა „ამით სძლევ!“. კონსტანტინეს და მის მეომრებს შიშისგან თავზარი დაეცათ. იმ ღამით იმპერატორს მაცხოვარი გამოეცხადა, უბრძანა ჯვრის დამზადება და ამ ჯვრით გალაშქრება მოწინააღმდეგეებზე. დილით კონსტანტინემ თავის სარდლებს და დიდებულებს უამბო გამოცხადების შესახებ. ხელოსნებს უბრძანეს იმპერატორის მიერ ნანახი ჯვრის დამზადება. ეს იყო ქრისტეს მონოგრამა, ჯვრის სახის, რომელსაც ლაბარუმი უწოდეს. კონსტანტინე მეფემ გასცა ბრძანება და მეომრებმა ლაბარუმი გამოსახეს თავის ფარებზე,  დროშებზე, შტანდარტებზე, რომლებზეც ადრე იუპიტერის გამოსახულება ჰქონდათ. მართლაც, მეორე დღეს, 312 წლის 27 ოქტომბერს, მდინარე ტიბრთან მდებარე მილვიანის ხიდთან, კონსტანტინეს იმპერატორის ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თავის მეტოქე, მაქსენციუსის არმიაზე, ამ ბრძოლამ გადაწყვიტა რომის იმპერიის მომავალი მფლობელის ვინაობა და ასევე, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების საკითხიც. მანამდე ქრისტიანებს რომის იმპერიაში დევნიდნენ.
„ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ კონსტანტინე იმპერატორს მიუღია ქრისტიანობა და ჯვრის შემწეობით დაამარცხა სპარსელთა და ქართველთა კოალიცია. სპარსელი შაჰი გაიქცა სამშობლოში. მირიან მეფე ქართლში დაბრუნდა და გაამაგრა ციხე-ქალაქები. თუმცა, იმედი გადაწურული ჰქონდა, რადგან, ფაქტობრივად, მისი ჯარი განადგურებული იყო. ჩვენი ხელმწიფე იძულებული გახდა, მშვიდობა ეთხოვა რომის იმპერატორისაგან. შეჰპირდა იმპერატორს, რომ რომის მოკავშირე გახდებოდა და კავკასიაში მის ინტერესებს გაატარებდა. კონსტანტინე იმპერატორს ხელს არ აძლევდა ქართლზე გალაშქრება და ომის გაგრძელება. აღუთქვა მშვიდობა მეფე მირიანს და მისი ვაჟი, ბაქარი მძევლად წაიყვანა. ქართლის მეფის გადასაბირებლად რომაელებმა დიდძალი საჩუქრები გაიღეს. კონსტანტინე იმპერატორმა ქართველებსა და სომხებს შორის მშვიდობა ჩამოაგდო. მას არ აწყობდა თავისი მოკავშირე სომხეთისა და აწ უკვე ახალი მოკავშირე ქართლის მეფეების ქიშპობა. ამიტომ, მან დაამოყვრა მირიან და თრდატ მეფეები. მირიან მეფის ვაჟს, რევს, ცოლად მოაყვანინეს თრდატ მეფის ასული, სალომე. კონსტანტინე იმპერატორმა მირიანსა და თრდატს საზღვრებიც დაუდგინდა. ის ტერიტორიები, რომელზედაც მდინარეები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან მდინარე არაქსს, სომხეთის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინებიან და მტკვარს შეერთვიან, ქართლად იქნა აღიარებული. ეს გეოსტრატეგიული თვალსაზრისით გამართლებული მიდგომა იყო.
მირიან მეფის ძალაუფლება ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოზე და დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე. რევს მამამ საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი (ტერიტორია კახეთსა და ქართლს შორის, ჟინვალიდან გარეჯამდე) და ცოლთან, სალომესთან ერთად დაასახლა უჯარმაში. იმ დროს მცხეთაში უკვე სამი წლის მოსული იყო წმიდა ნინო.
იწყებოდა ახალი ეპოქა ქართველთა ცხოვრებაში.
скачать dle 11.3