№8 როგორი ადამიანი ხართ?
არსებობს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსები, რომლებიც ადამიანის პიროვნებას ახასიათებს – ყოველდღიური ჩვევებიდან დაწყებული, მანერებითა და მიმიკებით დამთავრებული. ამ ტესტში „არასწორ“ პასუხს ვერ აირჩევთ, რადგან ყველა სწორი პასუხია. მაგრამ მათი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე საინტერესო სიახლეებს შეიტყობთ.
კონკრეტულ სიტუაციაში ოთხი მოქმედებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ: ერთდროულად – დუღს და კივის ჩაიდანი, რეკავს ტელეფონი, ტირის ჩვილი და ძაღლი ხრავს თქვენს მობილურს.
რას გააკეთებთ პირველად?
1. გამორთავთ ადუღებულ ჩაიდანს
თუ ჩაიდანი აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. სწრაფად, ყოყმანის გარეშე იღებთ გადაწყვეტილებას. როცა დასახული მიზნისკენ ისწრაფვით, თქვენი გაჩერება შეუძლებელია. მონოტონური ყოფა მალე გბეზრდებათ. ყოველთვის ზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. გირჩევთ, ზუსტ გეგმას მისდიოთ, რომელიც მოულოდნელობას გამორიცხავს.
2. უპასუხებთ ტელეფონს
ამ ვარიანტის არჩევა ნიშნავს, რომ კონცენტრირებული ადამიანი ხართ. სხვა ადამიანების შეცდომების მიღება გიჭირთ. თუმცა დიპლომატიურად არიდებთ თავს კონფლიქტებს. ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება შეგიძლიათ. ადვილად ახერხებთ ადამიანებთან ურთიერთობას. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
3. დაამშვიდებთ ატირებულ პატარას
თუ პირველ რიგში ბავშვის დამშვიდებას შეეცდებით, თქვენ გაწონასწორებული და გაბედული პიროვნება ხართ. ახლობლებს ხშირად ეხმარებით და მზად ხართ, სხვების გამო საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროთ. მეოჯახე ბრძანდებით. მარტოობა გაშინებთ. გვერდით ვინმე სულ უნდა გყავდეთ. გირჩევნიათ, სახლში ოჯახის წევრებს შორის დარჩეთ, ვიდრე ბარში ან ხმაურიან წვეულებაზე წახვიდეთ.
4. ძაღლის „განეიტრალება“
თუ თავიდან ძაღლის დატუქსვას გადაწყვეტთ, ესე იგი, უწესრიგობას ვერ იტანთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახლში, ასევე ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებდეთ. არ დამშვიდდებით, სანამ ყველაფერს თავის ადგილს არ მიუჩენთ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მატერიალურ ღირებულებასა და სოციალურ სტატუსს. ყოველთვის, ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი და ნებისმიერ სიტუაციაში არ დაიკარგებით.