კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში. რომელი საქმიანობაა ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყნებში მირჩევთ ბედის მოსინჯვას?
პასუხი:
თქვენთვის მისაღებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო და სამხედრო საქმე; მედიცინიდან – სტომატოლოგია, რევმატოლოგია, გინეკოლოგია, სასწრაფო დახმარება, ქირურგია, არატრადიციული მედიცინის ნებისმიერი სფერო. კარგია, ასევე, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, ხელოვნება, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა ან ბიზნესი, მშენებლობა. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგი და მისაღებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.
კითხვა: ჩემი შვილი 2001 წლის 23 თებერვალს დაიბადა. გვირჩიეთ, რომელ პროფესიებში მოსინჯოს ძალები, რომ წარმატებებს მიაღწიოს ზედმეტი წინაღობებისა და ბარიერების გარეშე?
პასუხი:
მისთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, დიაგნოსტიკა, სოციოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენებისა და გართობის ინდუსტრია, რელიგია, ფილოსოფია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 27 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში გამიმართლოს?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისია წარმოადგენს იმას, რომ მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული. ასევე, გამოიჩინოთ გონებამახვილობა. თქვენ ძლიერი გონებრივი მონაცემებით გამოირჩევით, ამიტომ, სწავლის ბაზაზე დაფუძნებული ცოდნა დიდ წარმატებებს მოგიტანთ. გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა. შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის. ასევე, თქვენი ერთ-ერთი მთავარი კარმული მისიაა სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედებები, ორიგინალური თვითგამოხატვა. რაც მეტად წამოსწევთ ამ თვისებებს წინა პლანზე, მით მეტ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებაში. არ გამოავლინოთ ხასიათში სულსწრაფობა, გაორება და მერყეობა. არ ხარჯოთ ფული უმიზნოდ, და რაც მთავარია, არ დაიწყოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 28 თებერვალს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემი ქორწინება ბედნიერი და წარმატებული და რომელი ასტროლოგიური ქვაა ჩემთვის სასურველი?
პასუხი:
სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით თქვენთვის კარგია ურთიერთობა თევზების, თხის რქის, კუროს, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მოერიდეთ, მშვილდოსანსა და ტყუპებს. ქვებიდან კი კარგია მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, ალმასი, აქატი, მალაქიტი, ძოწი და წითელი იასპის ქვები.

скачать dle 11.3