კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რა როლი ითამაშა ლავრენტი ბერიამ „კურსკის რკალზე“ გამარჯვებაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია „საბჭოეთის მთავარ ბოროტმოქმედადაა“ გამოცხადებული, ამ ბოლო პერიოდში მის შესახებ უფრო და უფრო მეტი სიმართლე იწერება და საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მარშლის ჭეშმარიტ სახეს ნელ-ნელა ვეცნობით... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ კაზემირ ლისოვსკი წერს: „ბერიას დემონიზირება ხრუშჩოვსა და კამპანიას სჭირდებოდა. ბერია „განტევების ვაცად“ გამოიყენეს და ამან თავისი როლი შეასრულა. ყველა ცოდვა და დანაშაული ბერიას დააბრალეს, ხოლო მისი ყველა მიღწევა კი საკუთარ თავზე მიიწერეს. არადა, ბერიას დამსახურებები საბჭოეთის ისტორიის პრაქტიკულად ყველა სფეროში უზომოა და ისიც ნიშანდობლივია, რომ ბერია ყოველთვის საჭირო მომენტში აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად იყო აუცილებელი და გადამწყვეტი. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ კურსკის ბრძოლა დიდი სამამულო ომის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო და რომ ამ გამარჯვებამ საბჭოთა კავშირს სტრატეგიული უპირატესობა მოაპოვებინა, რაც  შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია და რამაც სახელმწიფო გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს სიმართლეა და ამაზე არავინ დავობს... ასევე საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ „კურსკის რკალში“ გამარჯვება, საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად, სარდლების – ჟუკოვის, ვატუტინის, კაცუკოვის, კონევისა და როკოსოვსკის დამსახურებაა... ამ გამარჯვებაში ზემოხსენებული გენერლებისა და მარშლების როლს არ ვაკნინებ, მაგრამ ზოგიერთ გულმავიწყ ისტორიკოსს ერთი „პატარა დეტალი“ გამორჩა. კონკრეტულად კი ის, რომ მთელ ამ 49-დღიან სისხლისმღვრელ შეტაკებაში, რომელიც რამდენიმე ოპერაციისგან შედგებოდა, გადამწყვეტი იყო ოპერაცია „ფოიერვერკი“ და რომელიც თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიამ დაგეგმა, შემსრულებელი კი „ენკავედეს“ სპეციალური ქვედანაყოფი იყო, რომელიც პირადად ბერიას ექვემდებარებოდა...“
„კურსკის რკალზე“ გამარჯვებაში რომ გავერკვეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თავდაპირველად ეს იყო ფაშისტების მიერ დაგეგმილი შეტევითი ოპერაცია, სახელწოდებით „ციტადელი“. ჰიტლერი ამ ოპერაციას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ეჭვი არ ეპარებოდა გამარჯვებაში და ამბობდა – კურსკში გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის ჩირაღდანი იქნება, რაც საბოლოოდ ბოლშევიკების კრახით დასრულდებაო. ეს გასაიდუმლოებული ოპერაცია 1943 წლის 5-12 ივლისს უნდა განხორციელებულიყო. საგულდაგულოდ იყო შენიღბული და მის დაწყებას ფიურერი მოუთმენლად ელოდა. თუმცა საბჭოთა მთავარსარდლობას ხელთ ჰქონდა „ციტადელის“ მთელი გეგმა და უკვე კონტროპერაცია მზადდებოდა, რომელიც უაღრესად იყო გასაიდუმლოებული და მხოლოდ სტალინმა, ჟუკოვმა, როკოსოვსკიმ და ბერიამ იცოდნენ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „პირდაპირ ვიტყვი – ღორობაა ის, რომ „კურსკის რკალზე“ გამარჯვების შემოქმედთა სიაში ლავრენტი ბერია არ ფიგურირებს. მეტიც, რომ არა ბერია და მისი ხელქვეითები (მათ შორის ჩვენც) კურსკთან გამარჯვება სათუო გახდებოდა. ჯერ ერთი, რომ ოპერაცია „ციტადელის“ მთელი გეგმა საბჭოთა დაზვერვამ მოიპოვა და ჟუკოვს „მიართვა“. მეორე კი ის, რომ კონტროპერაციების შემუშავებაში უშუალო მონაწილეობას ბერია იღებდა. კურსკთან გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ოპერაცია „ფოიერკვერკმა“, რომლის გეგმაც ბერიას მიერ იყო შედგენილი.  სტალინმა და საბჭოთა მთავარსარდლობამ კი მხოლოდ მოიწონეს. შემსრულებლებიც „ენკავედეს“ სპეცდანაყოფის მებრძოლები იყვნენ.“
ოპერაცია „ფოიერვერკი“ წარმოადგენდა „ენკავედეს“, ფაქტობრივად, „კამიკაძეთა“ ჯგუფის მიერ განხორციელებულ აქციას, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კურსკთან გამარჯვება. პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „როდესაც  ბერია „ციტადელის“ შინაარსს გაეცნო, მან „ფოიერვერკის“ იდეა წამოაყენა და თავადვე შეასხა ხორცი. თუმცა შეწუხებული იყო იმით, რომ წინასწარი გათვლებით, ამ ოპერაციის შემსრულებელთაგან ცოცხალი არავინ გადარჩებოდა. „ფოიერვერკის“ არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ გენერალური ბრძოლის წინა ღამეს „ესესის“ ფორმაში გამოწყობილი „ენკავედეს“ სპეციალური ჯგუფები ფაშისტების აეროდრომზე უნდა შეჭრილიყვნენ და საბრძოლოდ გამზადებული თვითმფრინავები გაენადგურებინათ. ეს აქცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე უნდა ჩატარებულიყო და ინფორმაციას არ უნდა გაეჟონა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა...“
კურსკის ბრძოლის გენერალური ბატალიის დაწყებამდე, ფაშისტებს საჰაერო დახმარებას უწევდნენ მე-4 და მე-6 საჰაერო ფლოტები, რომლებიც დნეპროპეტროვსკში იყვნენ ბაზირებული. აგრეთვე, მე-8 ავიაკორპუსი, რომელიც ბელგოროდში იმყოფებოდა. საერთო ჯამში, ფაშისტებს ათას ხუთასი მაღალი კლასის თვითმფრინავი ჰყავდათ მობილიზებული და „ფოიერვერკის“ მიხედვით, მათი უმრავლესობა ჰაერში უნდა აწეულიყო. ბერიას მიერ მოფიქრებული და მომზადებული ოპერაცია 23 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყო. თხუთმეტი საბჭოთა სპეცჯგუფი, რომლებიც საერთო ჯამში, 150 ადამიანს შეადგენდა, ფაშისტების აეროდრომებზე შეიჭრა და 400 თვითმფრინავი სრულიად გაანადგურეს. 160 – ნაწილობრივ და ამან საშუალება მისცა საბჭოთა არმიას, რომ დიდი ძალებით შეეტია მტრისთვის და სტრატეგიული გამარჯვება მოეპოვებინა. „ფოიერვერკის“ შესრულებისას 135 საბჭოთა მეომარი დაიღუპა და მხოლოდ 15 გადარჩა ცოცხალი. ნიშანდობლივია, რომ პირველ რიგში, დაღუპულების ოჯახებს პირადად ბერიას ბრძანებით, ყოველმხრივ დაეხმარნენ და არც ცოცხლად გადარჩენილები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. 8 მათგანს საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს. დანარჩენებს – სხვა საბრძოლო ორდენები. ბერია კი ვიწრო წრეში ამბობდა: ისინი მე გავუშვი სიკვდილზე და სამწუხაროა, რომ სხვა ალტერნატივა არ მქონდაო...
скачать dle 11.3