კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რა პოლიტიკური კომბინაცია გაითამაშა სტალინმა „ნატოს“ წინააღმდეგ დე გოლის მეშვეობით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინის დიპლომატიურ გენიაზე არა ერთი პუბლიკაციაა გამოცემული, რომლებშიც საბჭოთა ბელადი მრავალმხრივაა წარმოდგენილი და გვიჩვენებს, რაოდენ უდრეკი და შეიძლება ითქვას, ძალიან საშიში იყო ის მტრებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვისას... პროფესორი ტიმოფეი პარამონოვი წერს: „იოსებ სტალინი ლენინთან და პროფესიონალ რევოლუციონერთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რასაც „აბსოლუტურად იდეური ინდივიდი“ ეწოდება. ანუ ასეთ ადამიანებს აქვთ იდეა, დასახული მიზანი და მის მისაღწევად არანაირ სირთულეზე არ იხევენ უკან.  ასეთები იყვნენ: სტალინი, ლენინი, ძერჟინსკი, კიროვი, ორჯონიკიძე და ტროცკი... ამ ელიტაში ყველაზე გამორჩეული სტალინი იყო – ის ყოველთვის აღწევდა დასახულ მიზანს, რომ იტყვიან, „ბოლომდე გადიოდა“. სტალინმა დაიცვა და განავითარა რევოლუციის მონაპოვარი. შექმნა უდიდესი იმპერია და მოახდინა მისი სუპერმოდერნიზაცია. მოიგო „დიადი ომი“ და შექმნა სოციალისტური, გლობალური სისტემა, რომელიც ასევე წარმატებით დაიცვა, რასაც „ცივი ომის“ პირველი და ყველაზე რთული პერიოდი ეწოდება. „პერესტროიკის“ დროს ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „1946 წლისთვის, ყველა საბჭოური მონაპოვარი, რომლებშიც ლომის წილი სწორედ სტალინს მიუძღოდა, კრახის წინაშე დადგა. იმის გამო, რომ კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტიკურ ნებას არ დავყევით, მათ „ცივი ომი“ გამოგვიცხადეს და განადგურებით გვემუქრებოდნენ. ამის სარეალიზაციოდ კი „ნატო“ შექმნეს, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა და მასში 12 ქვეყანა შედიოდა, ოკეანისგაღმელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის გარდა. ევროპიდან ყველაზე ძლიერები  დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ. სტალინი ჯერ კიდევ ამ ალიანსის დაარსებამდე ფლობდა ინფორმაციას მათი პროექტის შესახებ და იმთავითვე მათი დასუსტებისკენ ისწრაფვოდა. სტალინი მეუბნებოდა – ამ კავშირიდან ბრიტანეთის გამოთიშვა თითქმის შეუძლებელია, ხოლო საფრანგეთის კი  – მოვახერხებთ და ჩვენი სამხედრო-დიპლომატიური ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთო... გარდა იმისა, რომ სტალინი, დაზვერვის წყაროებიდან უმაღლეს დონეზე იყო ინფორმირებული, მას ანალიზისა და პოლიტიკური კომბინაციების ჩატარების უნიკალური უნარი ჰქონდა და თავისი მორიგი „პოლიტიკური პარტია“ უზადოდ დაგეგმა და შეასრულა კიდეც. საამისოდ კი გენერალი შარლ დე გოლი გამოიყენა...“
საქმე ის იყო, რომ პრეზიდენტ ჟიულ-სან ორიოლთან დაპირისპირებული დე გოლი 1949 წელს ოპოზიციაში იყო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ორიოლი, იცოდა რა დე გოლის ავტორიტეტის ძალა და გავლენა ქვეყანაში, ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მასთან კონფლიქტი. მეტიც „ჭირვეულ“ გენერალს რჩევებსაც კი ეკითხებოდა ხოლმე და ბევრ რამეს ითვალისწინებდა, განსაკუთრებით კი სამხედრო მიმართულებით. ეს ყველაფერი კარგად უწყოდა სტალინმაც და სწორედ ეს პარტია გაათამაშა... მოლოტოვი ყვებოდა: „1950 წელს ჩვენ უკვე საკმაოდ მძლავრი შეიარაღება გვქონდა. თუმცა, „ნატოს“ ბლოკს საკმაოდ ჩამოვრჩებოდით და სამხედრო კონფლიქტი რომ დაწყებულიყო, წავაგებდით... ანალიტიკოსების მოხსენების მიხედვით, თუკი „ნატოს“ საფრანგეთი გამოაკლდებოდა, მაშინ უკვე უპირატესობას ჩვენ ვიღებდით და სტალინმა, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მოქმედება. მან  1950 წლის მარტში გენერალი შარლ დე გოლი მოსკოვში მიიწვია, მართალია არაოფიციალურად, რადგან ის (დე გოლი) მთავრობაში არ შედიოდა, მაგრამ ხაზგასმით მეგობრულად და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ასეთი რამ სტალინს არ ახასიათებდა, რადგან ის მხოლოდ ოფიციოზს ეკონტაქტებოდა. ამიტომ, მთელი მსოფლიოს პრესა დაინტრიგებული იყო და  მარჩიელობდნენ, რას ნიშნავდა საბჭოთა ბელადის ეს ჟესტი.  დე გოლი მოსკოვში 11 მარტს ჩამოვიდა და ათი დღე დაჰყო. მას აეროპორტში მე დავხვდი  და პირდაპირ სტალინთან, აგარაკზე მივიყანე, სადაც ის დაბინავდა და მთელი ეს პერიოდი გაატარა. სტალინისთვის  ესეც უჩვეულო იყო. უფრო მეტად უცნაური კი ის იყო, რომ ეს პროცესი მოსკოვში აკრედიტებული ჟურნალისტების თვალწინ ხდებოდა და გლობალურად შუქდებოდა... 19 მარტს სტალინმა დე გოლი (ამჯერად ყოველგვარი პრესის გარეშე) წაიყვანა ობიექტ ¹0101-ზე (ახლა უკვე შეიძლება იმის გამხელა, რომ ეს ობიექტი მოსკოვიდან 108 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და რაკეტების გასაშვებ საიდუმლო ბაზას წარმოადგენდა). მათ მეც თან ვახლდი. 45 წუთის განმავლობაში ფარდებჩამოფარებული „ლიმუზინით“ მივდიოდით. ხოლო, როდესაც უზარმაზარ ბუნკერში შევედით და მანქანიდან გადმოვედით, ფრანგმა სტუმარმა კოხტად ჩამწკრივებული რაკეტები დაინახა და სტალინს უთხრა:
– თუ არ ვცდები, ესენი შორი რადიუსის მძლავრი რაკეტები უნდა იყოს.
– არ ცდებით. ესენი შორი რადიუსის ატომურქობინიანი რაკეტებია.
– და, რომელია მათგან საფრანგეთზე დამიზნებული? – იკითხა გენერალმა და უხერხულად გაიღიმა, სტალინმა კი სერიოზული სახით მიუგო:
– ეს რაკეტები „ნატოს“ წინააღმდეგაა მიმართული და სამწუხაროდ, ორი მათგანი პარიზისკენ იმზირება, დანარჩენები კი სხვა სტრატეგიული ადგილებისკენო...
ორი დღის შემდეგ ფრანგი გენერალი სამშობლოში დაბრუნდა და თავის დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ აპირებს საფრანგეთიდან „ნატოს“ ბაზების გაყვანას, რაც, მართალია, მაშინვე არ მომხდარა, მაგრამ სტალინის კომბინაციამ ბზარი გააჩინა მათ შორის და საფრანგეთი ნამდვილად ჩამოსცილდა „ნატოს“, ამით კი საბჭოთა კავშირმა სტრატეგიული უპირატესობა მიიღო.“
скачать dle 11.3