კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 მწუხარების მიზეზები


მწუხარებას მრავალი მიზეზი აქვს. წმიდა მამები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ, განარჩევენ მწუხარების სამ მიზეზს: ეშმაკი, ადამიანები და დაცემული ბუნება, ჩვენს გულში არსებული ყველა ვნება. ეშმაკისგან მომდინარე მწუხარება ძალიან მძიმეა და ის განიცდის, ვინც სიკეთისთვის იღვწის და ცდილობს ქრისტეს მცნების დაცვას. ამბა დოროთე აღწერს ამგვარ მწუხარებას. „უმძიმესია და აუტანელი მწუხარება ჩემს სულში. ეს მწუხარება ბოროტის ზეგავლენით არის და მიმდინარეობს დემონთა შურისგან. ის, იმავდროულად, მძიმეა, ბნელი, უნუგეშო, მცირედითაც ვერ ამოისუნთქებ, არამედ ყოველი მხრიდან გახრჩობს, გავიწროებს. ამის შემდეგ სწრაფად მოდის ღმერთის მადლი სულში“.
მწუხარება მომდინარეობს ადამიანისგანაც, რომელიც ცილს სწამებს და ბოროტად ეპყრობა სხვას, ხშირად ჩვენში ამის გამო იღვიძებს ტკივილი. ადამიანები დევნიან ღვთის კაცებს, როგორც ეს წინასწარმეტყველებისა და მოციქულების შემთხვევაში მოხდა, უქმნიან მათ პრობლემებს და აღძრავენ მწუხარებას. პავლე მოციქული სწერს კორინთელებს: „რამეთუ არ მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩვენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა“ (კორ. 1,8).
ამის გარდა, გვაქვს მწუხარება, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნებიდან და გულში არსებული ვნებებიდან მომდინარეობს. ამბა დოროთე წერს, რომ შეიძლება, ვიყოთ კარგ მდგომარეობაში და შინაგანი სიმშვიდე გვქონდეს, თუ თანამოძმე სიტყვას გვეტყვის, აღვშფოთდებით და მის წინააღმდეგ განვეწყობით და განვსჯით. ეს იქნება მწუხარების მიზეზი.
ეს სამია მთავარი მიზეზი მწუხარებისა: ანუ ეშმაკი ადამიანები და ჩვენი დაცემული ბუნება.  პირველ ორს იღებენ წმიდანებიც, ხოლო მესამეს ვიღებთ მხოლოდ ჩვენ, ვინც ჯერ არ განვწმენდილვართ ვნებებისგან. პირველი ორი მიზეზი ეხება სულის შინაგან მდგომარეობას. მცირე მოთმინებით შეიძლება მივიღოთ აღმატებული მადლი, ხოლო მესამე მიზეზი, თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება, ძალიან მძიმე მდგომარეობის საწინდარი გახდეს. ამგვარად, გვაქვს მწუხარების ორი სახეობა: შინაგანი და გარეგანი.
***
წმიდა გრიგოლ პალამა: „განსაცდელები ეხმარება მორწმუნეებს ცოდვების გამოსწორებაში, ტანჯული ცხოვრებისგან განთავისუფლებაში“.
წინასწარმეტყველთა თავი დავითი წერს ერთ ფსალმუნში: „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (ფს. 4,1). წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიხედვით, „რამდენადაც ადამიანი წუხს ამ სამყაროში და გონებით აღემატება მას, ამაღლდება ზეცამდე და მოიპოვებს უსაზღვრო სივრცეს, იქ მყოფს კი უხარია და ისვენებს უტკბესი ღმერთის ხილვით. ცხოვრობს ნეტარი ცხოვრებით, ამიტომ ამბობს უფალი: „სოფელსა ამას ჭირი გაქვს, არამედ ნუ გეშინინ. რამეთუ მე მიძლევიეს  სოფელსა“ (იოანე, 16, 33). წინასწარმეტყველი ამბაკუმი, წარმოაჩენს რა მწუხარებაში შვებას, გალობს: „შეძრწუნდა გული ჩემი ხმისაგან ლოცვისა“ (ამბაკ. 3,15).
მწუხარების დროს ვიხსენებთ ღმერთს, მივმართავთ მას და იზრდება მადლი ლოცვებისა, თუ, რა თქმა უნდა, მწუხარებას ვებრძვით სერიოზულად, ისე, როგორც ამას გვასწავლის მართლმადიდებლური ტრადიცია.
მწუხარების ეს სარგებელი იცოდნენ წმიდანებმა და იოანე სინელის სიტყვებით, სწყუროდათ მწუხარება, რადგან რაც მეტია მწუხარება, მით მეტია ნუგეში.
საჭიროა ვიფიქროთ, რომ ღირსი ვართ, არა იმ მწუხარებისა, არამედ უფრო მეტის, ეს ნიშნავს სინანულს. სინანული ასწორებს მწუხარებას, რაც შეიძლება, მომდინარეობდეს გარეგანი ზეწოლისგან.
რაც შეეხება ადამიანებისგან მომდინარე მწუხარებას, მათ გამო არ უნდა აღვუდგეთ წინ მათ, არამედ დავითმინოთ მშვიდად და ვიფიქროთ, რომ კარგია ეს.
სამწუხაროდ, ვღიზიანდებით, როგორც ამბა დოროთე ამბობს, ძაღლის მსგავსად: „ვინმე ძაღლს ქვას ესვრის, ის კი მოუბრუნდება მსროლელს საკბენად. ასე ვიქცევით ჩვენც, ღმერთს არ ვაძლევთ საშუალებას პატიებისა და ზიანის მიმყენებელ ადამიანზე ვამბობთ: რატომ მითხრა ეს? რატომ გამიკეთა ეს? და უგულებელვყოფთ იმას, რომ ყველაფერი ღმერთისგან მომდინარეობს“.
სინანულით იბადება თვითკრიტიკა, როცა საკუთარ თავს განვსჯით და ჩვენივე თავი მიგვაჩნია მწუხარების ღირსად და მიზეზად, მაშინ ვმშვიდდებით. თუ არ გვაქვს თვითკრიტიკის უნარი, ამიტომ ვწუხვართ შინაგანად. რადგან ღვთისნიერ ადამიანს, რაც არ უნდა შეემთხვეს, „ზიანი ან სხვა რაიმე მწუხარება, საკუთარ თავს მიიჩნევს ღირსად და არ შფოთავს“ (ამბა დოროთე).
სხვა არის მწუხარება და სხვა არის დარდი, სხვა არის გარეგნული მწუხარება და სხვა არის შინაგანი დამწუხრება. დარდი და მწუხარება სინანულს უკავშირდება. დღეს ვწუხვართ არა იმიტომ, რომ გვაქვს დიდი ან პატარა განსაცდელები, არამედ, რადგან არ გვაქვს სინანული, შეპყრობილი ვართ თვითკმაყოფილების გრძნობით. აქედან წარმოიქმნება სულიერი სნეულებები და მტანჯველი ხორციელი სნეულებებიც.
იეროთეოს ვლახოსიскачать dle 11.3