კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ ურჩევნია ზოგიერთ ქალს სიყვარულის ნაცვლად ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე დაფუძნება

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ოჯახის საფუძველი  სიყვარული უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ურთიერთობა სტაბილური და ჰარმონიული – ასე მიაჩნიათ შეყვარებულებსაც და ოჯახური ფსიქოლოგიის   სპეციალისტებსაც. თუმცა, ზოგიერთი ქალის აზრით, როცა გიჭირს, რა დროს სიყვარულიაო და რეალობაში მატერიალურ კეთილდღეობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მხოლოდ სიყვარულით დიდხანს ვერ გახვალ ფონს და თუ კაცს ფული აქვს, მას ბევრი რამ ეპატიება... ასეთი  ფრაზები ხშირად ისმის და საბოლოოდ ბევრი ქალბატონი არჩევანს მატერიალურად შეძლებულ პარტნიორზე აკეთებს. რას იზამ, როცა სიყვარული გაივლის, ფული ხომ მაინც უნდა დაგრჩეს, რომ თავი დაიმშვიდო.

მარი (31 წლის): შორიდან სხვისი განსჯა ადვილია.  რატომღაც ყველა ლაპარაკობს, რომ სირცხვილია, კაცი მისი მატერიალური მდგომარეობით აირჩიო. მე ვამბობ: რატომაც არა?! სიყვარული ეიფორიაა, რომანტიკაა და დიდხანს ვერ ძლებს. ბოლოს სწორედ ძალიან შეყვარებული წყვილი „ხოცავს“ ერთმანეთს და სკანდალით ანგრევს ოჯახს. სიყვარული არ არის მარადიული ფასეულობა.
– ფული არის?
– მარადიული არაფერი არ არის, მაგრამ მატერიალური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
– და არა გადამწყვეტი...
– ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი იყო. შეყვარებულიც მყავდა. არ იფიქროთ, რომ უგულო და უგრძნობი ვარ, მაგრამ სიყვარულით საკმარისად გავიტანჯე. არც ნერვიულობა დამკლებია და არც ცრემლი. ერთ დღეს მივხვდი, რომ აღარ მქონდა სურვილი, ფინანსურ პრობლემებზეც მენერვიულა. ოჯახში ხომ მაინც უნდა მქონოდა სიმშვიდე. როგორც კი გავიცანი ადამიანი, რომელიც ფინანსურად მყარად იდგა ფეხზე და ჩემი ცოლად შერთვის სურვილი გამოთქვა, ბევრი აღარ მიყოყმანია.
– საერთოდ არ გიყვარდათ?
– მომწონდა და ესეც საკმარისად  ჩავთვალე. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ვანიჭებთ ამ სიყვარულს. სხვათა შორის,   ჩემს მომავალ ქმარს მოვთხოვე, რომანტიკული შეხვედრებისა და პაემნების გარეშე დავქორწინებულიყავით. ნამდვილად არ მქონდა იმისი სურვილი, რომ შეყვარებულობანა მეთამაშა.
– ანუ, თქვენმა მომავალმა ქმარმაც იცოდა, რომ არ გიყვარდათ.
– რატომ  გიკვირთ ასე?! წყვილს შორის ამ ტიპის ურთიერთობა – როცა თავიდანვე ყველაფერი გარკვეულია, მთელ მსოფლიოშია მიღებული. თუმცა ჩვენ ეს თემა არ განგვიხილავს. არ უკითხავს, გიყვარვარ თუ არაო და არც მე გამომიჩენია ინიციატივა, მისთვის ჩემი გრძნობები გადამეშალა. რა აუცილებლობა იყო. ჩვენს შორის მიზიდულობა რომ არ გაჩენილიყო, არ დავქორწინდებოდით.
– მან ნორმალურად მიიღო ეს ამბავი?
– ძალიან ნორმალურად. ამის გამო ტრაგედია არ შექმნა. ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს. ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი მამაა. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარია – ყველა ქალი ინატრებდა მისნაირს. მისი გულისთვის ვენებს რომ არ ვიჭრიდი, ეს ერთად ყოფნაში ხელს არ გვიშლის.
– არ გექნებათ პრობლემა, უცებ რომ სხვა შეუყვარდეს? გამორიცხავთ ამ ვერსიას?
– არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ იმას არ გავაკეთებ, რომ  ვქექო იქ, სადაც არ არის საჭირო. პირადი სივრცე მეც მაქვს და ჩემს ქმარსაც. გამიმართლა, ისეთი ქმარი მყავს, თვალებში მიყურებს. ბედნიერი ვარ. ბედისწერას გამოწვევას არ გავუგზავნი,  წყნარ ცხოვრებას ვერ შეველევი. საერთოდ, გათხოვილ ქალს არა აქვს უფლება, თავისი ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დააყენოს, მით უფრო, თუ ეს ოჯახი მისთვის ღირებულია.
– ცოტა გაუგებარია, თუ ვინმე შეუყვარდება, თქვენ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ?
– რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ არ  შეუყვარდება. მე მისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ. თქვენ კარგად ვერ გამიგეთ – მე არ მითქვამს, რომ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა გვაკავშირებს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო – მომავლის გეგმები, სამეგობრო, შვილები ბოლოს და ბოლოს. რომანტიკა და სიყვარული თექვსმეტი წლის გოგოების საქმეა. ჩვენ ზრდასრული, სერიოზული ადამიანები ვართ და პასუხისმგებლობაც გვაქვს.
– სიყვარულიც პასუხისმგებლობაა.
– უნდა იყოს. მაგრამ შეყვარებულ და გადარეულ ადამიანს, რა უნდა მოსთხოვო. მე მყარად ვდგავარ დედამიწაზე, ამიტომ საღად ვაფასებ რეალობას. შეიძლება, ჩემს ქმარს რაღაც გატაცება ჰქონდეს, მაგრამ მას  ისე დაასრულებს, მე ვერც გავიგებ. ღირსეული ადამიანია და იმიტომ.
– ანუ, თუ ვერ გაიგებთ, მაშინ პრობლემა არ არის?
– პრობლემა ის არის, სიყვარულით რომ გათხოვდები და მოკლე ხანში საკუთარ თავს ეტყვი – ეს იდიოტი როგორ მიყვარდაო. ჩვენი სტაბილურობაზე აგებული ურთიერთობა გაცილებით მყარია. ორივემ ვიცით, რატომ შევქმენით ოჯახი და ხანმოკლე გრძნობას არ დავანგრევინებთ.
– გადამწყვეტი ის კეთილდღეობაა, რომელსაც ქმარი ფინანსურად გიქმნით?
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი? ძალიან ცდებით. როცა მხოლოდ სიყვარულით ქმნი ოჯახს და არ ფიქრობ, როგორ იცხოვრებ მომავალში, ჩათვალე, რომ კრახი გარდაუვალია.
– კრახში რას გულისხმობთ?
– ურთიერთობის მოშლას და სიყვარულის გაქრობას. როცა ოჯახში მატერიალური პრობლემებია აქტუალური, სიყვარული არავის ახსენდება. ჩხუბიც იწყება და აყალ-მაყალიც.  გითხრათ, მატერიალურად უზრუნველყოფილი  მამაკაცი რატომ არის უფრო საიმედო და სტაბილური? მათ ყველაფრის ფასი იციან. ცოლიც ინვესტიციაა მათთვის და ადვილად არ დათმობენ.
– „ინვესტიცია“ ძალიან უხეშად ჟღერს. მე არ მენდომებოდა, ინვესტიცია ვყოფილიყავი.
– რატომ ფიქრობთ, რომ ეს ცუდია. თუ უფრო პრაგმატულად მიუდგებით საკითხს, ნახავთ, რომ ასე გაცილებით დაცული იქნებით, ვიდრე სიყვარულით. ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა   და აჯობებს, ეს პასუხისმგებლობა მატერიალურად ძლიერმა მამაკაცმა აიკიდოს, ვიდრე   რომანტიკოსმა.

скачать dle 11.3