კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 სიყვარულის დეფიციტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ქვის მსროლელები

​საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქართული ვირტუალური და ციფრული სივრცე განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და ეს ჭეშმარიტად ის შემთხვევაა, როდესაც, მართლაც, დედა შვილს ხელში არ აიყვანს.
მეორე მხრივ, არც საინფორმაციო არხები აკლებენ ისტერიულობის დონის აწევას – ძირითადად, უარყოფით ამბებს გადმოსცემენ და ოპონენტებს ერთმანეთს უქსევენ. რასაც, საბოლოოდ, მხოლოდ ის შედეგი აქვს, რომ ამართლებს სურამში ფსიქიატრიული კლინიკის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას და ქმნის მისი გაფართოების აუცილებლობას.
ხოლო, თუ ამ ტემპით განაგრძობენ, არც ისაა გამორიცხული, (ქუჩაში ბუშტებით სიარულს ვინღა ჩივის) ქვების სროლაც დაიწყონ.
შესაძლოა, ამიტომაც, ანუ იმის გამო, რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვერავინ ძლებს (თუ ჯერ ნორმას მთლად კოსმოსური სიჩქარით არაა გამცდარი), ქართულ სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია დაიწყო – ბავშვობისდროინდელი ფოტოების გამოფენა.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანის სახე მთლად ბოლომდეც არ დაუკარგავთ (ასეთებიც გამოჩნდნენ – თუმცა თითო-ოროლა, რაც ბუნებრივია) და ბავშვის ფოტოების ლანძღვა ჯერ კიდევ ცუდ ტონად მიიჩნევა, ისე მოხდა, რომ ამ იავარქმნილ ქართულ სოციალურ სივრცეში დადებითი ემოციები დატრიალდა (იმიტომ რომ ბალღობაში, სავარაუდოდ, ჯეკი მფატრავიც საყვარელი იქნებოდა). რაც სხვა არაფერია, თუ არა აგრესიის განეიტრალების მცდელობა. იმიტომ რომ ცნობილი ფსიქოლოგიური ხერხია – როდესაც ოპონენტისა და თანამოსაუბრისადმი აგრესიის გაქრობა გსურთ, ის ჩვილობისას უნდა წარმოიდგინოთ.
ასეა თუ ისე, დიაგნოზი აშკარაა – სიყვარულის დეფიციტი, რაც არაადამიანური აგრესიის მიღმა მაინც ვერა და ვერ იმალება.

скачать dle 11.3